ავიტა, მედიკამენტები

ბიო-რითმო/Bio-Ritmo

ბიო-რითმო/Bio-Ritmo – საერთაშორისო დასახელება: Arginine-Aspartate, vitamin B6, vitaminB15
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ანტიასთენიური ფსიქოტონური საშუალებები

შემადგენლობა:
10 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:

  • არგინინის ასპარტატი 4გ;
  • ვიტამინი B6 0,1 გ;
  • კალციუმის პანგამატი 0,1 გ

დამხმარე ნივთიერებები:
გრანულირებული საქაროზა, ნატრიუმის საქარინი, ნარინჯისფერი საღებავი ექსტრა 890832, კალიუმის სორბატი, გაწმენდილი წყალი

ფარმაცევტული ფორმა და აღწერილობა:
ორალური ხსნარი 10 მლ ამპულებში, თიოეულ შეფუთვაში 10, 20 და 30 ამპულა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ამჟამად არსებობს ვრცელი ბიბლიოგრაფია ბიო-რითმოს შემადგენლობაში შემავალი ორი ამინომჟავის ბიოლოგიური მნიშვნელობის შესახებ. შარდოვანას ციკლში და ტრიკარბოქსილურ ციკლში აქტიურად ჩართული ასპარგინის მჟავისა და არგინინის არსებობა არ არის აუცილებელი მხოლოდ იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს ადამიანის ორგანიზმის მოთხოვნილება ენერგიაზე.ისინი ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ორგანიზმის დეტოქსიკაციის პროცესში და ახორციელებენ შარდოვანას ფორმაციის გავლით ნიტროგენული პროდუქტების დაახლოებით 80%-ის ელიმინაციას. ისინი მონაწილეობენ ნუკლეოპროტეინების ფორმირებაში, და ამ გზით ასტიმულირებენ სეკრეტორული უჯრედის აქტივობას. ექსპერიმენტულ დონეზე დამტკიცებელია ამ ორი ამინომჟავის მნიშვნელოვანი კუმულაცია კუნთებში, ტვინში და ტესტიკულურ ქსოვილებში. არგინინ-ასპარტატის კომბინაციის წყალობით ბიო-რითმოს აქვს ანტიასთენიური ეფექტი ორივე – ფიზიკურ-ფსიქოლოგიურ და სექსუალურ – დონეზე. იგი ხელს უწყობსნეირომუსკულური, გულის და სექსუალური აგზნებადობის აღდგენას, ინტელექტუალური შესაძლებლობების აქტივაციას.

ბიო-რითმო ასევე შეიცავს ვიტამინ B6-ს და დ-გლუკონოდიმეთილამინოძმარმჟავას კალციუმის მარილის სახით. მრავალფეროვანმა კლინიკურმა კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ დ-გლუკონოდიმეთილამინოძმარმჟავას, რომელიც არსებობს კალციუმის მარილის სახით, აქვს დეტოქსიკაციური, მატონიზირებელი და აღმდგენი ეფექტი მეტაბოლიზმზე, აუმჯობესებს რა მიოკარდიუმის კუმშვით აქტივობას, ხელს უწყობს კორონალურ და ცერებრულ სტიმულაციას და აღადგენს სქესობრივი ფუნქციის ნორმალურ დონეს. ვიტამინი B6-ის, როგორც კოენზიმის როლი, ამინომჟავების მეტაბოლიზმის ბევრ სტადიაზე უკვე კარგად არის ცნობილი. იგი მოქმედებს როგორც მთავარი ფერმენტული მასტიმულირებელი ფაქტორი ფოსფორილირებისა და სინთეზის ყველა პროცესში.

ჩვენებები:

  • პირველადი და მეორადი ასთენია;
  • ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა;
  • ნაადრევი სიბერის ნიშნები;
  • ძილის, ყურადღებისა და მეხსიერების დარღვევები;
  • ალკოჰოლიზმის, მწეველობის, ღვიძლის ფუნქციური დარღვევებისა და ინფექციების შემთხვევაში, როგორც დეტოქსიკაციური და ანტიოქსიდანტური საშუალება;
  • სექსუალური ფუნქციების დაქვეითება და ოლიგოასთენოსპერმია.
  • სიმაღლეში ზრდის შეფერხება

უკუჩვენებები:
ნეფრიტი, თირკმლის ქრონიკული აციდოზი, ქრონიკული რესპირატორული აციდოზი, დიაბეტური კეტოაციდოზი, ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
გვერდითი ეფექტები:
აღწერილი არ არის

წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის სასურველი პრეპარატის გამოყენება L-დოპასთან ერთად (რამდენადაც B6 ვიტამინი აინჰიბირებს L-დოპას).

სპეციალური სიფრთხილის ზომები:
არ მოეთხოვება.

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი არცერთი ინგრედიენტის მიმართ უკუჩვენება ცნობილი არ არის.
პრეპარატის ეფექტები ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე:
არ არის აღწერილი
რა უნდა იცოდნენ პაციენტებმა მკურნალობის დაწყებამდე:
ბიო-რითმო შეიცავს საქაროზას და ტარტრაზინს.
დოზირება და მიღების წესი:
შიგნით მისაღებად 1 ამპულა დღეში ჭამის დროს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა გაიხსნას წყალში ან ხილის წვენში.
დოზის გადაჭარბება:
ინგრედიენტები, რომლებიც წარმოდგენილი არიან ბიო-რითმოში, შეადგენენ საკვების შემადგენელ ნაწილს (ამინომჟავები და ვიტამინები). შესაბამისად დოზის გადაჭარბება ნაკლებსავარაუდოა, თუნდაც ამპულების ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში.
ნებისმიერი არასასურველი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, პაციენტი უნდა დაუკვშირდეს ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის პირობები:
მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 3 წელი
აფთიაქიდან გაცემის პირობები: ურეცეპტოდ

მწარმოებელი:
LABORATORIO MEDINFAR PRODUTOS FARMACEUTICOS, S.A.
Rua Manuel Riberio de Pavia, 1 -1
Venda Nova 2700 Amadora
Portugal EU