როგორ დავიკლოთ წონაში ოხრახუშის დახმარებით
დასავლელი სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ოხრახუშის დახმარებით იოლად შეიძლება წონაში დაკლება.
აღმოჩნდა, რომ საკმარისია საკვების მიღებიდან მომდევნო მიღებამდე, შუალედებში ოხრახუშის ნახარში დალიოთ. ამასთან დიეტის დაცვა და ჩვეული რაციონის შეცვლა აუცილებელი არ არის.
ოხრახუშის ნახარშის მომზადება ძალზე იოლია: წვრილად დაჭრილ ოხრახუშს ერთი ჭიქა წყალი დაასხით და 15 წუთი ორთქლის აბაზანაზე გააჩერეთ. ნახარში შეგიძლიათ ორი კვირის განმავლობაში მიიღოთ.
ის არა მარტო ზედმეტ კალორიებს ებრძვის, არამედ ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზეც დადებითად მოქმედებს. ცნობილია, რომ ოხრახუში აწესრიგებს მენსტრუალურ ციკლს, აქვს შარდმდენი თვისება და აძლიერებს იმუნიტეტს.