დიეტა

რა შეცდომებს უშვებენ წონაში დაკლებისას

რა შეცდომებს უშვებენ წონაში დაკლებისასცელულოზის შემცველ საკვებს მიირთმევთ და შარდმდენ ჩაის სვამთ, რათა წონაში დაიკლოთ? ან ცხიმების დამწველ საშუალებებს იღებთ და გული მიგდით სამსაათიანი ფიტნესმარათონის შემდეგ? ე.ი. გახდომასთან დაკავშირებული მითების მახეში გაებით. მოდით, გავერკვეთ ყველაფერში.

ყველაზე მოკლე გზა – შიმშილი
ამ გზით გაჯანსაღება შესაძლებე­ლია, მაგრამ წონაში დაკლება – არა. შიმშილის შემთხვევაში თავიდან ყველაფერი კარგად მიდის, წონაში სწრაფად იკ­ლე­ბთ, მაგრამ ცოტა ხანში ორმაგს იმატებთ და უკვე ძალიან გიჭირთ ფორმაში ჩადგომა. თუ ძალიან გსურთ იშიმშილოთ, ეცადეთ, ეს ორ-სამ დღეზე მეტხანს არ გააგრძელოთ.

მთავარი მტერი – ქოლესტერინი
საბედისწერო შეცდომა არ დაუშვათ და უარი არ თქვათ ქოლესტერინის შემცველ პროდუქტებზე. მათი რაციონიდან საერთოდ გამორიცხვა ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევას, მამაკაცებში კი ლიბიდოს შესუსტებას იწვევს. ქოლესტერინი ხომ ამოსავალი ნედლეულია სქესობრივი ჰორმონების წარმოებისათვის.

კუჭის მოტყუება შესაძლებელია
ცელულოზის შემცველი საკვები კუჭის შევსების ცრუ შეგრძნებას ბადებს, ორგანიზმიდან კი მეტად საჭირო და სასარგებლო ნივთიერებებსა და მინერალებს გამოდევნის. ამასთან, შეკრულობის მიზეზიც ხდება. ცელულოზის მირთმევისას კუჭი თითქოს სავსეა, მაგრამ შიმშილის გრძნობა კვლავ გიტევთ.

წონაში დასაკლები მცენარეული ჩაი უვნებელია
აბსოლუტურად უვნებელი პრეპა­რა­ტები არ არსებობს. თუ ეტიკეტზე მოცე­მულ უკუჩვენებებს არ წაიკითხავთ, შესაძლოა, საკუთარ თავზე გამოსცადოთ, რა არის გასტრიტი და ქრონიკული ფაღარათი. ასეთი ჩაის მიღებიდან ათი დღის შემდეგ დიდი ალბათობაა, დაგეწყოთ მუცლის ტკივილი, ძმარვა და კუჭის ხშირი მოქმედება.

ვეგეტარიანობა ჭარბი წონისგან გვიცავს
ყოველთვის – არა. ვეგეტარიანული საკვებისგან გასუქებაც კი შეიძლება, თუ კალორიებს არ დაითვლით და ზედმეტს მიირთმევთ. უფრო მეტიც, ცხოველურ ცილებზე უარის თქმა არა მარტო ჯანმრთელობაზე აისახება უარყოფითად, არამედ გონებრივ შესაძლებლობებზეც.
საფაღარათო საშუალებები ორმაგად სასარგებლოა – ორგანიზმს წმენდს და წონაში ვიკლებთ
ერთჯერადი მიღებით ორგანიზმს ნამდვილად გაწმენდთ, მაგრამ ყოველდღიური ოყნებითა და საფაღარათო საშუალებებით ნაწლავებს დიდ დარტყმას აყენებთ – შესაძლოა, ბუნებრივი მიკროფლორის გარეშე დატოვოთ.

წონაში დაკლება ხილითა და ბოსტნეულით სასარგებლოა
მხოლოდ სალათებითა და ხილით კვება ორგანიზმს ცილებისა და ცხიმების გარეშე ტოვებს, ადამიანს მუდმივად შიმშილის გრძნობა აქვს და ამის გამო გადაჭარბებულად მიირთმევს, რაც კუჭის გადიდებას იწვევს. შიმშილის გრძნობა საშინელებაა და შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ, როგორ აღმოჩნდება თქვენს თეფშზე სალათის ფურცლებისა და ფორთოხლის ნაცვლად შებრაწული ქათმის ბარკალი.

თუ საღამოს 6 საათის შემდეგ არ შევჭამთ, წონაში დავიკლებთ
რასაკვირველია, თუ სამსახურს 17.00-ზე ამთავრებთ და ნახევარ საათში სახლში ხართ, ამ წესის დაცვა არ გაგიჭირდებათ, მაგრამ, თუ სახლში ცხრაზე ადრე ვერ ბრუნდებით, დასაძინებლად კი ღამის 12 საათის შემდეგ წვებით, მაშინ ასეთი რეჟიმი თქვენთვის არარეალურია. ასეთ შემთხვევაში ერთი წესი მკაცრად უნდა დაიცვათ – საკვების ბოლო ულუფა დაძინებამდე 3-4 საათით ადრე მიირთვით.