მედიკამენტები, გეა

მიდაზემი / MIDAZEM

მიდაზემი / MIDAZEM – MIDAZOLAMUM – Warsaw pharmaceutical works POLFA, პოლონეთი
ათქ კლასიფიკაციის კოდი
W05CD08
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
საინექციო ხსნარი, 5მგ/მლ, ამპულაში 3მლ, შეფუთვაში 5 ამპულა
1 მლ
მიდაზოლამი – 5მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, მარილმჟავა 10%, ნატრიუმის ჰიდროჟანგი 10% ან მარილმჟავა 10 % (პH-ის განსაზღვრისათვის), საინექციო წყალი.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ბენზოდიაზეპინების ჯგუფის საძილე საშუალება
ჩვენებები
მოზრდილები:
სედაცია ცნობიერების შენარჩუნებით დიაგნოსტიკურ პროცედურებამდე და მცირე ქირურგიულ ჩარევებამდე და შემდეგ ადგილობრივი ანესთეზიისას (და მის გარეშე).
ანესთეზია

  • პრემედიკაცია ზოგად ანესთეზიაში შეყვანამდე,
  • შეყვანა ზოგად ანესთეზიაში,
  • როგორც საშუალება შეყვანისათვის ან დამამშვიდებელი კომპონენტი რთული ანესთეზიისას.

სედაცია ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში
ბავშვები:
სედაცია ცნობიერების შენარჩუნებით დიაგნოსტიკურ პროცედურებამდე და მცირე ქირურგიულ ჩარევებამდე და შემდეგ ადგილობრივი ანესთეზიისას (და მის გარეშე).
ანესთეზია

  • პრემედიკაცია ზოგად ანესთეზიაში შეყვანამდე,

სედაცია ინტენსიური თერაპიის განყოფილებში
დოზირების რეჟიმი
მიდაზემის შეყვანა შეიძლება კუნთებში, ვენებში, რექტალურად.
მიდაზემის დოზირება და მიწოდების წესი დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობასა და პროცედურის სახეობაზე.
სტანდარტული დოზირება
მიდაზემი წარმოადგენს ძლიერმოქმედ დამამშვიდებელ საშუალებას, რომლის მიწოდებაც უნდა მოხდეს თანდათანობით და ნელ-ნელა. რეკომენდებულია მიდაზემის თანდათან მიწოდება, რათა მიღწეული იყოს სედაციის განსაზღვრული დონე პაციენტის კლინიკური საჭიროებების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ასაკის, აგრეთვე იმავდროულად პაციენტისათვის მიწოდებული სხვა საშუალებების მიხედით. 60 წლის და ზემოთ ასაკის პაციენტებში, დასუსტებულ და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში და ბავშვებში დოზის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს თითოეული პაციენტისათვის სპეციფიური რისკ-ფაქტორები. სტანდარტული დოზირება წარმოდგენილია ცხრილში. დეტალური მონაცემები მოცემულია ცხრილის ქვემოთ.

ჩვენება მოზრდილები60 წლამდე მოზრდილები 60 წლის და ზემოთ, დასუსტებული ქრონიკული ავადმყოფები ბავშვები
სედაცია ცნობიერების შენარჩუნებით ვენებში: საწყისი დოზა:2-2.5 მგდამატებითიდოზები:
1მგ
სრული დოზა: <3.5 -7,5მგ
ვენებში: საწყისი დოზა:0.5-1 მგ
დამატებითი დოზები: 0.5-1 მგ
სრული დოზა: <3.5 მგ
6თვიდან
5 წლამდე:
საწყისი დოზა:
0.05-0.1 მგ/კგ სხ. მას.
სრული დოზა: <6 მგ
ვენებში,
6-დან 12 წლამდე:
საწყისი დოზა:
0.025-0.05 მგ/კგ სხ.მას.
სრული დოზა:
<10 მგრექტალურად,
6 თვის ასაკიდან:
0.3-0.5 მგ/კგ სხ.მას.კუნთებში,
1-15 წელი:
0.05-0.15 მგ/კგ სხ.მას.
პრემედიკაცია ზოგად ანესთეზიაში შეყვანამდე კუნთებში:
0.07-0.1 მგ/კგ სხ. მას.
ვენებში:
1-2 მგ; შეიძლება დოზის გამეორება
კუნთებში: 0.025-0.05 მგ/კგ სხ.მას
ვენებში:
საწყისი დოზა:0.5მგ; აუცილებლობისას, შეიძლება დოზის თანდათან მომატება.
რექტალურად, 6 თვის ასაკიდან:
0.3-0.5 მგ/კგ სხ.მას.
კუნთებში, 1-15 წელი:
0.08-0.2 მგ/კგ სხ.მას.
შეყვანა ზოგად ანესთეზიაში ვენებში:
0.15-0.2 მგ/კგ სხ.მას.
(0.3-0.35 პრემედიკაციის გარეშე)
ვენებში:
0.05-0.15 მგ/კგ სხ.მას.
(0.15-0.3 პრემედიკაციის გარეშე)
რთული ანესთეზიის დამამშვიდებელი კომპონენტი ვენებში:
განმეორებითი დოზები:
0.03-0.1 მგ/კგ სხ.მას.
ან უწყვეტი გადასხმა 0.03-0.1 მგ/კგ სხ.მას/სთ
ვენებში:
60წლამდე მოზრდილებისათვის რეკომენდებულზე დაბალი დოზები
სედაცია ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ვენებში:დატვირთვის დოზა:
0.03-0.3 მგ/კგ სხ.მას.
შეიყვანება ყოველი 1-2.5 მგ.
შემანარჩუნებელი დოზა:
0.03-0.2 მგ/კგ სხ.მას./სთ.
ვენებში:
დატვირთვის დოზა:
0.03-0.3 მგ/კგ სხ.მას.
შეიყვანება ყოველი 1-2.5 მგ.
შემანარჩუნებელი დოზა:
0.03-0.2მგ/კგ სხ.მას./სთ.
32 კვირამდე:
0.03 5 მგ/კგ სხ.მას./სთ
ვენებში,
ახალშობილები
32 კვირიდან და ბავშვები 6 თვემდე:
0.06 მგ/კგ სხ.მას./სთ.
ვენებში, 6 თვის ასაკიდან:
დატვირთვის დოზა:
0.05-0.2 მგ/კგ სხ.მას.
შემანარჩუნებელი დოზა:
0.06-0.12მგ/კგ სხ.მას./სთ.
  • სედაცია ცნობიერების შენარჩუნებით

