დიეტა

ბალანსირებული კვება გახდომის საუკეთესო საშუალებაა

ბალანსირებული კვება გახდომის საუკეთესო საშუალებააგახდომა გსურთ? შეამცირეთ ცხიმების მიღების ყოველდღიური ნორმა 30-50 გრამამდე. იმისთვის, რომ უზრუნველყოთ ორგანიზმში 8 შეუცვლელი ამინომჟავების აღდგენა, მიიღეთ დღეში 45 გრამი ცილოვანი საკვები. ყოველდღიურ მენიუში ჩართეთ მინიმუმ 500 გრამი ხილი და ბოსტნეული და დღის განმავლობაში 5 ჯერად დაყავით. ამით თქვენი ორგანიზმი შეივსებს ნახშირწყლების ბალანსს.

ჯანმრთელი კვება „ნებას გვაძლევს“, შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა და სილამაზე, უფრთხილდება ჩვენს ჯიბესა და დროს.

უკვე დადგა ზაფხული. შესაბამისად, გაადვილებულია კერძების მომზადება და გაცილებით მრავალფეროვანი და ვიტამინებით გაჯერებულია სეზონური პროდუქტები. ხილი და ბოსტნეული რომ ყოველდღიურად უნდა მიირთვათ – ეს, თავისთავად. მაგრამ, შესაძლებელია, მაინც იგრძნოთ დაუოკებელი შიმშილი და ცდუნებას ვეღარ გაუძლოთ – რამე გემრიელსა და კალორიულზე წაგიცდეთ ხელი.

ამჯერად გთავაზობთ კარტოფილის და ხაჭოს მონო-დიეტას. ნუ შეშფოთდებით, უკუაგდეთ მცდარი აზრი იმის შესახებ, რომ ეს პროდუქტი კალორიულია და ასუქებს.

ამაში რომ დაგარწმუნოთ, გთავაზობთ რამდენიმე მონაცემს კარტოფილის შესახებ:
* 100 გრამი მოხარშული კარტოფილის ენერგეტიკული ღირებულება სულ რაღაც 70 კილოკალორიაა;
* კარტოფილი შეიცავს: B1, B2, B6, C ვიტამინებს;  მინერალებიდან – კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმსა და რკინას;
ასევე: ცხიმებს (სულ რაღაც 0,1 პროცენტს), ცილებს, უჯრედისს, ნახშირწყლებსა და წყალს.

მონო-დიეტა დაიცავით კვირაში 2-ჯერ, 2-3 დღის განმავლობაში:
საუზმე (9 საათი) – უშაქრო ჩაი და ბუტერბროდი: 1 ნაჭერ შავ პურს წაუსვით უცხიმო ხაჭო და ზემოდან დადეთ ორი ნაჭერი კიტრი ან პომიდორი.
ლანჩი (12 საათი) – 1 ჩაის ჭიქა უცხიმო ხაჭოს შეურიეთ წვრილად დაჭრილი ყველანაირი მწვანილი.
სადილი (15 საათი) – კარტოფილის სალათა: 200 გრამი მოხარშული კარტოფილი დაჭერით რგოლებად, დაჭერით 100 გრამი პომიდორი, ყველანაირი მწვანილი და მწვანე ხახვი. შეაზავეთ 1 ჩაის კოვზი ძმრითა და ამდენივე ზეითუნის ზეთით. მარილი – ზომაზე ნაკლები.
სამხარი (17 საათი) – 200 გრამი კარტოფილი კარგად გარეცხეთ და გამოაცხვეთ ჰაერღუმელში. შეგიძლიათ, შეატანოთ 2 ცალი (მომცრო ზომის) კიტრის მწნილი.
ვახშამი (19 საათი) – 1 ცალი მოზრდილი ვაშლი, სტაფილო ან ბანანი, გახეხეთ და შეურიეთ 1 ჩაის ჭიქა უცხიმო მაწონს.

დიეტა შეგიძლიათ, იმეოროთ თვეების განმავლობაში.