მიკოპლაზმოზი
მიკოპლაზმოზი არის ვენერიული დაავადება, მისი გამომწვევია მიკოპლაზმა, რომელიც გარემოში სწრაფად კვდება.
იგი ადამიანის ორგანიზმში ხვდება სასუნთქი ან შარდ-სასქესო სისტემის ლორწოვანი გარსიდან. ძირითადად ინფიცირება ხდება სქესობრივი კონტაქტით.
ინფექციამტარებლები ძირითადად არიან ქალები, მამაკაცები კი მათგან ინფიცირდებიან.
არსებობს მიკოპლაზმოზის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები:
- ორგანიზმის დამცველობითი იმუნური სისტემის დაქვეითება;
- ორსულობა;
- აბორტი;
- ოპერაციული ჩარევა და სხვა.
მიკოპლაზმოზის დროს კლინიკური ნიშნები ვლინდება ინფიცირებიდან 3-5 კვირის შემდეგ.
მამაკაცებში ვითარდება:
- გამჭვირვალე გამონადენი;
- წვა;
- ტკივილის და სიმძიმის შეგრძნება.
ქალებში ვითარდება:
- გამჭვირვალე გამონადენი;
- წვა;
- ტკივილი;
- მენსტრუალური ციკლის დარღვევები;
- უსიამოვნო შეგრძნება შარდვის დროს;
- ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს;
დიაგნოზის დასადგენად გამოიყენება:
- ანამნეზი;
- ობიექტური გამოკვლევა;
- ლაბორატორიული გამოკვლევა (მიკროსკოპიული და სეროლოგიური).
მკურნალობისთვის მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩატარდეს ორივე პართნიორთან ერთდროულად.