დიაგნოსტიკურ პროცედურებამდე ან მცირე ქირურგიულ ჩარევებამდე მიდაზემი შეიყვანება ვენებში. დოზის შერჩევა უნდა მოხდეს პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის მიხედვით. დოზის მიწოდება ხდება თანდათან.
დაუშვებელია შეყვანა სწრაფად ან ერთ ინექციაში (ბოლუსი). დამამშვიდებელი მოქმედების დაწყება დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობასა და პრეპარატის მიწოდების გზაზე (მაგ. მიწოდების სიჩქარეზე, დოზის ზომაზე). აუცილებლობისას, თუ ამას მოითხოვს პაციენტის მდგომარეობა, შესაძლებელია მორიგი დოზების მიწოდება. პრეპარატი მოქმედებას იწყებს მიწოდებიდან დაახლოებით 2 წუთის შემდეგ. მაქსიმალური ეფექტი ვლინდება 5-10 წუთის შემდეგ.
მოზრდილები
მიდაზემი შეიყვანება ნელა ვენებში სიჩქარით დაახლოებით 1 მგ 30 წამში. 60 წლამდე ასაკის პირებში საწყისი დოზა შეადგენს 2-დან 2.5 მგ-ს, რომლის მიწოდებაც ხდება პროცედურის დაწყებამდე 5-10 წუთით ადრე. აუცილებლობისას შეიძლება 1 მგ დამატებითი დოზების მიწოდება. მთლიანი დოზა უნდა თავსდებოდეს 3.5-7.5 მგ დიაპაზონში. ჩვეულებრივ საჭირო არ არის 5 მგ-ზე მეტი დოზის გამოყენება.
60 წლის ზემოთ, დასუსტებულ ან ქრონიკულ ავადმყოფებში, საწყისი დოზა, რომლის მიწოდებაც ხდება პროცედურის დაწყებამდე 5-10 წუთით ადრე, უნდა შემცირდეს 0.5-1 მგ-მდე. აუცილებლობისას, შეიძლება დამატებითი დოზის მიწოდება 0.5 მგ-დან 1 მგ-მდე, ვინაიდან ამ პაციენტებში ნელა ხდება მაქსიმალური ეფექტის მიღწევა; მიდაზემის დამატებითი დოზების შეყვანა უნდა მოხდეს ძალიან ნელა, სიფრთხილის ზომების დაცვით. ჩვეულებრივ საჭირო არ არის 3.5 მგ-ზე მეტი დოზის გამოყენება.
ბავშვები
ვენებში: მიდაზემი შეიყვანება ნელა, მცირე დოზებით, საჭირო კლინიკური ეფექტის მიღწევამდე. მიდაზემის პირველადი დოზის შეყვანა უნდა მოხდეს 2-3 წუთის განმავლობაში. დოზის გამეორება შეიძლება 2-5 წუთის შემდეგ, რათა შეფასდეს მიღწეული დამამშვიდებელი მოქმედება. თუ საჭიროა შენარჩუნება, უნდა გაგრძელდეს მცირე დოზების მიწოდება საჭირო დონის მისაღწევად.
ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში 5 წლამდე შეიძლება საჭირო იყოს მნიშვნელოვნად უფრო მაღალი დოზები (მგ/კგ სხ.მას.), ვიდრე უფროსი ასაკის ბავშვებსა და ახალგაზრდებში.
ბავშები 6 თვემდე განსაკუთრებით აღინიშნება სასუნთქი გზების გაუმტარობა და ჰიპოვენტილაცია. ამიტომ რეკომენდებული არ არის მიდაზემის მიწოდება სედაციის მისაღწევად 6 თვემდე ასაკის ბავშვებში.
ბავშვები 6 თვიდან 5 წლამდე: პირველადი დოზა 0.05 მგ/კგ სხ.მას. 0.1 მგ/კგ სხ.მას.-მდე. სასურველი ეფექტის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს დოზის მომატება 0.6 მგ/კგ სხ.მას.-მდე, თუმცა საერთო 6 მგ დოზის გადამეტება არ უნდა მოხდეს. მიდაზემის დიდი დოზების მიწოდების შემდეგ იზრდება ჰიპოვენტილაციისა და სედაციის გახანგრძლივების რისკი.
ბავშვები 6-დან 12 წლამდე: პირველადი დოზა 0.025 მგ/კგ სხ.მას. 0.05 მგ/კგ სხ.მას.-მდე. შესაძლებელია 0.4-მ-დე მგ/კგ სხ.მას. დოზის მიწოდება. მაქსიმალური დოზა 10 მგ. მიდაზემის დიდი დოზების მიწოდებისას იზრდება ჰიპოვენტილაციისა და სედაციის გახანგრძლივების რისკი.
ბავშვები 12-დან 16 წლამდე. გამოიყენება იგივე დოზირება, რაც მოზრდილებში.
რექტალურად: მიდაზემის საერთო დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 0.3-0.5 მგ/კგ/სხ.მას., რომლის მიწოდებაც ხდება ერთ ჯერზე. რექტალურად შეყვანა უნდა მოხდეს შპრიცით პლასტმასის ბოლოთი. თუ მისაწოდებელი ხსნარის მოცულობა ძალიან მცირეა, მას უმატებენ წყალს მაქსიმალურ 10 მლ მოცულობამდე. დაუშვებელია დოზების გამეორება რექტალურად.
6 თვემდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის მიდაზემის ამ გზით შეყვანა.
კუნთებში შესაყვანი დოზები ჩვეულებრივ შეადგენს 0.05-დან 0.15-მდე მგ/კგ/სხ.მას. 10 მგ-ზე მეტი საერთო დოზა ჩვეულებრივ საჭირო არ არის. კუნთებში პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ვინაიდან ის ძალიან მტკივნეულია. 15 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის ბავშვებში რეკომენდებული არ არის მიდაზემის ხსნარის შეყვანა 1 მგ/მლ-ზე მაღალი კონცენტრაციით. დიდი კონცენტრაციების განზავება ხდება 1 მგ/მლ-მდე.

