შეიტანეთ გოგრა თქვენი კვების რაციონში
გოგრა საკმაოდ გავრცელებული პროდუქტია. ის მიკროელემენტებითა და მინერალებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პროდუქტია.
გოგრა დიდი რაოდენობით შეიცავს ისეთ მიკროელემენტებს, როგორიცაა:
კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, კობალტი, თუთია და რკინა, ასევე შაქარს და უამრავ ვიტამინს – А, Е, С, D, F, PP, B, ცილას, კაროტინს და ძალიან იშვიათ ვიტამინს T-ს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს მძიმე საკვების შეწოვასა და მონელებაში.
გოგრა ხელს უწყობს წყლულების სწრაფად შეხორცებას, შეიცავს სპილენძს, ფოსფორსა და რკინას, რისთვისაც სასარგებლოა ანემიის და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისათვის, ხოლო პექტინის წყალობით ებრძვის ქოლესტერინს:
პექტინით მდიდარი გოგრა ორგანიზმიდან შლაკებს, ტოქსინებსა და ქოლესტერინს გამოდევნის. ის დაგეხმარებათ ზედმეტი წონის დაკლებაში.
გოგრა სასარგებლოა ბავშვებისთვის, ხელს უწყობს მათ ზრდას, ხერხემლის სწორად ჩამოყალიბებას, ამაგრებს ძვლებს, კბილებს. მისი მიღება შესაძლებელია გულსისხლძარღვთა ნებისმიერი დაავადების, შეშუპების, ანემიის დროს.
როგორც ყველა ნარინჯისფერი ნაყოფი – გოგრაც ითვლება ანტიდეპრესანტად: მასში შემავალი E ვიტამინი ანელებს დაბერების პროცესს, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას და სახეს უბრუნებს ჯანსაღ ფერს, ამაღლებს იმუნიტეტს.
გოგრა სასარგებლოა ღვიძლის, თირკმლების, კუჭ-ნაწლავის, ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადებების, ქრონიკული კოლიტისა და ენტეროკოლიტის გამწვავებისას, მწვავე და ქრონიკული ნეფრიტისა და პიელონეფრიტის დროს.
გოგრის ნაყოფის გარდა, სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა მისი თესლიც – ის ჭიების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილი საშუალებაა. გოგრას, ასევე, ურჩევენ ორსულებს ტოქსიკოზის დროს.
გოგრა აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში: კრემებში, ნიღბებში ლოსიონებში.
გოგრის რბილობი, სახლის პირობებში, მკვებავ ნიღბადაც შეიძლება გამოვიყენოთ.
ასე რომ, შეიტანეთ გოგრა თქვენს ყოველდღიურ რაციონში და იყავით მუდამ ჯანმრთელები და ლამაზები.