სასარგებლო რჩევები

დალიეთ, მაგრამ ზომიერად

დალიეთ ზომიერადწითელი ღვინო უძველესი დროიდანვე, არა მარტო კეთილშობილ სასმელად, არამედ სამკურნალო სითხედაც ითვლებოდა.

მას მადის გასაუმჯობესებლად, სისუსტის, ციებისა და მუცლის ტკივილის დროს იღებდნენ. მას არა მარტო მოზრდილებს, არამედ ბავშვებსაც ასმევდნენ.

მედიცინა მიიჩნევს, რომ წითელი ღვინის ზომიერად მიღება დაბლა სწევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა რისკს.

წითელი ღვინის სასწაულმოქმედი ძალის ზუსტი მექანიზმი ჯერ არ არის შესწავლილი. თუმცა მედიცინა ამ ფენომენს ყურძნის მარცვლის კანში წითელი პიგმენტების არსებობით ხსნის, რომლებიც მიეკუთვნება ბუნებრივ ანტიდამჟანგავებს.

ეს ჰიპოთეზა შეიძლება გავრცელდეს წითელი ფერის განსაზღვრული ჯიშის ყურძენზე, ქლიავზე. წითელ ღვინოში ასევე აღმოჩენილია ტანინი, რომელიც ხელს უშლის სისხლის შესქელებას (ე.ი. თრომბის წარმოქმნას).

თუმცა, ნებისმიერი ალკოჰოლის არაზომიერად და სისტემატურად მიღება ღვიძლისა და ნერვული სისტემისთვის ძალიან მავნებელია. წითელმა ღვინომ შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, თავის ტკივილი, დაარღვიოს საჭმლის მონელების პროცესი. ამიტომ დიეტოლოგები გვირჩევენ, წითელი ღვინო რომ უვნებელი იყოს, უნდა მივიღოთ მხოლოდ 50 გ-დან 250 გ-მდე, ისიც ჭამის წინ…

წითელი ღვინო აძლიერებს მადას და გუნება-განწყობილებას აუმჯობესებს.