დაავადებები, შარდსასქესო სისტემა

ქრონიკული დიფუზური გლომერულონეფრიტი

ქრონიკული დიფუზური გლომერულონეფრიტიქრონიკული დიფუზური გლომერულონეფრიტი თირკმლის ანთებითი დაზიანებაა, რომლის დროს პროცესი უპირატესად გორგლებშია და ატარებს ალერგიულ-აუტოიმუნურ ხასიათს.

მას ახასიათებს პროგრესირება და საბოლოოდ თირკმლების ფუნქციური უკმარისობის ჩამოყალიბება.

ქრონიკული დიფუზური გლომერულონეფრიტი  მეტწილად მწვავე ნეფრიტიდან ქრონიკულში გადასვლის შედეგია.

იგი ხასიათდება სამი ძირითადი კლინიკური სიმპტომით:

  1. შეშუპების განვითარება – შეშუპება ზოგჯერ დიდია ანასარკამდეც;
  2. არტერიული ჰიპერტენზია;

შარდის მხრივ განვითარებული მოვლენები:

  • ოლიგურია (თირკმლებში შარდის გამოყოფის შემცირება);
  • ჰიპერსთენურია – ზოგჯერ შარდს “ხორცის ნახარშის” შესახედაობა აქვს;
  • პროტეინურია (ცილის არსებობა შარდში);
  • ჰემატურია (სისხლის არსებობა შარდში).

ქრონიკული დიფუზური გლომერულონეფრიტის დროს ამ სამეულის ყველა ნიშანი ერთად მხოლოდ გამწვავებისას ვითარდება და მათ ემატება :

  • თავის ტკივილი;
  • ქოშინი;
  • უძლურება;
  • სისუსტე;
  • ტკივილი წელის არეში;
  • შეშუპებული სახე;
  • ცვილისებრი ფერმკრთალი და მშრალი კანი;
  • სხეულის დაბალი ტემპერატურა (ჰიპოთერმია);
  • ანემია, რომელიც თანდათანობით ვითარდება.

ქრონიკული დიფუზური გლომერულონეფრიტი კლინიკური ნიშნების უპირატესი გამოვლინების მიხედვით იყოფა რამოდენიმე სახეობად:

გლომერულონეფრიტი

  • ჰიპერტენზიული – ამ დროს წამყვანია არტერიული ჰიპერტენზია;
  • ნეფროზული – ამ დროს ძირითადად ვითარდება შარდის მხრივი ცვლილებები;
  • შერეული – ამ ფორმის დროს შესაძლოა სამივე კლინიკური ნიშნის ერთდროული გამოვლენა;
  • ლატენტური – ფაქტიურად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
  • ქრონიკული დიფუზური გლომერულონეფრიტის ყველა ფორმა შესაძლოა გამწვავდეს, ამ დროს კლინიკა მწვავე შეტევას ჰგავს.

ქრონიკული დიფუზური გლომერულონეფრიტის დიაგნოზისთვის გამოიყენება:

  • ანამნეზი;
  • შარდის გამოკვლევა;
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა.

ქრონიკული გლომერულონეფრიტის სამკურნალოდ სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, რათა დროულად იმკურნალოთ და თავიდან აიცილოთ არასასურველი გართულებები.