ჯანმრთელი კვება

ანანასის წვენი ორგანიზმს აახალგაზრდავებს

ანანასის წვენიახალგამოწურული წვენები რომ გაცილებით გემრიელი და სასარგებლოა, ვიდრე კონცენტრატებით მომზადებული, ყველამ იცის. უპირატესობა მიანიჭო ნატურალურ წვენს, ნიშნავს, ამოირჩიო ნატურალური წამალი კონსერვანტებისა და საღებაავების გარეშე. ბევრ ხილისა თუ ბოსტნეულის წვენს მართლაც სამკურნალო თვისებები აქვს და ბევრ ქიმიურ წამალსაც ჯობს.

ანანასის წვენი უნიკალური ნივთიერება ბრომელაინს შეიცავს, რომელიც ცხიმების შესანიშნავი ბუნებრივი დამწველია. გარდა ამისა, ბრომელაინი აახალგაზრდავებს ორგანიზმს (ეს შემოწმებული ინფორმაციაა!).

მოარული ხმების თანახმად, სოფი ლორენი ასე ახალგაზრდულად იმიტომ გამოიყურება, რომ ყოველ დღე სწორედ ანანასის ახალგამოწურულ წვენს მიირთმევს. ექიმების აზრით, ეს წვენი რეკომენდებულია ანგინისა და თირკმლების დაავადებების დროს.