დაავადებები, ინფექციური დაავადებები

ვირუსული ჰეპატიტი A ანუ ბოტკინის დაავადება

ვირუსული ჰეპატიტი A - ბოტკინივირუსული ჰეპატიტი A ანუ ბოტკინის დაავადება არის ინფექციური დაავადება, რომელიც ძირითადად ბავშვთა ასაკშია დამახასიათებელი.

ჰეპატიტის ვირუსი ადამიანის ორგანიზმში ხვდება პირის ღრუდან ინფიცირებული საკვების ან წყლის მიღების შედეგად, განსაკუთრებით სახიფათოა ბუზებით ინფიცირებული საკვები.

ბოტკინის დაავადება ხშირია 3-7 წლის ბავშვებში, განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. ერთ წლამდე ბავშვები პრაქტიკულად არ ავადდებიან ამ ინფექციით მუცლადყოფნის პერიოდში დედისგან მიღებული “ანტისხეულების” წყალობით. ინფექციის გავრცელების რისკი მაღალია სკოლებში და ბაღებში.

ინფექციის წყაროს წარმოედგენს მხოლოდ ავადმყოფი. განსაკუთრებით საშიშია როდესაც დაავადება ფარულად მიმდინარეობს და ავადმყოფს სიყვითლე არ აღენიშნება.

A ჰეპატიტის რამოდენიმე ფორმა არსებობს: კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით – სუბკლინიკური, უსიყვითლო და სიყვითლით მიმდინარე; სიმძიმის მიხედვით კი – მსუბუქი, საშუალო სიმძიმის და მძიმე ფორმები.

A ჰეპატიტი რამოდენიმე ეტაპად მიმდინარეობს:

  • ინკუბაციური პერიოდი, რომელიც მერყეობს საშუალოდ 20-30 დღე. ეს პერიოდი ინფიცირების თვალსაზრისით ძალზედ საშიშია, რადგან ამ პერიოდის ბოლოს ბავშვის ორგანიზმიდან ვირუსი გაძლიერებულად გამოიყოფა.
  • პროდრომული (დაწყებითი) პერიოდი, რომელიც საშუალოდ ერთ კვირამდეა, მიმდინარეობს ტემპერატურის მომატებით 38-39 გრადუსამდე. ამ დროს ბავშვს აღენიშნება გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, უმადობა და მოუსვენრობა, მუცლის კერძოდ ჭიპის ან მარჯვენა ფერდქვეშა არის ტკივილი, ყაბზობა ან ფაღარათი. ეს პერიოდი 4-5 დღე გრძელდება. სიყვითლის გამომჟღავნებამდე 1-2 დღით ადრე შარდი მუქდება, ჯერ სასის მიდამო ყვითლდება, შემდეგ კი სახე და სხეულის კანი, მოგვიანებით კიდურები. სიყვითლის მაქსიმალურად გამოვლენას თან ახლავს განავლის გაღიავება ე.წ. აქოლიური განავალი. ამ დროს გადიდებულია ღვიძლი და ელენთა. პროდრომული პერიოდის ბოლოს ბავშვის მდგომარეობა უმჯობესდება, უბრუნდება მადა და ხალისი.
  • რეკონვალესცენციის (აღდგენის) პერიოდი 5-6 თვე გრძელდება. ამ პერიოდში ხდება დაზიანებულ ორგანოთა ფუნქციის აღდგენა.
    ვირუსული A ჰეპატიტის ანუ ბოტკინის დაავადების დიაკნოსტირებისთვის კეთდება სისხლში სპეციფიკური ფერმენტების და A ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების ლაბორატორიული შესწავლა.

მკურნალობა ტარდება მხოლოდ ექიმის მიერ, რომელიც სადიაგნოსტიკოდ საჭირო გამოკვლევებთან ერთად ავადმყოფს უნიშნავს მკურნალობას და საჭირო დიეტას.