  • ანესთეზია

პრემედიკაცია ზოგად ანესთეზიაში შეყვანამდე
პრემედიკაცია მიდაზემის გამოყენებით, რომელიც მიეწოდება პაციენტს პროცედურის დაწყებამდე, იწვევს სედაციას (ძილიანობას, ძილს ან მის შენარჩუნებას) და ამნეზიას ახლოოპერაციულ პერიოდთან დაკავშირებულს. მიდაზემის მიწოდება შეიძლება ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან ერთად. ასეთ შემთხვევაში, მიდაზემის შეყვანა უნდა მოხდეს ღრმად კუნთებში, კუნთების დიდ ჯგუფებში, ანესთეზიაში შეყვანამდე 20-60 წუთით ადრე.
ბავშვებში უმჯობესია პრეპარატის შეყვანა რექტალურად (იხ. ქვემოთ). პრეპარატის შეყვანის შემდეგ აუცილებელია დაკვირვება ჰიპერმგრძნობელობის ან გადაჭარბებული დოზირების სიმპტომებზე.
მოზრდილები
ASA კლასიფიკაციით I და II ჯგუფში რიცხულ და 60 წლამდე ასაკის პაციენტებში ოპერაციამდელი სედაციისა და ახლოოპერაციულ პერიოდთან დაკავშირებული ამნეზიის მისაღწევად რეკომენდებულია 1-2 მგ დოზა ვენებში, რაც შეიძლება გამეორდეს კუნთებში დოზით 0.07-დან 0.1-მდე მგ/კგ სხ.მას.
60 წლის ზემოთ, დასუსტებულ, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში დოზა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის მიხედვით.

  • ინექცია ვენაში: პირველადი დოზა 0.5 მგ; აუცილებლობისას დოზა შეიძლება ნელ-ნელა გაიზარდოს.
  • ინექცია კუნთში: 0.025-დან 0.05-მდე მგ/კგ სხ.მას. ჩვეულებრივ გამოყენებული დოზა არის 2-3 მგ.

მიდაზემთან ერთად ნარკოტიკული პრეპარატების მიწოდებისას მიდაზემის დოზა უნდა შემცირდეს.
ბავშვები
ახალშობილები და ბავშვები 6 თვემდე
რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან მონაცემები მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში მიდაზემის გამოყენების შესახებ შეზღუდულია.
ბავშვები 6 თვის ასაკიდან
რექტალურად: მთლიანი დოზა, ჩვეულებრივ 0.3-0.5 მგ/კგ სხ.მას. ფარგლებში, მიეწოდება ანესთეზიაში შეყვანამდე 15-30 წუთით ადრე. რექტალურად შეყვანა ხდება პლასტმასიანი ბოლოს მქონე შპრიცით. თუ მისაწოდებელი ხსნარის მოცულობა ძალიან მცირეა, მას უმატებენ წყალს მაქსიმალურ 10 მლ მოცულობამდე.
კუნთებში: ვინაიდან პრეპარატის ამ გზით შეყვანა მტკივნეულია, გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. რეკომენდებულია რექტალური შეყვანა. კუნთებში შეყვანილი დოზები ეფექტური და უსაფრთხოა და განისაზღვრება 0.08-დან 0.2-მდე მგ/კგ სხ.მას. ფარგლებში. 1-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები საჭიროებენ შედარებით დიდ დოზებს მოზრდილებისაგან განსხვავებით, სხეულის მასის ერთეულზე გადაანგარიშებით. 15 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის ბავშვებში რეკომენდებული არ არის მიდაზემის ხსნარის შეყვანა 1 მგ/მლ-ზე მაღალი კონცენტრაციით. დიდი კონცენტრაციების განზავება ხდება 1 მგ/მლ-მდე.

