დისფლატილი / Disphlatyl
დისფლატილი / Disphlatyl – სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
რეგისტრაციის ნომერი
პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: დისფლატილი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელებასიმეტიკონი
სამკურნალწამლო ფორმა: წვეთები 40მგ/მლ დასალევად
შემადგენლობა1 მლ წვეთებისაშეიცავს
აქტიური კომპონენტი:
სიმეტიკონი (აქტივირებული პოლიდიმეთილსილოქსანი) 40.00მგ
კონსერვანტი
ბენზოის მჟავა1.00მგ
ნატრიუმ ბენზოატი1.00მგ
დამხმარე ნივთიერებები:
პოლიოკსიეთილენი (2) სტეარატი,პოლიოკსიეთილენი (20) სტეარატი, ნატრი სახარინატი, აპომატული დანამატი (ანანასი) გასუფთავებული წყალი.
აღწერილობა
ერთფეროვანი რძისფერი-თეთრი ემულსია ანანასის სუნით
ფარმასკოლოგიური ჯგუფი
გაზების საწინააღმდეგო საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები
დისფლატილის წვეთების აქტიური კომპონენტი სიმეტიკონი წარმოადგენს სილიციუმის შემცველ ზედაპირული მოქმედებისა და ქაფისჩამქრობ საშუალებას. თავისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების წყალობით ინერტული ნივთიერებაა, რომელიც არატოქსიურია და არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის უჯრედის მემბრანისმიერ. სიმეტიკონი შლის გაზის ბუშტუკებს ფიზიკური ზემოქმედების გზით, ცვლის მათ ზედაპირულ დაჭიმულობას და იწვევს მათ დაშლას. ამ მოქმედების წყალობით სიმეტიკონი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოჭარბებული გაზწარმოქმნისას. გამოთავისუფლებული გაზი შემდეგ გამოიყოფა ბუნებრივი გზით.
ჩვენებები გამოყენებისთვის
დისფლატილის წვეთები გამოიყენება ყველა სახის მოჭარბებული გაზწარმოქმნისშემთხვევებში და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების დაგროვებისას: ყურ-ყური, მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი (მათ შორის პოსტოპერაციულიც), აეროფაგია. დისფლატილის წვეთების გამოყენება ამცირებს გადავსების შეგრძნებასა და მუცლის დაჭიმულობას.
ექიმის დანიშნულებით დისფლატილის წვეთები გამოიყენება ენდოსკოპიური, რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი პროცედურებისთვის მოსამზადებლად და ასევე კუჭის და/ან ნაწლავების ტრაქტის სონოგრაფიული გამოკვლევებისას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან გაზების და ჰაერის გამოდევნის მიზნით.
უკუჩვენებები
- ნაწლავთა გაუვალობა, მიმდინარე ძლიერი კოლიკითა და ღებინებით. ამ შემთხვევასი აუცილებელია ექიმის სასწრაფო კონსულტაცია.
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
გამოყენების წესი და დოზა
სიმპტომური მკურნალობა.
მოზრდილები: 25-50 წვეთი, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით ყოველი კვების შემდეგ და ძილის წინ.
ბავშვები 6-დან 15 წლამდე25-50 წვეთი, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით ყოველი კვების შემდეგ და ძილის წინ.
ახალშობილები და ბავშვები 6 წლამდე;10-15 წვეთი 2-3-ჯერ დღეში ჭამის დროს ან შემდეგ (ჩვილებისათვის ჩასხმული ბოთლში)
პროფილაქტიკური მიღება კუჭისა და/ან ნაწლავების გამოკვლევებისათვის მოსამზადებლად.
50 წვეთი 3-4-ჯერ დღეში გამოკვლევებამდე წინა2 დღის განმავლობაში, 50 წვეთი დილით უზმოთ გამოკვლევის დღეს და 50 წვეთი უშუალოდ გამოკვლევის წინ..
გამოყენებამდე აუცილებელია ფლაკონი კარგად შეინჯღრეს!
გვერდითი მოქმედება
რადგანაც დისფლატილის წვეთების აქტიური კომპონენტი _ სიმეტიკონი არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და გამოიყოფა ორგანიზმიდან შეუცვლელი სახით, პრეპარატი ითვლება უსაფრთხოდ და არ ავლენს გვერდით მოვლენებს.
ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
დოზის გადაჭარბება ანუ პრეპარატით ინტოქსიკაცია
დღევანდლამდე არ არის დაფიქსირებული პრეპარატის დოზის გადაჭარბების შენთხვევები
განსაკუთრებული მითითებები
- დისფლატილის წვეთების მიღება დიაბეტით დაავადებულებში.დისფლატილის წვეთები არ შეიცავს შაქარს.პრეპარატი შეიცავს სინთეზურ შაქრის შემცვლელს ნატრიუმის საქარინატს. ამის გამო პრეპარატის მიღება შესაძლებელია დიაბეტით დაავადებულებში.
- დისფლატილის წვეთების მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.ორსულებმა და მეძუძურმა ქალებმა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ჯობს საერთოდ თავი შეიკავონ სამკურნალო პრეპარატების მიღებისაგან, ან მიმართონ მკურნალ ექიმს.სპეციალური გამოკვლევები არ ჩატარებულა არც ადამიანებში, არც ცხოველეში.რადგანაც პრეპარატის აქტიური ნივთიერება სიმეტიკონი არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და გამოიყოფა შეუცვლელი სახით, ამიტომ დისფლატილის წვეთების მიღება ორსულობისას არ ახდენს ზეგავლენას ნაყოფის განვითარებაზე და ძუძუთი კვებისას არ აღწევს დედის რძეში.
- დისფლატილის მიღება მექანიზმებთან მუშაობისას და ავტოტრანსპორტის მართვის დროს.პრეპარატი არ ახდენს სისტემურ ზემოქმედებას ორგანიზმზე და შეიძლება გამოიყენებოდეს ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს.
- დისფლატილის წვეთების მიღება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და საკვებ პროდუქტებთან ერთად.არ საჭიროებს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს სხვა სამკურნალო საშვალებებთან და საკვებ პროდუქტებთან ერთად მიღებისას. (მათ შორისაა ჩაი, ყავა, ალკოჰოლური სასმელები)
- თუ თქვენ უჩივით რაიმე დაავადებას და მიდრეკილი ხართ ალერგიული რეაქციებისადმი, მაშინ წინასწარ უნდა მიმართოთ კონსულტაციისათვის ექიმს.
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გახანგრძლივებული და განმეორებადი მოშლილობების დროს აუცილებელია დადგინდეს ამ მოვლენების გამომწვევი მიზეზი. Aაქ შეიძლება საქმე ეხებოდეს არასწორ კვებას ან არასაკმარის მოძრაობით აქტივობას. ასევე თუ ადგილი აქვს ორგანულ დარღვევებსა და დარღვევებს ნერვული სისტემის მხრიდან, ყველა ჩამოთვლილის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
გამოშვების ფორმა
30 მლ ფლაკონი. ნარინჯისფერ მინაში დოზატორით. ფლაკონი გამოყენების
ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში
შენახვის ვადა
5 წელი. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის პირობები
ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15-250 Cტემპერატურაზე.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ
მწარმოებელი
ლეგასი ფარმაცევტიკალს შვეიცარია გმბჰ., 4127, რურჰბერგშტრასსე 21, ბირსფელდენი, შვეიცარია