რეფლუქს-ეზოფაგიტი
რეფლუქს-ეზოფაგიტი საყლაპავის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა.
მისი მიზეზია კუჭის მჟავე შიგთავსის, უფრო იშვიათად – ნაწლავების შიგთავსის, განმეორებითი რეფლუქსი (უკუდინება) ეზოფაგური სპინქტერის ფუნქციის დარღვევის შედეგად.
კუჭის წვენის ზეგავლენით ვითარდება საყლაპავის ანთება, რაც შედეგად იწვევს ეროზიებისა და წყლულების გაჩენას ნაწიბურების შემდგომი განვითარებით.
რეფლუქს-ეზოფაგიტის გამომწვევი მიზეზებია:
საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსის დაქვეითება, მას ხელს უწყობს კუჭში წნევის მატება, რამელსაც იწვევს:
- სიმსუქნე;
- ფეხმძიმობა;
- ასციტი;
- მოჭერილი ნანდაჟი და ქამარი.
- ჭამის შემდეგ კუჭის შიგთავსის რაოდენობის მატება;
- ავადმყოფის მწოლიარე პოზა;
- თამბაქოს წევა;
- დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება;
- ზოგიერთი მედიკამენტი;
- სხვადასხვა დაავადებები: სკლეროდერმია, მიოპათია და სხვა.
რეფლუქს-ეზოფაგიტის კლინიკური ნიშნებია:
- გულძმარვა – იგი წამყვანი ნიშანია, რომელიც ძლიერდება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში;
- დისფაგია (ყლაპვის გაძნელება);
- ოდინოფაგია (ტკივილი ყლაპვის დროს);
- სისხლდენა – თუ სისხლდენა ხშირია შესაძლოა განვითარდეს ანემია;
- ლარინგიტი – პირის ღრუსა და სასის ხანგრძლივი გაღიზიანრების შედეგად ვითარდება;
- დილაობით ხმის ჩახლეჩვა;
რეფლუქს-ეზოფაგიტის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება:
- ანამნეზი;
- რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
- აციდრეფლუქსის ტესტი.
მკურნალობისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო მკურნალობის ტაქტიკას.