ჯანმრთელი კვება

იდეალური დრო და მენიუ ვახშმისთვის

იდეალური დრო და მენიუ ვახშმისთვისუცხოელმა დიეტოლოგებმა დაადგინეს ვახშმისთვის იდეალური დრო და შეადგინეს მენიუ, რომელიც მოხდენილი გარეგნობის შენარჩუნებასა და შიმშილის გრძნობის დათრგუნვაში დაგეხმარებათ.

ჩატარებული ექსპერიმენტის მიხედვით, გაირკვა, რომ ვახშმობისთვის საუკეთესო დრო საღამოს ხუთიდან შვიდ საათამდეა.

რაც შეეხება მენიუს, უპირატესობა რძემჟავა პროდუქტებს უნდა მიანიჭოთ. მათ ორგანიზმი ადვილად ითვისებს, თან ძალიან სასარგებლოცაა. ვახშმისთვის კარგია აგრეთვე მოშუშული ან მოხარშული ბოსტნეული. ისინი კარგად ეხამება სხვა პროდუქტებს და ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას.

თუ ზემონახსენები პროდუქტებით ვერ ნაყრდებით, შეგიძლიათ, მოხარშული მჭლე ხორცი ან თევზი მიირთვათ. ვახშმის, ისევე როგორც ზოგადად კვების, მთავარი წესი ზომიერებაა. ნავახშმევს ოდნავ მაინც უნდა გრძნობდეთ შიმშილის გრძნობას.