ჯანმრთელი კვება

რომელი ვიტამინის ნაკლებობას შეგივსებთ პომიდორი?

პომიდორი, A ვიტამინის ნაკლებობაძნელია ვიზუალურად გარკვევა იმისა, ადამიანის ორგანიზმს რომელი ვიტამინი აკლია, მაგრამ არის ერთი ვიტამინი, რომლის ნაკლებობაც იოლი ამოსაცნობია – ეს A ვიტამინია.

დააკვირდით, რა დრო გჭირდებათ ადაპტაციისთვის, როცა სინათლიდან ბნელ ოთახში შედიხართ (მაგალითად, კინოთეატრის დარბაზში), თუ სიბნელეში საგნების გასარჩევად 6 წამზე ნაკლები გჭირდებათ, ე.ი. A ვიტამინის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდით, თუ 6 წამზე მეტი, მაშინ A ვიტამინის დეფიციტი გაქვთ.

ჯანმრთელობაინფო” გირჩევთ – A ვიტამინის დეფიციტის შესავსებად ყოველდღიურად 1 ჩაის ჭიქა პომიდვრის წვენი დალიეთ.

200 გრამი პომიდვრის წვენი 1 მილიგრამ კაროტინს შეიცავს (დღიური ნორმა 3,5 მილიგრამია). კაროტინი ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება. პომიდორში სხვა მნიშვნელოვანი ვიტამინიც ბევრია – C, B1, B2, B6, PP, K, ფოლიუმის მჟავა, მინერალური მარილები.

მასში მცირე რაოდენობითაა ცილები, გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა, ასევე ორგანული მჟავები, რომლებიც აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, მადას, ამცირებს ნაწლავური ბაქტერიების ზრდას. ამ თვისებების გამო პომიდორი სამკურნალო და პროფილაქტიკურ კვებაში ფართოდ გამოიყენება.

პომიდორი განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გაცხიმოვნების, მარილოვანი ცვლის დარღვევების დროს, კალიუმისა და C ვიტამინის შემცველობის გამო აუცილებელია ორსულთათვის.