რომელი პროდუქტები იჭმევა ერთად და რომელი – არა?
კულინარია დაახლოებით ისეთივე მეცნიერებაა, როგორც ფარმაცია, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ წამლის დამზადებას სპეციალისტს ვანდობთ, აი საჭმლის მომზადებისას და მასში ინგრედიენტების შერევისას კი მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გვაქვს.
გარდა ამისა, ქიმისაა და მედიცინის მარტივი ცოდნა ყველა მზარეულისთვის გამოსადეგია, რადგან საკვების შემადგენლობა სწორედ მათზეა დაფუძნებული.
სახელდობრ, საჭიროა ვიცოდეთ ინგრედიენტის ერთმანეთში სწორედ შერევა, რათა საკვები უფრო გემრიელი და სასარგებლო გამოვიდეს.
მაშ ასე, შევიტყოთ რომელი საკვების ერთად მირთმევა შეგვიძლია და რომლის – არა.
ერთად იჭმევა
შემწვარი ხორცი ბროკოლით – ამ პროდუქტების არევა ადამიანის ორგანიზმისათვის მარგებელია. როგორც წესი, შემწვარ ხორცს ადამიანის კვებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, თუმცა მისი მუდმივი მიღება დროთა განმავლობაში სიმსივნეს იწვევს, ბროკოლი კი პირიქით – ამ საფრთხეს ანეიტრალებს და ორგანიზმიდან კორცეროგენული ნივთიერებები გამოჰყავს.
შემწვარი თევზი – მარინადით – ამ შემთხვევაში სიმჟავე ხორცთან ერთად კარცეროგენის წარმოქმნას ამცირებს.
სახელდობრ, კერძის მომზადებამდე ხორცს მარინადი 30-60 წუთით ადრე უნდა შევურიოთ, თევზეულის მომზადების შემთხვევაში კი მარინადის და თევზის არევა პირდაპირ თევზის შეწვის პროცესში შეიძლება.
ღვიძლი – კარტოფილთან – ღორისა და საქონლის ღვიძლი ორგანიზმისათვის რკინის ნატურალური გზით მიწოდების საუკეთესო წყაროა. ეს კი ის მინერალია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში სისხლის წარმოქმნას და ჟანგბადის სწორ მიწოდებას არეგულირებს. თუმცა, სამწუხაროდ, ადამიანის ორგანიზმი სწორედ რკინის დეფიციტს განიცდის, რადგან რკინის მიღებული რაოდენობიდან ორგანიზმი რკინის მხოლოდ 8 %-ს ითვისებს.
ასე რომ, რკინის შემცველი პროდუქტის მიღებას ადამიანმა ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს. რკინის აბსორბაციას კი ”ცე” ვიტამინი აძლიერებს, რომელიც კარტოფილში ჭარბადაა.
ლეღვი რძით – რძე ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს კალცს, რაც ადამიანის ძვლების და კბილების ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი. ლეღვი კი თავის მხრივ, ადამიანისათვის აუცილებელი მინერალით – მაგნიუმითაა მდიდარი, რაც კალცის მაქსიმალურად შეთვისებას უზრუნველყოფს.
ტკბილი წიწაკა მცენარეული ზეთით – აღსანიშნავია, რომ ყვითელი და ნარინჯისფერი ბოსტნეული A ვიტამინს ყველაზე დიდი დოზით შეიცავს. ბოსტნეულის მცენარეულ ცხიმთან შერევით კი ორგანიზმი ამ ვიტამინს მაქსიმალური ოდენობით იღებს.
ხახვსა და პომიდორში შემწვარი კვერცხი – ეს საკვები მხოლოდ გემრიელი კი არა, მარგებელიცაა. ხახვი და პომიდორი ორგანიზმს სელენიუმს აწვდის, რომელიც ადამიანის სქესობრივ ჯანმრთელობას უზრუნველყოფს.
სოკო – სალათის ფურცლებითა და თხილით – სულფორაფანს, რომელიც სიმსივნის საწინააღმდეგო ნივთიერებაა, კომბოსტო შეიცავს, თუმცა ყველაზე დიდი რაოდენობით იგი სალათის ფურცელშია. ორგანიზმში სულფორაფანის აბსორბაციას ბევრად უფრო ეფექტურს სოკოს, სალათისა და თხილის ერთობლივი მიღება ხდის.
ერთად არ იჭმევა
კატლეტი ზეითუნის ზეთით – ბევრმა დიასახლისმა იჩქარა და მზესუმზირის ზეთი ზეითუნის ზეთით ჩაანაცვლა, რადგან ეს უკანასკნელი ნაკლებად შეიცავს ქოლესტერინს. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მზესუმზირის ზეთისაგან განსხვავებით, ზეითუნის ზეთს ტაფაზე დასხმისთანავე ეკარგება სასარგებლო თვისებები. ასე რომ, ზედმეტად ფულს ნუ დახარჯავთ და ზეითუნის ზეთი მხოლოდ სალათზე მოსასხმელად გამოიყენეთ.
ჭვავის პური ყავასთან ერთად – რა თქმა უნდა, საუზმეზე ჭვავის პურის ბუტერბროდი მშვენიერია, ყავაც არაჩვეულებრივია: იგი კიბოსა და სიბერისაგან გვიცავს. თუმცა არსებობს ერთი ”მაგრამ”: ყავა კოფეინს შეიცავს, ის კი ორგანიზმში არსებულ ყველა სასარგებლო ნივთიერებას სპობს.
ალკოჰოლი კოკა-კოლათი – აღსანიშნავია, რომ ქალბატონები, რომლებიც მკაცრად აკონტროლებენ თავიანთ ფიგურას, ხანდახან სასმელს მაინც ეპარებიან. თუმცა კალორიის დათვლა არ ავიწყდებათ და ძლიერ სასმელებს დიეტურ კოლაში ურევენ.
ეს მიდგომა გახდომის თვალსაზრისით სწორია, თუმცა სხვა მხრივ, დიეტური გაზიანი სასმელები ძალიან სწრაფად გაიწოვება ნაწლავებში და ალკოჰოლს ორგანიზმიც ძალიან სწრაფად ითვისებს.
მიწის თხილი ლუდთან – იწის თხილი უამრავ საჭირო და სასარგებლო ვიტამინს შეიცავს. ლუდი კი პირიქით ორგანიზმში არსებულ სასარგებლო ნივთიერებათა უმრავლესობას სპობს. ასე რომ, თუ თქვენ თხილს მხოლოდ ლუდზე დასაყოლებლად იყენებთ – ამას უნდა გადაეჩვიოთ.
კივი რძესა და კეფირთან ერთად – ერთი შეხედვით ადამიანი იფიქრებს, რომ მსგავსი საკვების ერთად მიღება ორგანიზმისთვის მარგებელია, მაგრამ კივი ისეთ მინარევებს შეიცავს, რომ მასზე რძის ან კეფირის მიტანების შემთხვევაში, საკვები მაშინვე მწარდება და უგემური ხდება.