კიდავიტსი/KIDAVITS
კიდავიტსი/KIDAVITS – ექიმი პედიატრები აღნიშნავენ, რომ ცხოვრების რიტმიდან და გარემო პირობებიდან გამომდინარე ბავშვებს საკვებთან ერთად მიღებული ვიტამინები არ ყოფნით და საჭიროებენ ვიტამინების პერიოდულ მიწოდებას.
ბალანსირებული კვების დროსაც კი ვიტამინების დეფიციტი აღინიშნება 20-30%.
ვიტამინების კომპლექსის შერჩევისას გაითვალისწინეთ რამდენიმე მარტივი წესი:
- არ მისცეთ ბავშვს მოზრდილის ვიტამინები
ბავშვებისთვის აუცილებელია ვიტამინების და მინერალების განსაკუთრებული ნაკრები - მინერალების უკმარისობისას ორგანიზმი ვერ ითვისებს ვიტამინებს, ამიტომ აუცილებელია ვიტამინების და მინერალების კომპლექსური მიღება.
გახსოვდეთ!!! იოდის მნიშვნელობის შესახებ ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის.