ვიტამინ B12 დეფიციტური ანემია
ვიტამინ B12 დეფიციტური ანემია მიეკუთვნება მეგალობლასტურ ანემიათა ჯგუფს, რომლებიც გამოწვეულია ერითროკარიოციტებში დნმ-ის სინთეზის დარღვევით.
ის უპირატესად განპირობებულია ვიტამინ B12 და/ან ფოლიუმის მჟავის დეფიციტით. ლიტერატურაში ხშირად ვხვდებით განსაზღვრებას ვიტამინ B12 (ფოლიუმის) – დეფიციტური ანემია. თუმცა ამ ორი ვიტამინის კომბინირებული დეფიციტი იშვიათია.
ვიტამინ B12 დეფიციტური ანემია სისხლის დაავადებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. უმეტესად ავადდებიან 60 წელზე მეტი ასაკის ორივე სქესის წარმომადგენლები, უპირატესად ქალები. ახალგაზრდათა შორის ავადობა შეადგენს 0,1%. მოხუცებში — 1%, 75 წელზე მეტ ასაკში კი გვხვდება 4%-ში.
ვიტამინ B12 დეფიციტის გამომწვევი მიზეზებია:
I. საკვების არასაკმარისი რაოდენობით მიღება: ვეგეტარიანელობა — როდესაც ავადმყოფი არ იღებს ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს (ხორცს, თევზს, ღვიძლს, თირკმელს და სხვა), ასევე რძის პროდუქტებს და კვერცხს. ახალგაზრდებში ძალიან იშვიათად ვითარდება მხოლოდ ხანგრძლივი ვეგეტერიანელობის პირობებში.
II. შეწოვის დარღვევა:
ა) კასლის შინაგანი ფაქტორის დეფიციტ – რომელიც ვლინდება შემდეგი მდგომარეობების დროს:
- ადისონ-ბირმერის დაავადება;
- გასტრექტომია;
- შინაგანი კასლის ფაქტორის თანდაყოლილი არარსებობა ბიოლოგიურად არააქტიური კასლის ფაქტორის სეკრეცია (იშვიათად);
ბ) მლივი ნაწლავის დისტალური ნაწილის დაზიანება – რომელიც ვლინდება შემდეგი მდგომარეობების დროს:
- სპრუ
- ცელიაკია
- კრონის დაავადება
- ნაწლავის რეზექცია.
- სიმსივნეები და გრანულომატოზი (იშვიათად)
- იმერსლუნდ-გრესბეკის სინდრომი (იშვიათად)
გ) ვიტამინ B12 კონკურენტული მოხმარება:
- დიფილობოტრიოზი
- წვრილი ნაწლავის მრავლობითი დივერტიკული.
დ) სამკურნალო საშუალებები ამილოსალიცილის მჟავა, კოლხიცინი, ნეომიცინი.
III. სხვა მიზეზები:
ა) აზოტის ზეჟანგი
ბ) ტრანსკობალამინ II ნაკლებობა (იშვიათად)
გ) ციროზი
დ) ქრონიკული ჰეპატიტი
ვიტამინ B12 დეფიციტური ანემიისთვის დამახასიათებელია შემდეგი კლინიკური სიმპტომატიკა:
- საერთო სისუსტე;
- ქოშინი;
- ტკივილ გულის არეში;
- ქვედა კიდურების შეშუპება;
- თავბრუსხვევა;
- ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება ხელებზე და ქვედა კიდურებზე;
- სიარულის გაძნელება;
- ტკივილი ენის წვერის არეში;
- უმადობა;
- ფაღარათი;
- კანის და ხილული ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე, პერგამენტისებური, მოყვითალო ელფერით;
- შებიჟვინებული სახე;
- შეშუპებული ქვედა კიდურები — შეშუპებას შეიძლება ახლდეს ასციტი;
- ”ლაკირებული” ენა, ატროფიული დვრილებით, ზოგჯერ წყლულებით (უნტერ-ის გლოსიტი). ზოგჯერ ვითარდება აფტოზური სტომატიტი;
- ავადმყოფები უფრო ხშირად ჭარბი წონის მქონენი არიან;დაავადების დიაგნოზი ემყარება:
- მთავარ კლინიკურ სიმპტომებს;
- ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ მონაცემებს;
- სისხლის ბიოქიმიურ გამოკვლევას;
- შარდის და განავლის ანალიზს;
- დამატებით დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს.
ვიტამინ B12 დეფიციტური ანემიის მკურნალობისთვის მიაკითხეთ ექიმს.