ართროზისა და წვივის სახსრების ართრიტის დროს
ყოველ დილით 1 ჩაის კოვზ ფორთოხლის წვენში გახსნილი, დაქუცმაცებული ქათმის ხრტილი მიირთვით.
ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერები დაკვირვებების შედეგად ირწმუნებიან, რომ ამ რეცეპტით მკურნალობისას 10 დღის შემდეგ ავადმყოფებს ტკივილები და ანთებითი პროცესები გაუქრათ. 30 დღის შემდეგ კი სიარული აღარ უჭირდათ, ხოლო სამი თვის შემდეგ პაციენტების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდა.
მკურნალობის ერთი კურსი სამი თვეა. წელიწადში ორი კურსი უნდა ჩაიტაროთ.
ართროზის, ართრიტის, ნიკრისის დროს კარგია, თუ 2-4 კვირის გრანმავლობაში დღეში 3-5-ჯერ, ჭამამდე, ჭიქა წყალი გახსნილ 8-10 ჩაის კოვზ 5%-იანი ვაშლის ძმარს დალევთ.
თუ თორმეტგოჯას ან კუჭის წყლული გაწუხებთ, ვაშლის ძმრის რაოდენობა 3-5 ჩაის კოვზამდე უნდა შეამციროთ.
რეკომენდებულია სოჭის წიწვების ზეთის აბაზანები. 5-6 წვეთი სოჭის ზეთი ფეხებისთვის განკუთვნილ აბაზანაში ჩააწვეთეთ. აბაზანის ტემპერატურა 37-39 გრადუსი უნდა იყოს. წყალი იმდენი ჩაასხით, რომ ფეხი კოჭებამდე დაიფაროს. 15-20 წუთის შემდეგ ფეხებში სიმსუბუქეს იგრძნობთ, მოგეხსნებათ სტრესი, დაძაბულობა და დაღლილობის შეგრძნება.
უფრო მეტი ხნით აბაზანის მიღება კუნთებს ადუნებს და დაძინებას უწყობს ხელს. მკურნალობის კურსი 12 აბაზანაა, შემდეგ 5-6 კვირა შეისვენეთ.
სულ 10-12 აბაზანა უნდა გაიკეთოთ. აბაზანის შემდეგ ფეხებში ორი-სამი წუთის განმავლობაში სოჭის ზეთი შეიზილეთ.