სტრეპტოკოკური პნევმონია
სტრეპტოკოკური პნევმონია ვითარდება, როგორც წითელას, ყივანახველას, ჩუტყვავილას, გრიპის ან სხვა მწვავე რესპირაციული დაავადების გართულება.
შედარებით იშვიათია A ჯგუფის β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეული სტრეპტოკოკური პნევმონია, ასევე იშვიათია ის, როგორც გართულება, ტონზილიტის ან ქუნთრუშას დროს.
ინფექცია ვრცელდება ბრონქოგენული გზით ანუ ბრონქების მეშვეობით, რის შედეგადაც, დასაწყისში ჩნდება წვრილი ანთებადი უბნები ერთი სეგმენტის ფარგლებში, შემდეგ კი ყალიბდება შეერთებული კერები. ძირითადად ზიანდება ფილტვების ქვედა წილები.
დაავადება იწყება უეცრად, ავადმყოფს აღენიშნება ძლიერი თავის ტკივილი, მკვეთრი ზოგადი სისუსტე, ტემპერატურის მომატება 39-40 გრადუსამდე, რომელსაც იშვიათად წინ უსწრებს შემცივნება. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა მძიმეა, აღენიშნება ართრალგია (სახსრის ტკივილი), მიალგია (კუნთების ტკივილი), ხანმოკლე ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც ძლიერდება ხველისა და ღრმა ჩასუნთქვის დროს, ქოშინი, ხველა წებოვანი, ლორწოვანი ნახველით. ნახველში არის დიდი რაოდენობით სტრეპტოკოკები და ზოგჯერ სისხლიც. ავადმყოფის სუნთქვა არის გახშირებული – 30-45 წუთში.
სტრეპტოკოკური პნევმონიისთვის, დაახლოებით 30-70%-შ, დამახასიათებელია მე-2-3 დღეს ექსუდაციური პლევრიტი (პლევრის ანთება).
სტრეპტოკოკური პნევმონიის დროს დიაგნოზის დასადგენად გამოიყენება:
- ავადმყოფის ანამნეზი (გამოკითხვის შედეგად დადგენილი ინფორმაცია);
- სისხლის და ნახველის გამოკვლევა;
- რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
- სეროლოგიური გამოკვლევა.
სტრეპტოკოკური პნევმონიის მკურნალობისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც ავადმყოფის საერთო მდგომარეობის, პნევმონიის გამომწვევი მიზეზის, დაავადების ფორმის და გამოკვლევის შედეგების გათვალისწინებით დანიშნავს სათანადო მკურნალობას.