ალერფასტი/ALERFAST
არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება: ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი;
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს: ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდს – 120 მგ ან 180 მგ;
დამხმარე ნივთიერებები:
სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის ანჰიდრიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, საღებავი.
გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები 120 მგ ან 180 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰისტამინური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
წარმოადგენს H1 -ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორს, რომელიც არ ავლენს სედატიურ მოქმედებას. პრეპარატის აქტიური ნივთიერება – ფექსოფენადინი – წარმოადგენს ტერფენადინის ფარმაკოლოგიურად აქტიურ მეტაბოლიტს. იგი პერიფერიული H1-რეცეპტორების მაღალსპეციფიური ანტაგონისტია, არ გააჩნია ანტიქოლინერგული და ანტიადრენერგული აქტივობა.
ჩვენება: სეზონური ალერგიული რინიტი, გაურთულებელი ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. თმახ პრეპარატის მიღების შემდეგ შეადგენს 2,6 სთ-მდე. ფექსოფენადინის კავშირი პლაზმის ცილებთან, უპირატესად ალბუმინებთან და (ალფა1)-მჟავა გლიკოპროტეინებთან, შეადგენს 60-70%. მეტაბოლიზდება შეყვანილი დოზის დაახლოებით 5%. ფექსოფენადინი არ განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლში, იგი ვლინდება შარდსა და განავალში, ძირითადად უცვლელი სახით. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 14,4 სთ-ს. გამოიყოფა ძირითადად ნაღვლით.
მიღების წესი და დოზირება:
12 წლის ზევით ბავშვები, მოზრდილები და ხანდაზმულები: სეზონური ალერგიული რინიტი – რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება პერორალურად 120 მგ დღეში ერთხელ. გაურთულებელი ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება: 180 მგ დღეში ერთხელ. 6-დან 11-წლამდე ასაკის ბავშვები: პრეპარატის რეკომენდებული დოზაა 30 მგ 1-2-ჯერ დღეში. 6-წლამდე ასაკის ბავშვები: პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის.
გვერდითი მოვლენები:
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი; იშვიათად – დაღლილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა; ცალკეულ შემთხვევებში – აგზნებადობა, ძილის დარღვევა; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, პირის სიმშრალე, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
მხრივ; სხვა: იშვიათად – ცხვირის ღრუს და/ან ხორხის სიმშრალე, ცალკეულ შემთხვევებში – კანზე გამონაყარი, ქავილი და სხვა, ტკივილი გულის არეში, ფოტოსენსიბილიზაციის რეაქცია.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მისი კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
ალერფასტი 120-ის და 180-ის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები. ალერფასტი 120-ის და 180-ის ლაქტაციის პერიოდში გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა, რადგან დადგენილია, რომ ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი აღწევს დედის რძეში.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
შპს “ავერსი-რაციონალი”, საქართველო
www.aversi.ge