ფარმაცევტული კომპანია “ავიტა”
მისამართი: თბილისი, საქართველო, ზეინაბ ბოცვაძის ქუჩა 6,
ტელ: (+995 32) 98-37-35
ფაქსი: (+995 32) 98-37-35
ელ-ფოსტა: marketing@avita.ge
ვებ-გვერდი: www.avita.ge
ქართული ფარმაცევტული კომპანია “ავიტა” 2004 წლის იანვარში დაარსდა.
ჩვენს საქმიანობას წარმოადგენს სამკურნალო პრეპარატების მარკეტინგი მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია კურირებს ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი პროდუქციის გამოსვლის ყველა სტადიას: პროდუქტის რეგისტრაცია, პროდუქტის შესყიდვა და მოწოდება, პროდუქტის ბაზარზე გაშვება და პროდუქტის განაწილება საბითუმო ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი კომპანიის მიზანი ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თანამედროვე, ეფექტური და ხარისხიანი სამედიცინო მედიკამენტების შემოტანა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.
“ავიტა” კვალდაკვალ მიყვება მედიცინისა და ფარმაციის ყველა სიახლეს და ირჩევს მხოლოდ იმ საუკეთესო ხარისხის პრეპარატებს, რომლებიც შეესაბამება GMP-ის სტანდარტებს. ამ მიზნის განსახორციელებლად გულდასმით ვსწავლობთ მსოფლიოს ბაზარზე არსებულ მაღალხარისხიან ფარმაცევტულ პროდუქციას და ვთანამშრომლობთ ფაბრიკებთან, რომელთა სამრეწველო ტექნოლოგიებიც სრულად შეესაბამებიან თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
დაარსების დღიდან კომპანიამ განახორციელა არაერთი წარმატებული პროექტი. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული ფაბრიკები: Uriach G. – ესპანეთი, Cefak – გერმანია, Biofarma – თურქეთი, Taro – ისრაელი, Medinfar – პორტუგალია, Amoun – ეგვიპტე.
ჩვენი კავშირები პარტნიორებთან არ შემოიფარგლება მხოლოდ კომერციული ურთიერთობით. “ავიტა”-ს თანამშრომლები ყოველწლიურად აქტიურ მონაწილეობას იღებენ მწარმოებელი კომპანიების მიერ მოწყობილ ტრენინგებში და იზიარებენ მათ უკანასკნელ მიღწევებს.
“ავიტა” წამყვანი ექსპერტების მონაწილეობით თავადაც ხშირად მართავს პრეზენტაციებს, სემინარებსა და კონფერენციებს, რომლებიც მიძღვნილია მედიკამენტური მკურნალობის პრობლემებისადმი. ამასთან, ჩვენი კომპანია აქტიურად მონაწილეობს საქართველოში გამართულ სხვადასხვა სამეცნიერო და საქველმოქმედო ღონისძიებებში, სამედიცინო განათლების პროგრამებში. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ პროფესიულ სრულყოფაზე, გამოცდილების გაზიარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე.
“ავიტა”-ს ჰყავს სამედიცინო წარმომადგენლების მუდმივად მზარდი შემადგენლობა, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა ექიმთან და ფარმაცევტთან ინდივიდუალურად მუშაობენ. ჩვენი კომპანია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრია.