პატენტექს ოვალი (ნონოქსინოლ-9)
პატენტექს ოვალი (ნონოქსინოლ-9) – არაჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ვაგინალური სანთლები: 3 ან 6 სანთელი ბლისტერზე, შეფუთვაში 1 ან 2 ბლისტერი.
1 სანთელი.
ნონქსინოლ-9 — 75 მგ
დამხმარე ნივთიერებები: პოლიეთილენგლიკოლი (მაკროგოლი) 1500, პოლიეთილენგლიკოლი (მაკროგოლი) 1000, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არაჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პატენტექს ოვალი არის მოსახერხებელი, ქაფის წარმომქმნელი ვაგინალური ჩასახვის საწინააღმდეგო სანთლები, რომელიც თავსდება საშოში. პატენტექს ოვალის სანთლები ლღვება სხეულის ტემპერატურაზე და საშოს სეკრეტის რაოდენობის მიუხედავად წარმოქმნის ქაფს.
პრეპარატი ამცირებს სპერმატოზოიდების ზედაპირული ლიპიდური მემბრანის დაჭიმულობას და მათი მოძრაობა შეუქცევადად პარალიზდება.
მექანიკური მოქმედება:
სპერმატოციდული ნივთიერება თანაბრად ნაწილდება საშოში, წარმოქმნის სტაბილურ ბარიერს, რომელიც ხელს უშლის სპერმატოზოიდების შეღწევას საშვილოსნოში.
პრეპარატ პატენტექს ოვალს ახასიათებს პროფილაქტიკური მოქმედება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების წინააღმდეგ.
ჩვენება:
კონტრაცეფცია ქალებში:
- ჩასახვის საწინააღმდეგოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის;
- რეგულარულ სქესობრივი ცხოვრების არ არსებობისას;
- არარეგულარული მენსტრუალური ციკლისას;
- ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება პარტნიორისგან დამოუკიდებლად;
- პერორალური ჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების შეწყვეტა (დროებით ან მუდმივად);
- ისეთი მედიკამეტების მიღებისას რომლებიც ამცირებენს პერორალური ჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედებას;
- ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა საშუალებების გამოყენების უკუჩვენებისას;
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ; სასქესო ორგანოების განვითარების ანომალია; საშვილოსნოს ყელის ეროზია.
დოზირების რეჟიმი:
პატენტექს ოვალის ეფექტურობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მისი სწორი გამოყენება. მისი გამოყენების წესი მარტივია. ყოველი სქესობრივი აქტის წინ ახალი სანთელი შეიყვანება ღრმად საშოში. პრეპარატი ხდება აქტიური შეყვანიდან 10 წუთში, ამ დროის განმავლობაში აქტიური სპერმატოციდული ნივთიერება თანაბრად ნაწილდება საშოში და წარმოქმნის მდგრად ბარიერს, რომელიც ხელს უშლის სპერმატოზოიდების მოძრაობას საშვილოსნოსკენ.
თუ ერთი საათის განმავლობაში სქესობრივი აქტი არ შედგა, აუცილებელია 1 სანთლის განმეორებით შეყვანა, თუმცა დამტკიცებულია, რომ პრეპარატს გააჩნია 2 საათიანი მოქმედების ხანგრძლივობა. ყოველი აქტის წინ აუცილებელია ახალი სანთლის გამოყენება, იმ შემთხვევაშიც კი, როცა სქესობრივ აქტებს შორის დრო 1 საათზე ნაკლებია.
შეიყვანეთ პატენტექს ოვალის ერთი სანთელი ღრმად საშოში, სქესობრივ აქტამდე 10 წუთით ადრე.
10 წუთის განმავლობაში სანთელი სრულიად დნება და სპერმატოციდული ნივთიერება თანაბრად ნაწილდება საშოში.
ყოველი ახალი სქესობრივი აქტის წინ გამოიყენეთ ახალი სანთელი.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი კარგად გადაიტანება ორივე პარტნიორის მიერ. იშვიათ შემთხვევაში ვლინდება სითბოს შეგრძნება. ვაგინალური მიკროფლორის დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია ქავილის შეგრძნება და წვა საშოში ან მამაკაცის სასქესო ასოს ქავილი და წვა.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
არ გააჩნია სისტემური მოქმედება.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2,5 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:Merz PharmaMerz Pharma
ანოტაცია მოწოდებულია: Med-Doctor.Net-ის მიერ.