ავიტა, მედიკამენტები

კაინოსტატი/Kaynostat

კაინოსტატი/Kaynostat – ადგილობრივი საანესთეზიო და ანთების საწინააღმდეგო საშუალება

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
შემადგენლობა:
100მლ შეიცავს:
დიეთილამინის სალიცილატი  – 10გ ;
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი – 2გ.

დამატებითი ნივთიერებები:
კარბოქსიმეთილი, ცელულოზა ნატრიუმი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ადგილობრივი საანესთეზიო და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კაინოსტატს გააჩნია ადგილობრივი საანესთეზიო და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რაც განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით. ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას, ასევე ხელს უწყობს დიეთილამინის სალიცილატის უკეთეს პენეტრაციას და პოტენცირებას უკეთებს მის მოქმედებას.

ჩვენებები:
კაინოსტატი განკუთვნილია ტკივილის მოხსნისათვის შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • ლუმბაგო;
  • დისკოზური თიაქარი;
  • დაჟეჟილობა;
  • ნევრალგიები;
  • რევმატიული დარღვევები, მათ შორის ოსტეოართრიტები;
  • მიალგიები, ტკივილები ძვლებსა და სახსრებში;
  • იშიაზი;
  • მტკივნეული კისერმრუდობა;
  • დაჭიმვები;
  • სინოვიტები, ბურსიტები და სხვა.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:
კაინოსტატი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის.
დაუშვებელია მისი მოხვედრა ღია ჭრილობაზე.

გვერდითი მოვლენები:
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ალერგიული რეაქციები.

დოზირება და მოხმარების წესი:
დაიტანება მტკივნეულ უბნებზე.

გამოშვების ფორმა:
კაინოსტატი ბურთულიანი აპლიკატორით 50მლ.

შენახვის პირობები:
შეინახეთ ყუთში გრილ და მაღალ ტემპერატურიდან მოშორებულ დაბავშვებისათვის
მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი:
ურეცეპტოდ.

მწარმოებელი:
Amoun Pharmaceutical Co. S.A.E., El-Obour City, Cairo, Egypt.