კლინიკები, ფარმაცევტული კომპანიები

ფარმაცევტული კომპანია “ნატუროპატი”

Biologische Heilmittel Heel GmbH” -ს წარმომადგენლობა საქართველოში

მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზირი #33
ტელ: +995 32 2 394 987
ელ-ფოსტა: info@heel.com.ge
ვებ.მისამართი: www.heel.com.ge

კომპანია “ნატუროპატი” დაარსდა 1996 წელს. თვით კომპანიის სახელწოდებაშია ასახული ჩვენი მისია და მსოფლმხედველობა. ნატუროპათი სინთეზური სიტყვაა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოიშვა (დაფუძნდა) მკურნალობის ბუნებრივი საშუალებების მიმდევრების მიერ. დღეისათვის ეს სიტყვა ნატურალური საშუალებებით მკურნალ ექიმს ნიშნავს.
მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებთ და ვიყენებთ მედიცინის თანამედროვე საშუალებებსა და მეთოდებს, პრიორიტეტს ვანიჭებთ უვნებელ და ეფექტურ ბუნებრივ საშუალებებს. თანამედროვე ნატუროპათიულ მედიცინაში გამოიყენება ის საშუალებები და მეთოდები, რომელიც პასუხობს მტკიცებითი მედიცინის მოთხოვნებს. ამავდროულად მასში ასახულია კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი სიბრძნე და გამოცდილება.

როდესაც ვამბობთ ნატუროპათიულ მედიცინის საშუალებებზე ვგულისხმობთ იმ ბიოლოგიურად მიზანშეწონილ საშუალებებსა და მეთოდებს, რომელიც მიმართულია ორგანიზმში თვითგანკურნების ძალის აღძვრისაკენ, მათ რეგულაციაზე და არა დათრგუნვაზე. ასეთი მედიცინის მიმართულებებს მიეკუთვნება: ჰომოტოქსიკოლოგია, აღმოსავლური მედიცინა, ფიტოთერაპია, რაციონალური ქვება, გამოჯანმრთელების სპეციალური ფიზიკური და ფსიქიკური სისტემები და სხვა.
ჩვენ, ისევე როგორც მრავალი სხვა ადამიანი ვირჩევთ და საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მომხმარებელს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის, გერმანული კომპანიების Biologische Heilmitte Heel GmbHH (ბადენ-ბადენი) და Sanum-Kehlbeck (ქ.ჰოია) ბიორეგულაციურ მედიკამენტებს.