  • შეყვანა ზოგად ანესთეზიაში

მოზრდილები
თუ მიდაზემი გამოიყენება ანესთეზიაში შესაყვანად სხვა საანესთეზიო საშუალებების მიწოდებამდე, პაციენტების ინდივიდუალური რეაქციები პრეპარატზე შეიძლება ერთმანეთისაგან განსხვავდებოდეს. დოზის მიწოდება უნდა მოხდეს თანდათან, სასურველი ეფექტის მისაღწევად, პაციენტის ასაკისა და მდგომარეობის გათვალისწინებით. თუ მიდაზემის მიწოდება ხდება ანესთეზიისათვის განკუთვნილი სხვა ვენოზური პრეპარატების ან საინჰალაციო საშუალებების შეყვამანდე ან ერთდროულად ამ პრეპარატებთან ერთად, ჩვეულებრივ უნდა შემცირდეს პირველად მიწოდებული დოზა, ზოგჯერ საწყისი დოზის 25%-მდეც კი. სასურველი ეფექტის მიღწევა ხდება პრეპარატის თანდათან შეყვანით. ზოგად ანესთეზიაში შესაყვანად მიდაზემის მიწოდება ვენებში უნდა მოხდეს ნელა, ფრაქცირებულად.
ყოველი დოზა არა უმეტეს 5 მგ შეიყვანება 20-30 წამის განმავლობაში, 2 წუთიანი ინტერვალებით.
60 წლამდე ასაკის პაციენტები, რომლებიც ექვემდებარებიან პრემედიკაციას:
ჩვეულებრივ ვენაში შესაყვანი დოზა შეადგენს 0.15-დან 0.2-მდე მგ/კგ სხ.მას.
60 წლამდე ასაკის პაციენტები პრემედიკაციის გარეშე:
დოზა უფრო მაღალი უნდა იყოს (ვენაში 0.3-0.35 მგ/კგ სხ.მას.). თუ სრული ინდუქციისათვის აუცილებელია, შეიძლება დამატებითი ინექციის შეყვანა, საწყისი დოზის დაახლოებით 25%-მდე. საერთო ანესთეზიაში შეყვანის დასრულება ასევე შეიძლება შესასუნთქი ანესთეტიკებით. მნიშვნელოვანი ამტანობის შემთხვევაში, ინდუქციის მისაღწევად შეიძლება 0.6-მდე მგ/კგ.სხ.მას. მიდაზემის დოზის მიწოდება, მაგრამ ასეთი დიდი დოზების შეყვანის შემდეგ გამოღვიძების პროცესი შეიძლება გახანგრძლივდეს.
60 წლის ზემოთ ასაკის პაციენტები, რომლებიც ექვემდებარებიან პრემედიკაციას, დასუსტებულები და ქრონიკული ავადმყოფები:
დოზა მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს 0.05-0.15-მდე მგ/კგ სხ.მას. შეიყვანება ვენაში 20-30 წამის განმავლობაში, ეფექტი კი დგება 2 წუთის განმავლობაში.
60 წლის ზემოთ ასაკის პაციენტები პრემედიკაციის გარეშე:
ანესთეზიაში შესაყვანად ჩვეულებრივ საჭიროებენ მიდაზემის მომატებულ დოზას რეკომენდებულია პირველადი დოზა 0.15-0.3 მგ/კგ სხ.მას. მძიმე სისტემური დაავადებების მქონე პაციენტები ან დასუსტებულები, რომლებშიც არ ყოფილა გამოყენებული პრემედიკაცია, ჩვეულებრივ საჭიროებენ მიდაზემის ნაკლებ დოზას უფრო მეტად 0.15-0.25 მგ/კგ სხ.მას.

  • რთული ანესთეზიისას დამამშვიდებელი კომპონენტის სახით

მოზრდილები
რთული ანესთეზიისას დამამშვიდებელი კომპონენტის სახით მიდაზემის მიწოდება ხდება განმეორებითი მცირე დოზების ფორმით, რომლებიც შეიყვანება ვენებში (0.03-0.1 მგ/კგ სხ.მას.) ან ვენებში გადასხმის სახით (0.03-0.1 მგ/კგ სხ.მას. საათში), ჩვეულებრივ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებთან ერთად. დოზები და მორიგ დოზებს შორის ინტერვალები დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ რეაქციაზე.
60 წლის ზემოთ პაციენტებში, დასუსტებულებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში გამოიყენება ნაკლები შემანარჩუნებელი დოზები.

  • სედაცია ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში.

