ბრონქიტის დროს რა არის სასარგებლო
ბრონქიტის დროს 2-4 წლამდე ასაკის ბავშვებს მკერდზე დააფინეთ კომბოსტოს ფოთლების კომპრესი.
სურდოს დროს 1 ჩ/ჭ თბილ წყალში გახსენით 1/2 ჩ/კ მარილი და გამოირეცხეთ ცხვირ-ხახა. თავის ტკივილის დროს ლიმონის ცედრა (თეთრი მხრიდან) დაიდეთ საფეთქლებზე – ტკივილი ჩაცხრება.
ლიმონის წვენდამატებული წყალი დაბლა სწევს სიცხეს. კეფირი უხვად შეიცავს კალიუმს, კალციუმსა და ფოსფორს და ასუფთავებს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, სასარგებლოა გულისთვის, კბილებისა და ძვლებისთვის.
შაქრიანი მწვანე ჩაი ეხმარება ორგანიზმს უკეთესად აითვისოს ანტიოქსიდანტები, კატეხინები (რომელსაც ჩაი შეიცავს), იცავს ორგანიზმს კიბოსგან, ინსულტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან.
ხილ-ბოსტნეულის წვენები წმენდს კუჭ-ნაწლავს, ამაგრებს ძარღვებს, იცავს გულ-სისხლძარღვებსა და ფილტვებს დაავადებებისგან, აძლიერებს იმუნიტეტს.
ყავის, რომელიც შეიცავს ანტიოქსიდანტ-პოლიფენოლს, ზომიერად, მაგრამ რეგულარულად სმა ამცირებს ზოგიერთი დაავადების რისკს (მაგალითად, II ტიპის დიაბეტის და სხვ.).