ეი-ბი-სი, მედიკამენტები

დიფოსფოცინი / DIFOSFOCIN

დიფოსფოცინი / DIFOSFOCIN
CITICOLINE
MAGIS FARMACEUTICI, იტალია
ათქ კლასიფიკაციის კოდი
N06BX06

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
საინექციო ხსნარი:ამპულაში 4 მლ, შეფუთვაში 5 ც.
1 ამპ.
ციტიქოლინი (ციტიდინდიფოსფოქოლინი) . . . . . . . 500 მგ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ფსიქოსტიმულატორი და ნოოტროპული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ციტიქოლინი აუმჯობესებს თავის ტვინის მეტაბოლიზმს. ახასიათებს დადებითი ზეგავლენა კუჭქვეშა ჯირკვლის მეტაბოლიზმზე.
ციტიქოლინი უჯრედის მემბრანის მთავარი კომპონენტების (უმთავრესად ფოსფოლიპიდები) პრეკურსორია, ხელ უწყობს უჯრედების დაზიანებული მემბრანების აღდგენას, აინჰიბირებს ფოსფოლიპაზას მოქმედებას და აფერხებს თავისუფალი რადიკალების ჭარბად წარმოქნას და უჯრედების კვდომას. ინსულტის მწვავე პერიოდში ამცირებს დაზიანებული ქსოვილის მოცულობას, აუმჯობესებს ქოლინერგულ გადაცემას. ქალა-ტვინის ტრავმის დროს ამცირებს პოსტტრავმული კომის ხანგრძლივობას და ნევროლოგიურ სიმპტომებს. ციტიქოლინი ეფექტურია დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი ეტიოლოგიის კოგნიტიური, მგრძნობელობითი და მოტორული ნევროლოგიური დარღვევების სამკურნალოდ.

ჩვენებები
იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი.
იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის შემდგომი აღდგენითი პერიოდი.
ცნობიერების დარღვევა ქალა-ტვინის ტრავმის და თავის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ, მწვავე და აღდგენითი პერიოდი.
თავის ტვინის სისხლისმიმოქცევის მწვავე მოშლის ფონზე განვითარებული ჰემიპლეგია.
პარკინსონის სინდრომი (ქოლინობლოკატორებთან ერთად,როდესაც უკუნაჩვენებია ლევოდოპას დანიშვნა).
კოგნიტური დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძაღვოვანი დაავადებების დროს.
მწვავე პანკრეატიტი ან ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება, ოპერაციის შემდგომი მწვავე პანკრეატიტი (პროტეოლიზური ფერმენტების ინჰიბიტორებთან ერთად).

დოზირების რეჟიმი
ნელი ინტრავენური ინექცია (5 წუთი) ან წვეთოვნად (40-60 წვეთი/წუთში) ან ინტრამუსკულურად.
ინსულტის და ქალა-ტვინის ტრავმისმწვავე პერიოდი: 1000-2000 მგ/დღეში.
პარკინსონის სინდრომი:500-1000 მგ1-ჯერ დღეში ინტრავენურად 3-4კვირის განმავლობაში (ქოლინოლიზურ პრეპარატებთანერთად).
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის ფონზე განვითარებული ჰემიპლეგია: 1000 მგ/დღეში ინტრავენურად 4 კვირის განმავლობაში.
პანკრეატიტი: 1000 მგ/დღეში ინტრავენურად 2კვირის განმავლობაში პროტეოლიზური ფერმენტების ინჰიბიტორებთან ერთად.
რეკომენდებულია მკურნალობის ციკლი გაგრძელდეს 3-4 კვირა და ციკლებს შორის დაცული იყოს შესაბამისი ინტერვალი.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქცია (გამონაყარი, ქავილი,შესაძლებელია განვითარდეს შოკი), უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, აგზნება, ტრემორი, დაბუჟების შეგძნება პარალიზებულ კიდურებში, გულისრევა, მადის დაქვეითება, ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილებები, ტემპერატურის მომატება, არტერიული წნევის მატება.

სიფრთხილის ზომები
თავის ტვინის შეშუპების დროს აუცილებელია ისეთი მედიკამენტების დანიშვნა (მაგალითად, მანიტოლი და კორტიკოსტეროიდები), რომლებიც ხელს უწყობენ ინტრაცერებრალური წნევის დაქვეითებას.
ინტრაკრანიალური ჰემორაგიის დროს დაუშვებელია პრეპარატის მაღალი დოზებით დანიშვნა( ერთჯერადი მიღებით არაუმეტეს 500 მგ), რადგან შეიძლება გაიზარდოს ცერებრალური სისხლის ნაკადი. ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს 100-200 მგ 2-3 ჯერ დღეში.
ორსულებში, ახალშობილებში და ადრეული ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით, ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ.

განსაკუთრებული მითითებები
სასურველია შეიზღუდოს ინტრამუსკულური ინექციის რაოდენობა და არ მოხდეს განმეორებითიინექცია ერთიდაიმავე ადგილას. პრეპარატის ინტრავენურიინექციაუნდა გაკეთდეს ნელი სიჩქარით.
დიფოსფოცინი არ ახდენს გავლენას მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვაზე.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება
დიფოსფოცინს ახასიათებს სინერგიული მოქმედება L-დოფასთან (რაცსაშუალებას იძლევა შემცირდეს ლ-დოფას დოზა) პარკინსონის დაავადების დროს.
დიფოსფოცინის დანიშნვა დასაშვებია ანტიჰემორაგიულ საშუალებებთან, პრეპარატებთან რომლებიც ამცირებენ ინტრაკრანიალურ წნევას და საინფუზიო სითხეებთან.

შენახვის პირობები და ვადა
ვარგისიანობის ვადა – 5 წელი.