კლინიკები, სამედიცინო კლინიკები

“ჰეალაინ ინტერნეიშნლ”

ჰეალაინ ინტერნეიშნლთმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო სამეცნიერო ცენტრი “ჰეალაინ ინტერნეიშნლ” 

მისამართი: ქ. თბილისი, რევაზ ლაღიძის 8 (ოპერის უკან), მეორე  სართული.
ტელ.: + 995 32 230 00 30

Facebook: Hairline
ელ. ფოსტა: hairlinei@yahoo.com
ვებ-გვერდი: hairline.ge

 

კლინიკა “ჰეალაინ ინტერნეიშნლის” ერთ-ერთი დამფუძნებელია საქართველოში თმის ტრანსპლანტაციის დარგის დამაარსებელი პროფ. თამაზ თამაზაშვილი. იგი არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1997 წლიდან დღემდე პროფ თ . თამაზაშვილის მიერ არის მომზადებული საქართველოში თმის ტრანსპლანტაციაში მომუშავე ყველა ექიმი-ქირურგი, არა მარტო „ჰეალაინ ინტერნეიშნლში, არამედ საქრთველოში არსებულ სხვა კლინიკებშიც.

პროფესორი თ. თამაზაშვილი წარმატებით საქმიანობს როგორც კლინიკა “ჰეალაინი ინტერნეიშნლში”, ასევე ნიუ-იორკის ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციის ცენტრში. მის მიერ დაარსდა “ჰეალაინი” 2005 წელს.

კლინიკის საქმიანობის სფეროებია:

თმის გადანერგვა, თმის ცვენის მკურნალობა, პალსტიკური და ესთეტიკური მედიცინა, დერმატოკოსმეტოლოგია.
თმის გადანერგვა, თმის აუტოტრანსპლანტაცია (საკუთარი თმის გადანერგვა) გულისხმობს თმის ფოლიკულების მოპოვებას სადონორო არეში (კეფის და საფეთქლის მიდამოები, სადაც ისინი ჭარბად არიან წარმოდგენილი) და ჩანერგვას გამელოტებულ და გამეჩხერებულ ადგილებში. სადონორო ზონაში განლაგებულ ფოლიკულებს არ გააჩნიათ ანდროგენმგრძნობიარე რეცეპტორები, ამიტომ ისინი რეზისტენტული არიან გამელოტების ფაქტორების მიმართ და ინარჩუნებენ ნორმალურ ანატომიურ-ფიზიოლოგიურ თვისებებს ადამიანის სიცოცხლის ბოლომდე. მეცნიერულად დასაბუთებული ეს მოვლენა განაპირობებს იმას, რომ ანდროგენული ალოპეციის შემთხვევაში კეფისა და საფეთქლის მიდამოებში თმების მარაგი ჭარბადაა წარმოდგენილი. სადონორო ზონიდან ფოლიკულები გადანერგვის შემდეგაც განაგრძობენ ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში და უზრუნველყოფენ ნორმალური, ჯანსაღი თმების ზრდას. სწორედ ეს ფენომენი უდევს საფუძვლად საკუთარი თმის ტრანსპლანტაციის მეთოდს.

ჰეალაინ ინტერნეიშნლ”-ში თმის გადანერგვა ამბოლატორიული მანიპულაციაა, ხანგრძლივობა დამოკიდებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობაზე და გრძელდება 3-6 საათი.

მანიპულაცია ხორციელდება ადგილობრივი ანესთეზიის პირობებში, აბსოლიტურად უმტკივნეულოდ, ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე, პაციენტისათვის თავისუფალი რეჟიმის პირობებში (პაციენტი ზის მოხერხებულად სავარძელში, შეუძლია სასურველი ტელეგადაცემის ან ფილმის ყურება, საუბარი ტელეფონით, მუსიკის მოსმენა და ა.შ.).