სედაციის სასურველი ხარისხი მიიღწევა მიდაზემის თანდათან შეყვანით, ხოლო შემდეგ უწყვეტი გადასხმით ვენებში ან განმეორებითი ინიექციებით, პაციენტის კლინიკური საჭიროების, მდგომარეობისა და ასაკის მიხედვით, ასევე სხვა გამოყენებული პრეპარატების გათვალისწინებით (იხ. პ. 4.5).
მოზრდილები
გამაჯერებელი დოზა ვენაში: 0.03-0.3 მგ/კგ სხ.მას. მიწოდება ხდება ნელა, თანმიმდევრული ინექციებით. თითოეული ინექცია 1 მგ – 2.5 მგ რაოდენობით უნდა გაკეთდეს 20-30 წამის განმავლობაში, 2-წუთიანი ინტერვალით მორიგ დოზებს შორის.
ჰიპოვოლემიის, სისხლძარღვების სპაზმის ან ჰიპოთერმიის მქონე პაციენტების შემთხვევაში, გამაჯერებელი დოზა უნდა შემცირდეს ან გამოტოვებული იყოს.
მიდაზემის ძლიერმოქმედ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, პირველ რიგში ხდება ამ უკანასკნელთა მიწოდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მიდაზემის დამამშვიდებელი მოქმედების მიღწევა, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებით გამოწვეული სედაციის ინტენსივობის მიხედვით.
ვენაში შემანარჩუნებელი დოზა არის 0.03-0.2 მგ/კგ სხ.მას. საათში.
ჰიპოვოლემიის, სისხლძარღვების სპაზმის ან ჰიპოთერმიის მქონე პაციენტების შემთხვევაში შემანარჩუნებელი დოზა უნდა შემცირდეს. სედაციის დონე მოითხოვს რეგულარულ შეფასებას. ხანგრძლივი სედაციისას შეიძლება განვითარდეს ტოლერანტობა ასეთ შემთხვევაში, დოზა უნდა გაიზარდოს.
ბავშვები
ბავშვები 6 თვიდან
ინტუბირებულ და ხელოვნურად ვენტილირებულ 6 თვიდან ასაკის ბავშვებში გამაჯერებელი დოზა 0.05-0.2 მგ/კგ სხ.მას. შეიყვანება ვენაში ნელა 2-3 წუთის განმავლობაში, სასურველი კლინიკური ეფექტის მიღწევამდე.
მიდაზემის შეყვანა არ ხდება სწრაფი ინექციით ვენებში. გამაჯერებელი დოზის შემდეგ ხდება უწყვეტი გადასხმა ვენაში დოზით 0.06-0.12 მგ/კგ სხ.მას. საათში (1-2 მკგ/კგ სხ.მას./წთ.). გადასხმის სიჩქარემ შეიძლება მოიმატოს ან დაიკლოს საჭიროების მიხედვით (ჩვეულებრივ საწყისი ან შემდგომი სიჩქარის 25%-ით) ან მოხდეს მიდაზემის დამატებითი დოზების შეყვანა ვენებში, რათა გაიზარდოს ან შენარჩუნდეს პრეპარატის მოქმედების საჭირო დონე.
რეკომენდებულია სუნთქვასა და სისხლის ჟანგბადით გაჯერებაზე დაკვირვება.
ახალშობილები და ჩვილები 6 თვემდე
მიდაზემის მიწოდება ხდება ვენაში უწყვეტი გადასხმით დაწყებული დოზით 0.03 მგ/კგ/სხ.მას. საათში (0.5 მკგ/კგ სხ.მას./წთ.) 32 კვირამდე ასაკის ახალშობილებში ან დოზით 0.06 მგ/კგ/სხ.მას. საათში (1 მკგ/კგ სხ.მას./წთ.) ახალშობილებში 32 კვირიდან და 6 თვემდე ასაკის ჩვილებში.
გამაჯერებელი დოზების გამოყენება დღენაკლულ ჩვილებსა და ახალშობილებში, ასევე 6 თვემდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის. პრეპარატის მიწოდება ხდება გადასხმით პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში დაჩქარებულად პლაზმაში თერაპიული კონცენტრაციის მისაღწევად. აუცილებელია გადასხმის სიჩქარის გულდასმით და ხშირად კონტროლი, განსაკუთრებით პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, რათა მოხდეს შეძლებისდაგვარად ყველაზე დაბალი ეფექტური დოზების მიწოდება და პრეპარატის შესაძლო კუმულაციის თავიდან აცილება.
სისხლის მიმოქცევის დარღვევის მქონე პაციენტებში მიდაზემის მიწოდება უნდა დაიწყოს თანმიმდევრული მცირე ინექციებით. ამავე დროს აუცილებელია პაციენტზე დაკვირვება ჰემოდინამიკური არასტაბილურობის სიმპტომების, როგორიცაა ჰიპოტონია, გამოსავლენად. ასეთი პაციენტები მგრძნობიარე არიან ასევე მიდაზემის მოქმედებისადმი, რომელიც აფერხებს სუნთქვას და სისხლის ჟანგბადით გაჯერებას.
დღენაკლულ ბავშვებში, ახალშობილებსა და 15 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის ბავშვებში რეკომენდებული არ არის 1 მგ/მლ-ზე მაღალი კონცენტრაციის მიდაზემის ხსნარის გამოყენება.
გამოყენება პაციენტთა განსაკუთრებულ ჯგუფებში
თირკმლის ფუნქციის დარღვევები
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლიერენსი <10მლ/წთ) ვენებში შეყვანის შემდეგ ფარმაკოდინამიკა იგივეა, რაც ჯანმრთელ მოხალისეებში. თუმცა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ხანგრძლივი გადასხმის შემდეგ სედაციური მოქმედება პაციენტთა იმ პოპულაციაში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობა, უფრო ძლიერი იყო გლუკორონიდის ა-ჰიდროქსიმიდაზემის კუმულაციის გამო.
არ არსებობს მონაცემები თირკმლის მწვავე უკმარისობის (კლიერენსი 30მლ/წთ-ზე ქვემოთ) მქონე პაციენტებთან დაკავშირებით, რომლებიც იღებენ მიდაზემს ზოგად ანესთეზიაში შესაყვანად.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები ამცირებენ ვენაში შეყვანილი მიდაზემის კლირენსს და ზრდიან ნახევარგამოყოფის პერიოდს. ამიტომ, კლინიკური მოქმედება შეიძლება იყოს უფრო ძლიერი და ხანგრძლივი. ასეთ შემთხვევაში, მიდაზემის დოზა უნდა შემცირდეს და მიდაზემით მკურნალობის შეწყვეტისას შეიძლება აღინიშნოს
ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მიდაზემის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ფიზიკური მიჩვევა მოცემული პრეპარატისადმი. მიწოდების უეცარი შეწყვეტისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შიში, დაძაბულობა, შფოთვა, გაღიზიანება, მორეციდივე უძილობა, ხასიათის შეცვლა, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები. აღნიშნული სიმპტომების პრევენციისათვის რეკომენდებულია მიდაზემის დოზის თანდათან შემცირება.
ზნების შეტევები,
ჩატარდეს პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა პრეპარატმა, მიდაზემმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი მოქმედება, თუმცა არა ყველა პაციენტში.

