ჯანმრთელი კვება

ჭარხალი – იოდის საბადო

ჭარხალი – იოდის საბადოეს ლამაზი შინდისფერი ბოსტნეული სუფრის დედოფალია. ბოსტნეულთა შორის რკინისა და თუთიის შემცველობით მას ბადალი არა ჰყავს.

ჭარხალი შეიცავს კობალტს, რომელიც აუცილებელია ი#– ვიტამინის სინთეზისათვის. იოდის ოდენობითაც პირველობას არავის უთმობს, ეს კი ნიშნავს ჯანმრთელ ფარისებრ ჯირკვლებს, კარგ მეხსიერებასა და შრომისუნარიანობას.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მინერალებისა და ვიტამინებისა, ის შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რითაც ასე განსხვავდება სხვა ბოსტნეულისაგან, ერთი მათგანია ბეტაინი, რომელიც აუცმჯობესებს ცილის ათვისებას, ღვიძლის მუშაობას, ხოლო საპონინი ხელს უშლის ქოლესტერინის ბალთების წარმოქმნას.

ჭარხალი ნაღველკენჭოვანი დაავადებისას ერთ–ერთი ეფექტური ბუნებრივი საშუალებაა – თუ სისტემატურად დალევთ მის წვენს (სულერთია, მოხარშულისა თუ უმის), ნაღველსა და მის სადინარებში კენჭებს დაიშლით. სცადეთ, იქნებ თავიდან აიცილოთ ქირურგიული ოპერაცია. ჭარხალი ძალიან სასარგებლოა ალერგიის, ჰიპერტონიის, თირკმელებისა და გულ–სისხლძარღვთა დაავადებათა დროს. ჭარხალი შეგიძლიათ ჭამოთ როგორც უმი, ისე მოხარშული.

გახსოვდეთ, სასარგებლოა არა მარტო ჭარხლის ძირხვენა, არამედ მისი ფოთლებიც, რომლებიც მდიდარია ქიმიური შემადგენლობით, ცილებით. ფოთლებში მინალური ნივთიერებები 2–3–ჯერ მეტია, ვიდრე ბოლქვში.

სასწაულმოქმედი მოცვი

ტყის კენკრათა შორის თავისი სამკურნალო თვისებებით ოდითგანვე გამორჩეული ადგილი უკავია მოცვს. ის ხელს უშლის დაბერების პროცესს. მისი წვენი რეკომენდებულია გასტრიტის, ჰეპატიტისა და ფაღარათის დროს. გამოიყენება კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ანთების, პირის ღრუს ლორწოვანისა და შარდის ბუშტის დაავადებათა სამკურნალოდ.

მოცვის ნაყოფი მდიდარია ჰექტინური ნივთიერებებით. სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დარღვეული აქვთ ნივთიერებათა ცვლა (რომელიც იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: ნიკრისის ქარი, რევმატიზმი, შარდის ბუშტის ანთება და ნაღველში კენჭები).

გარდა ზემოთ აღნიშნული თვისებებისა, მოცვს იყენებენ კანის სამკურნალოდ – ეგზემის, წყლულებისა და მუწუკების დროს (მოხარშული ნაყოფის ფაფას იდებენ მტკივნეულ ადგილებზე). სასარგებლოა მხედველობის დაქვეითებისა და რეტინოპათიის (თვალის ბადურის დაზიანება) დროს. მოცვი იხმარება, როგორც ახალი, ისე გამხმარი.

მოცვიკუჭის აშლილობისას: 1 სუფრის კოვზ მოცვის ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 5–10 წუთი, გაწურეთ და მიიღეთ 2 სუფრის კოვზი ნაყენი დღეში 3–ჯერ ჭამის წინ.

ჰემოროის დროს: 60 გრამ ფოთოლს დაასხით 1 ლიტრი წყალი, წამოადუღეთ, გაწურეთ, გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე და გაიკეთეთ ოყნა.
როგორ დავიცვათ თავი ბრონქიტისგან

გაცივებისას ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა ქვეითდება, აქტიურდება მიკრობული ფლორა, ვირუსები და ბაქტერიები, რომლებიც წლის ნებისმიერ დროს გროვდება ცხირ–ხახის ლორწოვან გარსზე. ყველაფერი ზედა სასუნთქი გზების კატარული ანთებით იწყება. თუ მას სათანადოდ არ ვუმკურნალებთ, ინფექცია ბრონქებში გადაინაცვლებს. ასეთია დაავადების განვითარების მექანიზმი – ზევიდან ქვევით. თუ იმუნიტეტი დაქვეითებული არ გაქვთ, სავლებების, ამოსახველებელი საშუალებების გამოყენებით იოლად დაძლევთ მწვავე რესპირატორულ დაავადებას. მაგრამ თუ ტემპერატურა 38 გრადუსზე მაღალი ან გაჩნდა მომწვანო ფერის ნახველი, აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ.