ჰეალაინ ინტერნეიშნლ

ჩვენს კლინიკაში გამოიყენება თმის გადანერგვის უახლესი, ატრავმატული ამერიკული ტექნოლოგიები, რომლებიც იძლევიან საუკეთესო შედეგებს, გამორიცხავენ ნაწიბურების განვითარებას, როგორც სადონორო, ასევე სარეციპიენტო არეში, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თმის ტრანსპლანტაციის ესთეტიკურ ეფექტს. ჩვენს კლინიკაში სადონორო ქსოვილის მიღების შემდეგ კეფისა და საფეთქლის მიდამოებიდან, 20ჯერადი გადიდების პირობებში ხდება მისი პრეპარირება უმცირეს ტრანსპლანტანტებად ( დიამეტრი 1 მმ-ზე ნაკლები) ე.წ. მონოგრაფტებად_1 თმის ფოლიკულის შემცველ და მიკროგრაფტებად _ 2-3 თმის ფოლიკულის შემცველ გრაფტებად. გადანერგვის შემდეგ, თმის ზრდის ფიზიოლიგიური სტადიურობიდან გამომდინარე, ფოლიკულებიდან სრულფასოვანი, ჯანსაღი თმის ზრდა იწყება 2-3 თვის შემდეგ და მათი გარჩევა დანარჩენი თმებისაგან შეუძლებელია, 6 თვის შემდეგ კი შესაძლებელი ხდება არსებული პრობლემის– ალოპეციის დავიწყება.

ჩვენს კლინიკაში გამიყენება თმის გადანერგვის მოდერნიზებული მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა ყოველგვარი განაკვეთების, ნაკერებისა და ნაწიბურების გარეშე სადონორო მიდამოდან სპეციალური აპარატურის საშუალებით მივიღოთ იზოლირებული მონო და მიკროგარფტები და გადავნერგოთ სარეციპიენტო არეში.

კლინიკა “ჰეალაინი” გთავაზობთ:

  • თმის გადანერგვას უახლესი ამერიკული ტექნოლოგიებით ყოველგვარი განაკვეთებისა და ნაწიბურების გარეშე
  • პაციენტი მეორე დღესვე უბრუნდება ჩვეულ სამუშაო რეჟიმს
  • გადანერგილი თმა ჩვეულებრივად იზრდება, შესაძლებელია მისი შეჭრა, შეღებვა, ვარცხნილობის შეცვლა და ა. შ.
  • გადანერგილი თმა არასოდეს ცვივა. შედეგი გარანტირებულია
  • პაციენტთა ასაკი შეუზღუდავია
  • კონსულტაციები უფასოა და კონფედენციალური.

ჰეალაინში გამოიყენება თმის გადანერგის ყველა მეთოდი:

  • თმის გადანერგვის სტრიპ (ზონრის) მეთოდი.
  • თმის გადანერგვის უნაკერო მეთოდი
  • თმის გადანერგვა სხეულიდან
  • თმის გადანერგვა ნაწიბურებში
  • გრძელი თმის გადანერგვა სტრიპ მეთოდით
  • გრძელი თმის გადანერგვა უნაკერო მეთოდით( ჩვენს ვართ ერთაერთი კლინიკა ამიერკავკასიაში, ვინც დაიწყო და წარმატებით ახორციელებს გრძელი თმის გადანერგვას უნაკერო მეთოდით).
  • წარბის, წვერის, ულვაშის გადანერგვა.
თმის ცვენის დიაგნოსტიკას და მკურნალობა:
  • თმის სპექტრალური ანალიზი
  • პლაზმოთერაპია (PRP)
  • მეზოთერაპია
სახის გამაახალგაზრდავებელ პროცედურები:
  • სახის და ტუჩის კონტურული პლასტიკა,
  • ბოტოქსი,
  • ბიორევიტალიზაცია
  • პლაზმოთერაპია,
  • მეზოთერაპია,
  • მეზონიდლინგი
კოსმეტოლოგიურ პროცედურები:
  • პერმანენტული მაკიაჟი
  • სახის წმენდა და მასაჟი
  • კანის მოვლის ინდივიდუალური პროგრამის შერჩევა
პლასტიკური ქირურგია:
  • რინოპლასტიკა
  • მამოპლასტიკა
  • ბლეფაროპლასტიკა
  • აბდომინოპლასტიკა
ანგიოქირურგია:
  • სკლეროთერაპია
  • ფლებექტომია

