ღრძილების ანთება – გინგივიტი
გინგივიტის არის ღრძილების ანთება, რომელსაც ახასიათებს ღრძილების შეშუპება, სისხლდენა და სიწითლე. გინგივიტის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა.
მიმდინარეობის მიხედვით არსებობს გინგივიტის რამოდენიმე ფორმა:
- მწვავე;
- ქრონიკული – უფრო ხშირად გვხვდება ზრდასრულ ადამიანებში;
- რეციდიული.
გინგივიტის განვითარება ხდება სხვადასხვა მიზეზით:
- პირის ღრუს ჰიგიენის არასწორედ შესრულება ან საერთოდ უგულველყოფა – ეს გინგივიტის განვითარების ყველას ხშირი მიზეზია, ამ დროს წარმოიქმნება კბილის ნადები (მიკროორგანიზმების გროვები), რომლებიც მყარად არიან ფიქსირებულნი კბილის ზედაპირზე;
- კბილის ქვები – კბილის კალციფიცირებული ნადები;
- არასწორი თანკბილვა;
- არასწორედ დაბჟენილი (დაპლომბილი) კბილები;
- პირით სუნთქვა;
სხვადასხვა ჰორმონალური ცვლილებების გამო – ამ მიზეზით გამოწვეული გინგივიტი ხშირად გვხვდება მოზარდებში და ორსულებში, სადაც იგი დამძიმებული ფორმით მიმდინარეობს;
სისტემური დაავადებები – ამ დროს გინგივიტის არის რომელიმე დაავადების (ჰერპესი, ალერგია, ავიტამინოზი, ლეიკოპენია, შაქრიანი დიაბეტი) ერთერთი ნიშანი;
ზოგიერთი წამლის (ორალური კონტრაცეპტივები) ხანგრძლივი გამოყენება;
მძიმე ლითონების (ტყვია, ბისმუტი) გამოყენება.
გინგივიტისთვის დამახასიათებელია შემდეგი კლინიკური ნიშნები:
- ანთებადი ღრძილები;
- ღრძილების შეშუპება;
- ღრძილების კონტურების ცვლილება;
- ე.წ. ღრძილოვანი ჯიბეების ჩამოყალიბება;
- ღრძილოვანი კიდის შეწითლება;
- სისხლდენა ღრძილებიდან;
- ტკივილი ღეჭვისა და ყლაპვის დროს.
გინგივიტის გამწვავება ძირითადად დამახასიათებელია ზამთარ-გაზაფხულზე და აღინიშნება სისხლდენა ღრძილებიდან, როგორც წესი კბილების ხეხვის დროს.
გინგივიტის მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ სტომატოლოგის მიერ. მისი პროფილაქტიკისთვის კი საჭიროა პირის ღრუს ჰიგიენის გულმოდგინედ დაცვა.