  • ინექციის ფორმით მიდაზემის მიწოდების შემდეგ ძალიან იშვიათად (10 000 პაციენტიდან 1 პაციენტში) აღინიშნა შემდეგი არასასურველი რეაქციები:ზოგადი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (კანის, გულ-სისხლძარღვთა, ბრონქების სპაზმი), ანაფილაქსური შოკი.
  • ამენციის მდგომარეობა, ეიფორია, ჰალუცინაციები.

აღინიშა, განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულებში, პარადოქსალური რეაქციები, როგორიცაა: აგზნება, უნებლიე მოქმედებები (მათ შორის კლონურ-ტონიკური კრუნჩხვები და კუნთების კანკალი), გადაჭარბებული აქტივობა, მტრული დამოკიდებულება, აგრესია, აგზნების შეტევები.
ვენაში მიდაზემის ხანგრძლივი შეყვანისას, თერაპიულ დოზებშიც კი, შეიძლება აღინიშნოს ფიზიკური მიჩვევა, ხოლო პრეპარატის მიწოდების უეცარ შეწყვეტას
შეიძლება თან ახლდეს მოხსნის სიმპტომები, მათ შორის კრუნჩხვები.

  • გახანგრძლივებული სედაცია, მოდუნება, ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ატაქსია, პოსტოპერაციული სედაცია, ანტეროგრადული ამნეზია. აღნიშნული სიმპტომების ხანგრძლივობა დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე. ანტეროგრადული ამნეზია შეიძლება შენარჩუნდეს პროცედურის დასრულებამდე, ცალკეულ შემთხვევებში კი – უფრო დიდხანს.

დღენაკლულ და ახალშობილ ბავშვებში აღინიშნა კრუნჩხვები.

  • გულის მუშაობის გაჩერება, არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, სისხლძარღვების გაფართოვება. სიცოცხლისათვის საშიში არასასურველი მოქმედების ალბათობა მომატებულია 60 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებში, ასევე სუნთქვის უკმარისობისა და გულის მუშაობის დარღვევის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც მიდაზემი შეიყვანება ძალიან სწრაფი ინექციით ან მაღალი დოზით.
  • სუნთქვის დათრგუნვა, აპნოე, სუნთქვის გაჩერება, ქოშინი, ხორხის სპაზმი (მძიმე არასასურველი მოქმედება). სიცოცხლისათვის საშიში არასასურველი მოქმედების ალბათობა მომატებულია 60 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებში, ასევე სუნთქვის უკმარისობისა და გულის მუშაობის დარღვევის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც მიდაზემი შეიყვანება ძალიან სწრაფი ინექციით ან მაღალი დოზით.
  • გულისრევა, პირღებინება, ყაბზობა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე.
  • გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი.
  • დაღლილობა, ერითემა და ტკივილი შეყვანის ადგილას, ვენების თრომბოზული ანთება, თრომბოზი.
  • იმ ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბენზოდიაზეპინებს, იზრდება დაცემისა და მოტეხილობების რისკი.

ზოგიერთ პაციენტში მიდაზემის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სხვა არასასურველი მოქმედება.
არასასურველი სიმპტომების განვითარებისას, ასევე ისეთი მოვლენების გამოვლენისას, რომლებიც აღწერილი არ არის მოცემულ ფურცელში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
უკუჩვენებები

  • ბენზოდიაზეპინების ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
  • სედაცია ცნობიერების შენარჩუნებით იმ პაციენტებში, რომლებსაც განვითარებული აქვთ სუნთქვის მძიმე უკმარისობა ან სუნთქვის მძიმე შეფერხება.

