კორონავირუსი გადამდებია სიმპტომების გამოვლენამდეც
კორონავირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომები არის შემდეგი: გართულებული სუნთქვა, თავის ტკივილი, ყელის ანთება, ცხელება, სიცხე და ხველა. პირველ რიგში კი, რომ კორონავირუსს ფილტვების დაინფიცირება შეუძლია.
რაც შეეხება “კორონავირუსისგან” თავის დაცვის ხერხებს, რადგან ვირუსი ახალი გავრცელებულია, ჯერჯერობით მის წინააღმდეგ ვაქცინა არ არსებობს.
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კორონავირუსი გადამდებია მაშინაც, როდესაც დაინფიცირებული ადამიანი საინკუბაციო პერიოდში იმყოფება, ანუ როდესაც სიმპტომები გამოვლენილი ჯერ არ არის.
ადამიანებში საინკუბაციო პერიოდი მაქსიმუმ 14 დღემდე გრძელდება. აღნიშნულ უსიმპტომო პერიოდში, შესაძლოა, ადამიანმა ვირუსი სხვას გადასდოს. ამის გათვალისწინებით კი, ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა რთულდება.
მწვავე რესპირატორული სინდრომითა (SARS) და ებოლათი დაინფიცირებული ადამიანების შემთხვევაში, ვირუსები გადამდები მხოლოდ სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ხდება. მსგავსი ეპიდემიების კონტროლი და შეჩერება ბევრად მარტივია – საჭიროა დაინფიცირებულთა იზოლაცია და დაკვირვება ადამიანებზე, რომლებთანაც მათ კონტაქტი ჰქონდათ. სიმპტომების გამოვლენამდე გავრცელების შემთხვევაში კი მისი შეჩერება ბევრად რთულია. გრიპი ყველაზე ცნობილი ვირუსია, რომელიც სიმპტომების გამოვლენამდე ვრცელდება.