ჯანმრთელი კვება

სასარგებლოა თუ არა გაყინული პროდუქტები?

გაყინული პროდუქტებისწრაფად გაყინული ბოსტნეული კვებითი ღირებულებებითა და წყალში ხსნადი ვიტამინების შემცველობით ახალს არ ჩამოუვარდება.

გაყინვის პროცესში უმთავრესად მხოლოდ C ვიტამინის შემცველობა იკლებს, ისიც უმნიშვნელოდ.ძალზე მნიშვნელოვანია გაყინული პროდუქტის გალღობის პროცესი. გაყინული ხილი თუ ბოსტნეული სასურველია, რაც შეიძლება სწრაფად გაალღოთ (ამისათვის შეგიძლიათ ღუმელიც კი გამოიყენოთ), მაგრამ თუ მოხარშვას ან შეწვას აპირებთ, გალღობა სრულებით არ არის საჭირო, შეგიძლიათ, პირდაპირ მოამზადოთ (გალღობისას მათი თვისებრიობა იკლებს).

ეცადეთ, ხილი თუ ბოსტნეული (განსაკუთრებით გაყინული), რაც შეიძლება ნაკლებ წყალში მოხარშოთ. ამ გზით ვიტამინებისა და მიკროელემენტების მაქსიმალურ რაოდენობას შეინარჩუნებთ. გარდა ამისა, კარგი იქნება ისინი პირდაპირ ადუღებულ წყალში ჩაუშვათ და დიდხანს არ ათუხთუხოთ.