მერცის სპეციალური დრაჟე / MERZ SPEZIAL DRAGEE
გამოშვების ფორმა:
დრაჟე- შეფუთვაში 60 დრაჟე.
შემადგენლობა: 1 დრაჟე შეიცავს
b-კაროტინი ———————————–0,9 მგ
რეტინოლ აცეტატი (ვიტამინი A) ————————1500 სე
საფუარას ექსტრაქტი ————————————–100 მგ
თიამინის ნიტრატი (ვიტამინი B1) ——————- 1,2 მგ
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) —————————-1,6 მგ
ნიაცინამიდი —————————————————10 მგ
ბიოტინი ———————————————————0,01 მგ
L-ცისტინი ——————————————————-30 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6 )–1,2 მგ
ციანკობალამინი (ვიტამინი B12 ) ————————2 მკგ
კალციუმის D-პანთოთენატი ——————————3 მგ
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ————————-75 მგ
ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) ——————-50 სე
ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E)—————- –9 მგ
რკინის (II) ფუმარატი —————————————– 20 მგ
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედებას განაპირობებს მასში შემავალი ნივთიერებები.
რეტინოლი (ვიტამინი A) უზრუნველყოფს ნორმალური მხედველობის, ეპითელიალური უჯრედების მთლიანობის შენარჩუნებას, არეგულირებს ადამიანის ნორმალურ ზრდას.
ბეტა-კაროტინი (პროვიტამინი A) ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ და მისი ანტიოქსიდანტური მოქმედებიდან გამომდინარე ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს.
ტოკოფეროლი (ვიტამინი E) მონაწილეობს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება, ხელს უწყობს ცილებისა და ცხიმების შეთვისებას, ზემოქმედებას ახდენს სასქესო და სხვა ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციონირებაზე.
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ამცირებს სისხლძარღვთა კედლების განვლადობას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას გარემოს არასასურველი ფაქტორების ზემოქმედების და ინფექციების მიმართ, დადებითად მოქმედებს ნერვული და ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებაზე, ხელს უწყობს რკინის შეთვისებას და სისხლის ნორმალურ მიმოქცევას.
თიამინი (ვიტამინი B1) მთავარი კომპონენტია ნახშირწყლოვანი ცვლის პროცესისთვის, აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) მნიშვნელოვანი კატალიზატორია უჯრედოვანი სუნთქვის პროცესებში, მონაწილეობს ცენტრალური ნერვული სისიტემის რეგულაციაში.
კალციუმის პანთოთენატი (ვიტამინი B5) მთავარი კომპონენტია ცილებისა და ცხიმების აცეტილირების და ჟანგვითი პროცესებისთვის, ხელს უწყობს ნერვული სისტემის, თირკმელზედა ჯირკვლების და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზებას.
პირიდოქსინი (ვიტამინი B6) კოფერმენტის სახით მონაწილეობს ცილოვან ცვლაში და ნეირომედიატორების სინთეზში.
ციანკობალამინი (ვიტამინი B12) აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის და ნორმალური სისხლის მიმოქცევისათვის, მონაწილეობს ნუკლეოტიდების სინთეზში, ფოლიუმის მჟავას მეტაბოლიზმში.
ნიაცინამიდი (ვიტამინი PP) მონაწილეობს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, ცილოვან და ნახშირწყლოვან ცვლაში.
რკინა, რომელიც პრეპარატის შემადგენლობაშია წარმოადგენს ჰემოგლობინის შემადგენელ ნაწილს, მონაწილეობს ერითროპოეზში.
ჩვენება:
- ავიტამინოზების და ჰიპოვიტამინოზების პროფილაქტიკა.
- მდგომარეობები, როდესაც აღინიშნება ვიტამინებზე მომატებული მოთხოვნილება, მათ შორის გამოჯანმრთელების პროცესში, გადატანილი დაავადებების შემდეგ. ანტიბიოტიკო და ქიმიოთერაპიის შემდეგ, არასაკმარისი კვების (დიეტა, შიმშილობა), ხანგრძლივი გადატვირთვისას და გადაძაბვისას.
დოზირების რეჟიმი:
ინიშნება 1 დრაჟე 2-ჯერ დღეში (დილით და საღამოს პერორარულად).
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქცია პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელ კომპონენტებზე. A და D ვიტამინის ჰიპერდოზირება.
სხვა მედიკამნეტებთან ურთიერთქმედება:
სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებასთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის დოზა დადგენილია ორგანიზმის ვიტამინებზე სადღეღამისო მოთხოვნილების შესაბამისად.
გაცემის წესი:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის წესი:
ინახება არაუმეტეს 250 C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა:
3 წელი.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მწარმოებელი:
Merz Pharma