მწვავე ბრონქიტის დროს გარგებთ:

ჩაის ჭიქა სტაფილოს ახალგამოწურულ წვენს შეურიეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი. სვით თითო სუფრის კოვზი 4–5–ჯერ დღეში;

მოამზადეთ ნაყენი 2–3 ჩაის კოვზ ძირათი და 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყლით. მიიღეთ დღის განმავლობაში;

  1. კანიანად მოხარშული კარტოფილი დაჭყლიტეთ, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ზეთი, 2–3 წვეთი იოდი, ჩადეთ დოლბანდის ორ ფენას შორის და დაიდეთ მკერდზე, ყელის მახლობლად, ზევიდან კომპრესივით გადაიხვიეთ;
  2. ახალგამოწურული კომბოსტოს წვენი დაატკბეთ შაქრით და სვით თითო ჩაის კოვზი 5–6–ჯერ დღეში;
  3. ახალგამოწურული თარგამის შვენი სვით 1–2 სუფრის კოვზი 5–6–ჯერ დღეში;
  4. გახეხეთ შავი თალგამი, გამოწურეთ წვენი. 1 ლიტრ წვენს დაამატეთ 400 გრამი თაფლი. სვით 2 სუფრის კოვზი 2–ჯერ დღეში ჭამის წინ;
  5. ნახევარ ლიტრ წითელ ღვინოში ჩააწყვეთ ალოეს 4 მოზრდილი ფოთოლი, დააყოვნეთ 4 დღე. მიიღეთ დესერტის კოვზით 3–ჯერ დღეში.

ანგინა ვერაგი დაავადებაა

ექიმები ფიქრობენ, რომ ნაყინმა, ამ ცივმა ნუგბარმა, შეიძლება დიდი დახმარება გაგვიწიოს ყელის გაკაჟებაში.
თუ ხშირად ცივდებით და გაწუხებთ ქრონიკული ტონზილიტი, გაკაჟება დაიწყეთ დღეში 1 სუფრის კოვზი პლომბირით, ერთი კვირის შემდეგ შეგიძლიათ მთელი ნაყინიც კი მიირთვათ.

ანგინის დროს წოლითი რეჟიმი აუცილებელია, რადგან ფეხზე გადატანილი დაავადება 2–3–ჯერ ზრდის გულის, სახსრებისა და თირკმლების გართულებულ დაავადებათა რისკს. ექიმის ყველა დანიშნულების დაცვის შემდეგ ანგინა 5–6 დღეში გაივლის. ძირითადი სამკურნალო საშუალებებია – ყელში სხვადასხვა ნაყენის გამოვლინება, რაც ხელს უშლის სისხლში ვირუსული ინფექციების შეჭრას და შემდეგ მთელი ორგანიზმის დასნებოვნებას. ეს კი იწვევს მოთენთილობას, სახსრების ტეხას, თავბრუს ხვევას, გულისცემის მომატებას. ამას ხშირად მოსდევს ინფექციური მიოკარდიტი – გულის კუნთების მოქმედების დარღვევა.

გთავაზობთ ანგინის საწინააღმდეგო ფილოთერაპიულ რეცეპტებს:

  • 6–8–ჯერ გამოივლეთ ყელში 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი საჭმელი მარილი ან 0,5 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა, სვით ლიმონიანი ან რძიანი ჩაი.
  • 1 ჩაის ჭიქა თაფლი ჩაასხით 0,5 ჩაის ჭიქა შტოშის ნაყენში და 5 წუთით წამოადუღეთ. გააცივეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 4–6–ჯერ დღეში.
  • 1 ჩაის ჭიქა გახეხილ ჭარხალს დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ძმარი. დაახურეთ თავზე და ერთი დღე–ღამე მოათავსეთ ბნელ ადგილას. გაწურეთ და მიიღეთ 1 ჩაის კოვზი 3–ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.

რას იწვევს კალციუმის უკმარისობა

ცნობილია, რომ კალციუმი არის ძვლებისა და კბილების “საშენი” მასალა, მონაწილეობს სისხლის შედედებისა და კუნთების შეკუმშვის პროცესში, ორგანიზმში ამ ელემენტის უკმარისობა იწვევს ძვლების სიმყიფეს, ვითარდება ძვლის დაავადება – ოსტეოპოროზი.
კალციუმის ის რაოდენობა, რომელსაც ვიღებთ პროდუქტების მეშვეობით (რძე, რძისა და ზღვის პროდუქტები) არ არის საკმარისი, საჭიროა დამატებით მივიღოთ ვიტამინების კომპლექსი, რომელიც შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, სილიციუმს, ს და ვ ვიტამინებს. ასაკის მომატებასთან ერთად ზიანდება კბილები (უმეტესად, ქალებში), ხოლო კალციუმი, მაგნიუმი, სილიციუმი ხელს უშლის ძვლების გამოფიტვას და ამაგრებს ღრძილების ქსოვილს.