10 ყველაზე სასარგებლო პროდუქტი
იზრუნეთ ოჯახის წევრებზე. ოჯახში სწორი კვების ორგანიზება – ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის გარანტია. დაგეგმეთ თქვენი მენიუ და მაღაზიებში ვიზიტები. გარკვეული დროის შემდეგ, შედეგები შესამჩნევი გახდება.
ყველაზე სასარგებლო პროდუქტებია:
1. სელის მარცვლები
უპირატესობები: ის შეიცავს ომეგა–3 ცხიმს, უნარი აქვს გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების შემცირების.
შეიცავს: მაგნიუმს, თიამინს, უჯრედისს, მარგანეცს, ფოსფორს, თუთიას, კალიუმს, სპილენძს.
როგორ გამოვიყენოთ: ის მოაყარეთ ფაფებს ან რძის დესერტებს.
2. ბროწეული
უპირატესობები: ამ ეგზოტიკურ ხილში ანტიოქსიდანტები უფრო მეტია, ვიდრე ღვინოსა და მწვანე ჩაიში ერთად. ბროწეულის წვენი მეტად სასარგებლოა გულის დაავადებების დროს, ის არის ინსულტის წინააღმდეგ ბრძოლის ბრწყინვალე პროფილაქტიკა. მიირთმევთ რა ბროწეულის მარცვლებს, ახალგაზრდობას დიდხანს ინარჩუნებთ (ექიმები ირწმუნებიან, რომ ის თავიდან აგაცილებთ კიბოს).
შეიცავს: კალიუმს, ვიტამინ ს–ს.
როგორ გამოვიყენოთ: დავლიოთ ახლადგამოწურული წვენი, დავუმატოთ ფაფაში და ხილის სალათებში.
3. ავოკადო
უპირატესობები: შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ზოგიერთი მონაცემებით, კიბოსა და დიაბეტს თავიდან აგაცილებთ.
შეიცავს: უჯრედისს, კალიუმს, ვიტამინებთ SB I|B UB L და ფოლიევის მჟავას.
როგორ გამოვიყენოთ: დავუმატოთ სალათებში, გავაკეთოთ ავოკადოს ბუტერბროდები.
4. ბროკოლი
უპირატესობები: ეს კომბოსტო არის ისპანახის “და”, ის გვეხმარება იმაში, რომ არ დაგვემართოს კიბო და დიაბეტი, შეიცავს მრავალ საკვებ ნივთიერებას.
შეიცავს: L B S და I ვიტამინებს, მარგანეცს, რკინას, ფოლიევის მჟავას, კალციუმს, კალიუმს.
როგორ გამოვიყენოთ: შევწვათ ზეითუნის ზეთში დაბალ ცეცხლზე, შემდეგ ჩავშუშოთ.
5. კენკროვნები
უპირატესობები: ეს საკვები პროდუქტი ბევრი დაავადების ბრწყინვალე პროფილაქტიკაა (პარკინსონის, დიაბეტისა და გულის დაავადებების), გჩუქნით ახალგაზრდობას, სილამაზესა და ჯანმრთელობას.
შეიცავს: უჯრედისებს, მარგანეცს, S და L ვიტამინებს.
როგორ გამოვიყენოთ: ცალკე ან იოგურტის შემადგენლობაში. შესაძლებელია დავუმატოთ ხაჭოსაც.
6. სოკო
უპირატესობები: იმუნური სისტემის შესანიშნავი სტიმულატორია, ნორმაში მოჰყავს ქოლესტერინი და არტერიული წნევა, კარგია ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკისთვის.
შეიცავს: იბ სბ ვ ვიტამინებს, რკინას, ცინკს, კალიუმს, სპილენძს, ცილებს, უჯრედისებსა და სხვა.
როგორ გამოვიყენოთ: კარგია შემწვარი, აგრეთვე გამოიყენება სუპებსა და სალათებში.
7. კაკალი
უპირატესობები: მართალია ის ცხიმს შეიცავს, მაგრამ გასახდომადაც იყენებენ, რადგან ხვდება რა ორგანიზმში, კუჭის შევსების გრძნობას იწვევს. სასარგებლოა გულისთვის, ამცირებს ქოლესტერინს, მიეკუთვნება ჯანსაღ საკვებს.
შეიცავს: მასში ბევრია საკვები ნივთიერებები, არის რიბოფლავინი, მაგნიუმი, რკინა, კალიუმი, ვიტამინი უყ
როგორ გამოვიყენოთ: მეშვიდე სასარგებლო პროდუქტი ისეთი ფორმით უნდა გამოვიყენოთ, როგორიც არის.
8. პარკოსნები
უპირატესობები: გვაძლევს ენერგიას დიდი ხნის განმავლობაში, აბალანსებს სისხლში შაქარს, თავიდან აგაცილებთ გულის დაავადებებსა და ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებას. ის წარმოადგენს ვეგეტარიანული მენიუს შესანიშნავ საჭმელს, რადგან მათ შემადგენლობაში ცილებიც შედის.
შემადგენლობა: ცილები, უჯრედისები, ვიტამინი ი|ბ სპილენძი, რკინა, მარგანეცი, თუთია და სხვა.
როგორ გამოვიყენოთ: მისი გამოყენება შესაძლებელია დაკონსერვებული სახითაც, მაგალითად, სალათებში.
9. ორაგული
უპირატესობები: თუ თევზისგან დამზადებული საჭმელი თქვენს სუფრაზე იდება კვირაში ორჯერ მაინც, მაშინ არც ინსულტი, არც დიაბეტი, არც ართრიტი და არც დეპრესია არ დაგემუქრებათ. თევზის სარგებლობა ბევრი სამეცნიერო გამოკვლევით არის დამტკიცებული.
შემადგენლობა: შეიცავს ი ჯგუფის ვიტამინებს, ფოსფორს, ცილებს, ცხიმებს.
როგორ გამოვიყენოთ: ეს ყველაზე სასარგებლო პროდუქტი შესაძლებელია, რომ შევწვათ, მოვხარშოთ, გამოვაცხოთ.
10. ვაშლი
უპირატესობები: თუ ვაშლი ყოველდღე იქნება თქვენს სუფრაზე, მაშინ არ დაგემუქრებათ გულისა და სისხლძარღვების დაავადებები. ვაშლებში არის ბევრი ანტიოქსიდანტი, ვიტამინი ს, უჯრედისები.
როგორ გამოვიყენოთ: სასურველია, მივირთვათ კანიანად.
ყველაზე სასარგებლო პროდუქტები, რომლებიც მოცემულ სიაშია წარმოდგენილი, არც ისე იშვიათი და ეგზოტიკურია, ამიტომ თუ თქვენი და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობა თქვენთვის ძვირფასია, შეეცადეთ, რომ ისინი ყოველდღიურ მენიუში ჩართოთ.