ეი-ბი-სი, მედიკამენტები

ეფრიდოლი / EFRIDOL

ეფრიდოლი / EFRIDOL
NIMESULIDE
AESCULAPIUS FARMACEUTICI, იტალია
ათქ კლასიფიკაციის კოდი
M01AX17
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
გრანულები პერორალური ხსნარის მოსამზადებლად:შეფუთვაში 30 ც.
1 პაკ.
ნიმესულიდი . . . . . . . 100 მგ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
ფარმაკოლოგიურითვისებები
ნიმესულიდი წარმოადგენს სულფონანილიდების კლასის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და სიცხის დამწევი მოქმედებით. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექტიური ბლოკირებით და პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით ანთების კერაში.
ფარმაკოკინეტიკა

ეფრიდოლი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1-2სთ-ის შემდეგ. ნახევრად დაშლის პერიოდი 2-3სთ, პრეპარატის მოქმედება გრძელდება 6სთ-ის განმავლობაში. გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად: დოზის 98% გამოიყოფა 24 სთ-ის განმავლობაში. ეფრიდოლით ხანგრძლივი მკურნალობის დროს მისი კუმულაცია არ აღინიშნება.
ჩვენებები

  • ზედა და ქვედა სასუნთქი გზების და ლორ ორგანოების ანთებითი პროცესები
  • ჰიპერთერმია ინფექციურ-ანთებითი დაავადებების ფონზე
  • გაციების პრემორბიდული მდგომარეობა: საერთო სისუსტე, ცემინება, თავის ტკივილი, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება
  • შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი პროცესები: ეპიდიდიმიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, პიელონეფრიტი
  • საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დესტრუქციული (არარევმატიული) დაავადებები: ართრიტი, ართროზი, მიოზიტი, ტენდოვაგინიტი, ტრავმა
  • პერიფერიული ნერვული სისტემის ანთებითი და დესტრუქციული დაზიანება: ნევრალგია, ნევრიტი, პლექსიტი, ვეგეტოსიმპატოალგია და სხვა
  • რევმატიული დაავადებები: რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი და სხვა
  • ალგომენორეა, მტკივნეული მენარხე, საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენები
  • ტკივილის სინდრომი ნებისმიერი ეტიოლოგიის: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, პოსტტრავმული ტკივილი, პოსტოპერაციული ტკივილი და სხვა.

დოზირების რეჟიმი
მოზრდილები: 100მგ 2-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
მოხუცებში,ბავშვებში (12-18 წლამდე), საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი 30-80-მლ/წთ) მედიკამენტის ფარმაკოდინამიკიდან გამომდინარე დოზის შეცვლა საჭირო არ არის.
გრანულატის გასახსნელად პაკეტის შიგთავსს ათავსებენ ჭიქაში და ამატებენ წყალს.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. ანამნეზში არსებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (მაგ. ბრონქოსპაზმი, რინიტი, ურტიკარია) აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებისადმი. ანამნეზში არსებული ჰეპატოტოქსიური რეაქცია ნიმესულიდზე. კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის აქტიური წყლული,ანამნეზში არსებული წყლულის რეციდივი ან გასტრო-ინტესტინალური ჰემორაგიები, ცერებრო-ვასკულარული ჰემორაგია, ან ჰემორაგიული პათოლოგიები. კოაგულაციის დარღვევა. მძიმე კარდიალური დეკომპენსაცია. თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ ნაკლები). ღვიძლის უკმარისობა. 12წლამდე ასაკი.
ორსულობა და ლაქტაცია
ეფრიდოლის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ლორწოვანის ანთება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, დიარეა. აღნიშნული მოვლენები ტრანზიტორულია და არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას. ალერგიული რეაქციები კანზე: ძირითადად ერითემატოზული ფორმის გამონაყარი, ეგზანთემა ან ურტიკარია. იშვიათად ცვლილებები ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და ძილიანობა. იშვიათად აღინიშნება: ოლიგურია, კუპრისებრი განავალი-მელენა (რაც გამოწვეულია კუჭ-ნაწლავის წყლულით და სისხლდენებით), პეტექიები, პურპურა, განსაკუთრებით ქვედა კიდურებში-თრომბოციტოპენიით გამოწვეული. ისევე, როგორც სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს, ეფრიდოლს ახასიათებს აგრეთვე სტივენს-ჯონსონის, ლაილას სინდრომების და ანაფილაქსიური რეაქციების განვითარება. აღნიშნული გვერდითი რეაქციების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი შეიცავს საქაროზას,პაციენტებში შაქრისაუტანლობით, მედიკამენტის მიღებამდე აუცილებელიაექიმის კონსულტაცია.
სიფრთხილით ინიშნებაპაციენტებში, რომელთა პროფესია საჭიროებს მუდმივ ყურადღებას, რადგან პრეპარატი იწვევს თავბრუსხვევას დაძილიანობას.
ჭარბი დოზირება
მკურნალობა სიმპტომურია (კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება).
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება
ეფრიდოლი აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას. მისი ერთდროული დანიშვნით ლითიუმის პრეპარატებთან იზრდება პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაცია. ეფრიდოლი მნიშვნელოვნად უკავშირდება პლაზმის ცილებს, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სხვა პრეპარატებთან (ჰიდანტოინთან და სულფანილამიდებთან) მისი კომბინაციისას.
შენახვის პირობები და ვადა
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.