ორსულობა და ლაქტაცია
მიდაზემი შეიძლება გამოყენებული იყოს ორსულობის დროს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას.
მიდაზემის გამოყენება საკეისრო კვეთის დროს რეკომენდებული არ არის.
თუ პრეპარატი გამოიყენება ორსულებში უშუალოდ მშობიარობის წინ, გათვალისწინებული უნდა იყოს მისი ზემოქმედება ახალშობილზე. მიდაზემი აღწევს დედის რძეში მცირე რაოდენობით. მიდაზემის გამოყენებისას ძუძუთი კვება დასაშვებია 24 საათის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები

  • მიდაზემის მიწოდება შეიძლება მოხდეს მხოლოდ სპეციალისტი ანესთეზიოლოგების ან იმ ექიმების მიერ, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან ინტენსიურ თერაპიაში და სათანადოდ მომზადებულნი არიან გარკვეული პროცედურების ჩასატარებლად არასასურველი მოქმედების შემთხვევაში, მათ შორის გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩასატარებლად. აღინიშნა სუნთქვასა და სისხლის მიმოქცევაზე არასასურველი მოქმედებების მძიმე შემთხვევები, რომლებიც მოიცავდა: სუნთქვის დათრგუნვას, აპნოეს, სუნთქვის გაჩერებასდა (ან) გულის მუშაობის გაჩერებას. ასეთი სიმპტომების განვითარების ალბათობა უფრო მაღალია სწრაფი ინექციის ან ძალიან დიდი დოზის შეყვანის შემთხვევაში.
  • განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო პრეპარატის მიწოდებისას მაღალი რისკის პაციენტებისათვის, როგორებიც არიან 60 წლის ზემოთ ასაკის პაციენტები, დასუსტებულები ან ქრონიკული ავადმყოფები, რომლებსაც მაგ. აღენიშნებათ სუნთქვის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლების ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ან გულის ფუნქციების დარღვევა, ბავშვები, განსაკუთრებით, თუ მათ აღენიშნებათ არასტაბილური სისხლის მიმოქცევა, მიასთენია. მომატებული რისკის მქონე პაციენტებს უნდა მიეწოდოთ უფრო დაბალი დოზები და იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ ფიზიოლოგიური ფუნქციების დარღვევის ადრეული სიმპტომების გამოსავლენად.
  • ბენზოდიაზეპინები სიფრთხილით გამოიყენება იმ პირებში, რომლებიც ბოროტად მოიხმარდნენ ალკოჰოლს ან აღენიშნებათ პრეპარატის მიჩვევა.

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა პაციენტთა ზოგიერთ სპეციალურ ჯგუფში:
მიდაზემის გამოყენება ბავშვებში:

  • მიდაზემის დიდი დოზების გამოყენების შემდეგ ან სწრაფი ინექციის შემდეგ ბავშვებში აღინიშნება პარადოქსული რეაქციები, როგორიცაა: აგზნება, უნებლიე მოძრაობები (მათ შორის ტონურ-კლონური კრუნჩხვები და კუნთების კანკალი), გადაჭარბებული აქტივობა, მტრული დამოკიდებულება, აგრესიულობა, აგზნების შეტევები.
  • აპნოეს მომატებული რისკის გამო, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო სედაციის მისაღწევად პრეპარატის მიწოდებისას დღენაკლულ და ახალშობილ ბავშვებში. აუცილებელია ამ პაციენტთა სუნთქვისა და სისხლში ჟანგბადის არსებობის კონტროლი. ახალშობილებში მიდაზემის სწრაფი ინექციით შეყვანა რეკომენდებული არ არის.
  • 6 თვემდე ასაკის ბავშვები უფრო მიდრეკილნი არიან სასუნთქი გზების გაუმტარობისა და ჰიპოვენტილაციის მიმართ, ამიტომ რეკომენდებულია პრეპარატის თანდათან, ხანმოკლე შესვენებებით მიწოდება სასურველი ეფექტის მისაღწევად და დაკვირვება სუნთქვასა და ჟანგბადით გაჯერებაზე.
  • აღინიშნა ჰემოდინამიკის დარღვევები სისხლის მიმოქცევის არასტაბილური სისტემის მქონე ბავშვებში. ასეთი პაციენტებისათვის რეკომენდებული არ არის მიდაზემის სწრაფი ინექციები ვენაში.

მიდაზემის გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში
მიდაზემის დიდი დოზების გამოყენების ან სწრაფი ინექციის შემდეგ ხანდაზმულებში აღინიშნება პარადოქსული რეაქციები, როგორიცაა: აგზნება, უნებლიე მოძრაობები (მათ შორის ტონურ-კლონური კრუნჩხვები და კუნთების კანკალი), გადაჭარბებული აქტივობა, მტრული დამოკიდებულება, აგრესიულობა, აგ
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: სხვა ბენზოდიაზეპინების ანალოგიურად, მიდაზემი ხშირად იწვევს ძილიანობას, ატაქსიას, მეტყველების მოშლას და ნისტაგმს. მიდაზემით ჭარბი დოზირება იშვიათად არის სიცოცხლისათვის საშიში, თუმცა შეიძლება აღინიშნოს არეფლექსია, აპნოე, არტერიული ჰიპოტონია, გულისა და სუნთქვის დათრგუნვა, იშვიათად კომა. ის ჩვეულებრივ გრძელდება რამდენიმე საათი, თუმცა, შეიძლება გაგრძელდეს უფრო მეტ ხანს და ციკლურად, განსაკუთრებით, ხანდაზმულ პაციენტებში. სუნთქვაზე ბენზოდიაზეპინების დამთრგუნველი მოქმედება უფრო ძლიერია სუნთქვის დარღვევების მქონე პაციენტებში. ბენზოდიაზეპინები აძლიერებენ სხვა ისეთი საშუალებების მოქმედებას, რომლებიც აფერხებენ ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებას, აგრეთვე ალკოჰოლის მოქმედებას.
მკურნალობა:
უმეტეს შემთხვევაში აუცილებელია მხოლოდ პაციენტის ფიზიოლოგიურ მოქმედებებზე დაკვირვება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სუნთქვას, აგრეთვე პაციენტის სისხლის მიმოქცევის სისტემისა და ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას.
ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დათრგუნვისას გამოიყენება ფლუმაზენილი, რომელიც წარმოადგენს ბენზოდიაზეპინების ანტაგონისტს.
ავტომობილების მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა:
ავტომობილების მართვასა და მანქანებით მომსახურეობაზე არასასურველად შეიძლება იმოქმედოს ამნეზიამ, დამშვიდებამ, ყურადღების შემცირებამ, კუნთების ფუნქციონირების დარღვევამ. მდგომარეობის სრულ აღდგენამდე და ვიდრე ექიმი არ გადაწყვეტს, რეკომენდებული არ არის ამგვარი მოქმედებების შესრულება. რეკომენდებულია, რომ საავადმყოფოდან ან საპროცედურო კაბინეტიდან გაწერის შემდეგ პაციენტი დაბრუნდეს სახლში თანმხლებ პირთან ერთად.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

