“ეიჩ ბი” ჯორჯია, მედიკამენტები

იბუ 400 – 1A Pharma / IBU 400 – 1A Pharma

იბუ 400 – 1A Pharma / IBU 400 – 1A Pharma
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება გამოხატულიტკივილგამაყუჩებელი ეფექტითs და სიცხის დამწევი მოქმედებით.
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 400 მგ იბუპროფენს.
იბუ 400 გამოიყენება
მსუბუქიდან-ზომიერი სიმძიმის ტკივილი:

  • თავის ტკივილი
  • კბილის ტკივილი
  • მენსტრუალური ტკივილი

ცხელება
ანთებითრევმატიული სახსრების დაავადებები
მიღების წესები და დოზები
მიღების წესი
იბუ 400-ის შემოგარსული ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად, დიდი რაოდენობა სითხის მიყოლებით (მაგალითად ერთი ჭიქა წყალი), არამშიერ კუჭზე. თუ მგრძნობიარე კუჭი გაქვთ, იბუ 400 მგ-ის მიღება რეკომენდებულია საკვებთან ერთად. ერთჯერადი დოზის მიღების შემთხვევაში, საჭიროა მინიმუმ 6 საათი დაცდა შემდეგი დოზის მიღებამდეავადმყოფებისათვის თირკმლის ან ღვიძლის მსუბუქიდან საშუალომდე შეზღუდვით დოზის შემცირება საჭირო არ არის.
ხანდაზმულმა და პაციენტებმა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით უნდა დაიწყონ მინიმალური დოზით.

სხეულის წონა/ასაკი ერთჯერადი დოზა მაქსიმალური დღიური დოზა
20 29 კგ (ასაკი 6-9 წელი) ½ ტაბლეტი (200 მგ) 1½ ტაბლეტი (600მგ)
30 39 კგ (ასაკი 10-12 წელი) ½ ტაბლეტი (200 მგ) 2 ტაბლეტი (800მგ)
> 40კგ (12 წელზე უფროსი მოზარდები, მოზრდილები) ½ – 1 ტაბლეტი (200 – 400 მგ) 3 ტაბლეტი (1200მგ)

გამოყენების ხანგრძლივობა
პრეპარატის გამოყენება ოთხ დღეზე ხანგრძლივად ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება.
მიმართეთ ექიმს თუ გგონიათ, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.
უკუჩვენება
იბუ 400-ის გამოყენება არ შეიძლება შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • აქტიური ნივთიერება იბუპროფენის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
  • წარსულში ალერგიული შეტევების არსებობა, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა რომელიმე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო

პრეპარატის მიღების შემდეგ, როგორიცაა:

  • ასთმის შეტევები
  • ცხვირის ლორწოვანის შესიება
  • რეაქციები კანის მხრივ (გაწითლება, გამონაყარი და სხვ.)v – სისხლის წარმოქმნის გაურკვეველი ეტიოლოგიის დარღვევები;
  • არსებული ან წარსულში მრავალჯერადად განმეორებული კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (პეპტიური წყლული) ან სისხლდენები (დადასტურებული წყლულის ან სისხლდენის სულ მცირე ორი სხვადასხვა ეპიზოდი);
  • არასტეროიდული ანტირევმატული/ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებასთან დაკავშირებული სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან ან პერფორაცია;
  • შინაგანი სისხლდენა თავის ტვინში (ცერებრული სისხლდენები) ან სხვა აქტიური სისხლდენები;
  • ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები;
  • გულის მძიმე უკმარისობა;
  • ორსულობის ბოლო ტრიმესტრი;

ბავშვები:
იბუ 400 6 წლამდე ასაკის ან 20 კგ-მდე წონის ბავშვებში არ გამოიყენება, ვინაიდან არსებული დოზირება, როგორც წესი, მათთვის შესაფერისი არ არის.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
თუ, იბუ 400 მგ-ის გამოყენებისას დადასტურდა ორსულობა, უნდა აცნობოთ ამის შესახებ ექიმს, ორსულობის პირველი და მეორე ტრიმესტრების განმავლობაში იბუპროფენის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ორსულობის ბოლო ტრიმესტრში იბუ 400 მგ-ის გამოყენება დაუშვებელია ნაყოფისა და დედის ორგანიზმში გართულებების განვითარების მომატებული რისკის გამო.
ლაქტაცია
აქტიური ნივთიერება იბუპროფენი და მისი დაშლის შესაბამისი პროდუქტები დედის რძეში მხოლოდ უმნიშვნელო კონცენტრაციებით გადადიან. ვინაიდან ჩვილისათვის უარყოფითი შედეგები ჯერ კიდევ უცნობია, იბუპროფენის ხანმოკლე გამოყენებისას, ძუძუთი კვების შეწყვეტას ადგენს ექიმი. მიუხედავად ამისა, ხანგრძლივი ვადით ან მაღალი დოზირებით პრეპარატის დანიშვნის შემთხვევაში შეიძლება მიზანშეწონილი აღმოჩნდეს ძუძუთი კვების ადრეული შეწყვეტა.
განსაკუთრებული მითითებები
გვერდითი მოვლენების შესამცირებლად სასურველია უმცირესი ეფექტური დოზის გამოყენება მინიმალური ვადის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების გასაკონტროლებლად.
უსაფრთხოება კუჭ-ნაწლავის ტრაქტისათვის
იბუ 400-ის მიღება არ არის რეკომენდებული ერთდროულად სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად, ე.წ. ცოგ-2-ის (ციკლოოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორები) ინჰიბიტორების ჩათვლით.
ხანდაზმული პაციენტები:
ხანდაზმულებში, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შემდეგ, გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად ვითარდება, განსაკუთრებით შინაგანი სისხლდენა და კუჭისა და ნაწლავების პერფორაცა, რომლებიც გარკვეულ პირობებში შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე, ხანდაზმულები განსაკუთრებულ სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებენ.
განსაკუთრებული სამედიცინო მეთვალყურეობა საჭიროა:

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების ან ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებების (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) არსებობისას დაავადების ისტორიაში
  • სისხლის მაღალი წნევისას ან გულის უკმარისობისას
  • ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევისას
  • უშუალოდ მძიმე ქირურგიული ჩარევების შემდეგ
  • ალერგიების დროს (მაგალითად, კანის რეაქციები სხვა მედიკამენტებზე, ასთმა, თივის ციება), ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული შესიების ან სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების დროს მათი შევიწროვებისას.

ჰიპერმგრძნობელობის მძიმე მწვავე რეაქციები (მაგალითად, ანაფილაქსიური შოკი) ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა. იბუ 400-ის მიღების შემდეგ, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის პირველი ნიშნების განვითარებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.
სხვა მითითებანი

  • გარკვეული აუტოიმუნური დაავადებების დროს (სისტემური წითელი მგლურა ან შერეული კოლაგენოზი) იბუ 400-ის გამოყენება შეიძლება მხოლოდ სარგებლისა და რისკის შეფასების შემდეგ.
  • იბუ 400-ის მიღებისას ალკოჰოლის მოხმარება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების განვითარების რისკი.

შეფუთვა: იბუ400№30
1 A PharmaGmbH
მწარმოებელი:Salutas Pharma GmbH გერმანიაSalutas Pharma GmbH გერმანია