უნაკერო (FUE) მეთოდით გრძელი თმის გადანერგვა:

ჰეალაინ ინტერნეიშნლი” ერთადერთი კლინიკაა ამიერკავკასიაში და საქართველოში, სადაც წარმატებით დაიწყო და ხორციელდება გრძელი თმის გადანერგვა უნაკერო მეთოდით.
ეს მეთოდი მოითხოვს არა მარტო ძვირადღირებულ ტექნოლოგიას, არამედ პერსონალის დიდ გამოცდილებას და პროფესიონალიზმს, რითაც მდიდარია ჩვენი კლინიკა.
ამ მეთოდის უპირატესობა სხვა მეთოდებთან შედარებით გახლავთ:

  • თმას არ სჭირდება გაპარსვა და შეჭრა;
  • პაციენტი პროცედურის დასრულებისთანავე ხედავს შედეგს , თმის მიმართულებას და სიხშირეს;
  • არ იცვლება პაციენტის ვიზუალი;
  • წითელი წერტილები, რაც პაციენტს ოპერაციის შემდგომ აქვს, სრულად შენიღბულია გრძელი თმით.
    ამავე დროს, მას ემატება ის პრიორიტეტები რაც აქვს უნაკერო (FUE) მეთოდს;
  • არ საჭიროებს ნაკერების დადებას, შესაბამისად არ რჩება არანაირი ნაწიბური;
  • შესაძლებელია მოპოვების დროს მრავალღერიანი გრაფტების შერჩევა, რაც გადანერგილ არეში მეტი სიხშირის მიცემის საშუალებას გვაძლევს;
  • რაოდენობის ზუსტად განსაზღვრა;
  • თმის მოპოვება მაშინაც კი, როცა არ არის გამოხატული კანის მობილობა;
  • შესაძლებელია თმის ეტაპობრივად (მინიტრანსპლანტ სესიებად) გადანერგვა.

თუმცა როგორც ყველა გადანერგილი თმა 2-3 კვირის შემდეგ ცვივა და თავიდან იწყებს ამოსვლას.
ამ პერიოდის განმავლობაში კანის მთლიანობა აღდგება და ვიზუალური დისკომფორტი პაციენს აბსოლუტურად არ ექმნება.
კლინიკაში ფასები ხელმისაწვდომია, მოქმედებს უპროცენტო განვადება
ჰეალაინ ინტერნეიშნლ”-ის ხელმძღვანელია , “საქართველოს თმის ტრანსპლანტოლოგიისა და ტრიქოლოგთა ასოციაციის “, “ევრაზიის ტრიქოლოგთა ასოციაციის წევრი”, საქართველოს გრ. მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების და საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის მოქმედი წევრი, ამერიკული ასოციაციის ALHA
-ს წევრი, პროფესიონალი ქირურგი 25 წლიანი გამოცდილებით ირაკლი ბებიაშვილი, რომელიც ამადე დროს გახლავთ თმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო-სამეცნიერო ცენტრ “ჰეალაინ ინტერნეიშნლ-ის” თანადამფუძნებელი.

კლინიკაში მუშაობენ გამოცდილი ექიმები: მედიცინის დოქტორი, პლასტიკური ქირურგი ა. შათირიშვილი; მედიცინის დოქტორი, ტრანსპლანტოლოგი თ. ქემოკლიძე; ქ. ჭუჭულაშვილი, მ. ქარდავა, ლ. პატეიშვილი.
დერმატოლოგები: თ. დაბრუნდაშვილი, ნ. ჩაკაბერია, დ. სუდაძე, მ. ყურაშვილი, მ. პაიკიძე.