დაავადებები, რევმატული დაავადებები

რევმატოიდული ართრიტი

რევმატოიდული ართრიტირევმატოიდული ართრიტი ართრიტების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მას იწვევს იმუნიტეტის დარღვევები, თუმცა მისი აღმოცენების მიზეზი საბოლოოდ დადგენილი არ არის. რევმატოიდული ართრიტით ძირითადად შუახნის ქალები ავადდებიან, მაგრამ დაავადება შესაძლოა შეგვხვდეს ბავშვებშიც და მოხუცებშიც.
რევმატოიდული ართრიტისთვის დამახასიათებელია:

  • მოძრაობის შეზღუდვა;
  • ტკივილი;
  • თითების, მაჯების, მუხლების შეშუპება.

ეს სიმპტომები განსაკუთრებით გამოხატულია დილაობით. დღის განმავლობაში მათი ინტენსივობა კლებულობს და  მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება. ამ დროს სახსრების დაზიანება სიმეტრიულად ხდება ანუ ერთნაირად ზიანდება სახსრები როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მხარეზეც.რევმატოიდული ართრიტის დროს პროცესი თანდათან პროგრესირებს და აზიანებს ჩონჩხის სხვა ნაწილებსაც, მაგალითად კისერს, ტერფებს.

შორსწასულ შემთხვევებში შესაძლოა რომელიმე სახსარი “ჩაიკეტოს” ანუ გახდეს საერთოდ უმოძრაო. ამიტომ საჭიროა სასწრაფოდ მიაკითხოთ ექიმს, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტირება და ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა. რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის რადიკალური მეთოდები არ არსებობს, მაგრამ ანთებითი პროცესის შემცირება კი შესაძლებელია.

რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ გამოიყენება:

მედიკამენტური თერაპია – რომელიც ორ ჯგუფად იყოფა:

  • ანტიანთებითი;
  • ანტირევმატიული – სტეროიდული და არასტეროიდული;

ფიზიკური ვარჯიშები – მათი შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად;
ფიზიოთერაპიის კურსი – მაგნიტოთერაპია ან ლაზეროთერაპია.