  • ერთდროულად მიდაზემის დიდი დოზებით მიწოდებამ ან მიდაზემის ხანგრძლივმა გადასხმამ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ზოგიერთ ანტიმიკოზურ საშუალებებს (კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოსაკონაზოლი) შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი ძილი, დაგვიანებული გამოღვიძება, სუნთქვის შეფერხების შესაძლებლობა. ამიტომ ამ პრეპარატების ერთდროულად მიწოდების აუცილებლობისას, ეს უნდა მოხდეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში; ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია მიდაზემის დოზირების მოდიფიკაცია.
  • მაკროლიდური ანტიბიოტიკები (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი) ზრდიან პლაზმაში მიდაზემის კონცენტრაციას. ხანგრძლივი გადასხმით მიდაზემის და იმავდროულად პროტეაზას ინჰიბიტორების მიწოდებისას (მაგ. საკვინავირის) პლაზმაში მიდაზემის კონცენტრაცია მნიშვნელოვნად მატულობს და შეიძლება გამოიწვიოს ძილის გახანგრძლივება, გამოღვიძების დაგვიანება, სუნთქვის დათრგუნვის შესაძლებლობა. ამიტომ ამ პრეპარატების ერთდროულად მიწოდების აუცილებლობისას, ეს უნდა მოხდეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში; ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია მიდაზემის დოზირების მოდიფიკაცია.
  • ვერაპამილის და (ან) დილთიაზემისა და ვენებში მიდაზემის ერთდროული გამოყენებისას იზრდება ამ უკანასკნელის კონცენტრაცია პლაზმაში. ამ პრეპარატების მიწოდების შემთხვევაში, რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა.
  • ატორვასტატინი, აპრეპიტანტი ზრდიან ვენებში შეყვანილი მიდაზემის პლაზმურ კონცენტრაციას.
  • რიფამპიცინი ამცირებს ვენებში შეყვანილი მიდაზემის პლაზმურ კონცენტრაციას.
  • მიდაზემის დამამშვიდებელ მოქმედებას ზრდიან ისეთი პრეპარატები, რომლებსაც გააჩნიათ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე შემაფერხებელი მოქმედება, მათ შორისაა ოპიოიდები (როდესაც ისინი გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ხველის საწინააღმდეგო საშუალებები), ანტიფსიქოზური საშუალებები, სხვა ბენზოდიაზეპინები, რომლებიც გამოიყენება შიშების საწინააღმდეგო და საძილე საშუალებების სახით, ბარბიტურატები, პროპოფოლი, კეტამინი, ეტომიდატი, ანტიდეპრესიული საშუალებები დამამშვიდებელი მოქმედებით, ანტიჰისტამინური პრეპარატები და ანტიჰიპერტონული საშუალებები ცენტრალური მოქმედებით. ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენების აუცილებლობისას, აუცილებელია პაციენტზე მკაცრი დაკვირვება, ვინაიდან შეიძლება აღინიშნოს სუნთქვის შეფერხება.
  • ალკოჰოლი მნიშვნელოვნად აძლიერებს მიდაზემის დამამშვიდებელ მოქმედებას. ალკოჰოლის გამოყენება იმ პირების მიერ, რომლებიც იღებენ მიდაზემს, უკუნაჩვენებია.
  • ვენაში შეყვანილი მიდაზემი ამცირებს ზოგად ანესთეზიაში გამოყენებული შესასუნთქი ანესთეტიკების მინიმალურ ალვეოლარულ კონცენტრაციას.

ყურადღება:
გადასხმით პრეპარატის მიწოდებისას შეიძლება მისი შერევა 500 მლ შემდეგ საინფუზიო ხსნარებთან:
5% გლუკოზის ხსნარი,
0.9 %NaCLხსნარი,
4% გლუკოზის ხსნარი 0.18%NaCL ხსნარით.
მომზადებული ხსნარი ფიზიკო-ქიმიურ სტაბილურობას ინარჩუნებს 24 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებლობა მომხმარებელს ეკისრება.
პრეპარატის შერევა ჰარტმანის ხსნართან რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ეს ამცირებს მიდაზემის მოქმედების ძალას.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25º C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა
ვარგისიანობის ვადა 5 წელი
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
Warsaw pharmaceuticalworks POLFA

მიდაზემი / MIDAZEM