ჯანმრთელი კვება

ფეიხოა ებრძვის გრიპს და ამაღლებს იმუნიტეტს

ფეიხოა

მთელ მსოფლიოში ფეიხოა საუკეთესო დიეტურ პროდუქტადაა აღიარებული. მასში არსებულ ცილებსა და ცხიმებს ადამიანის ორგანიზმი ადვილად ითვისებს.

  • ფეიხოა დიდი რაოდენობით შეიცავს ყველა ჯგუფის ვიტამინებს, ამიტომ, შეუცვლელია გაციებისა და გრიპის დროს;
  • მასში შემავალი ნივთიერებები აძლიერებს ორგანიზმს, ამაღლებს იმუნიტეტს;
  • ებრძვის დეპრესიას და სტრესს;
  • აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას;
  • ავითარებს ტვინს და აფერხებს სკლეროზის წარმოქმნისა და განვითარების რისკს;
  • აძლიერებს გულის კუნთის მუშაობას და აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას;
  • ხელს უწყობს ჰორმონების დაბალანსებას ორგანიზმში;
  • აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას;
  • ეფექტურია ბრონქიტის, ალერგიის, ფილტვების დაავადებების დროს.

ფეიხოას ნაყოფი შეიცავს C ვიტამინს, შაქრებს, ორგანულ მჟავებს, მარწყვისა და ანანასის არომატის მქონე ეთერზეთს და რაც მთავარია, დიდი რაოდენობით იოდს. იოდის შემცველობით ის არაფრით ჩამოუვარდება ზღვის პროდუქტებს.

მედიკოსები განსაკუთრებით ურჩევენ ფეიხოას ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების მქონე პაციენტებს

ფეიხოა1 კგ ფეიხოას ნაყოფს დააყარეთ 0.5 კგ შაქარი და მიიღეთ დღეში 3 ჩ/კ. ეს ნარევი მთლიანად გაანთავისუფლებს თქვენს ორგანიზმს იოდის დეფიციტისგან.

ქრონიკული გასტრიტის, ენტერიტის, კოლიტის, პიელონეფრიტის დროს რეკომენდებულია დღეში სამი ახალი ფეიხოას ჭამა, ზამთარში შეგიძლიათ მურაბა ან ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული შაქრიანი ფეიხოა მიირთვათ.

პოდაგრისა და შეკრულობის დროს ფეიხოა ხანგრძლივი დროით უნდა ჩართოთ რაციონში. ათეროსკლეროზის შემთხვევაში კი რეკომენდებულია თაფლიანი ფეიხოას ჭამა საუზმემდე და ძილის წინ.

  • ამგვარად,  გახეხეთ ფეიხოა და დაამატეთ თაფლი, ან შაქარი, შეინახეთ მაცივარში და მიირთვით. იგი ინახება რამდენიმე კვირის განმავლობაში. 

უნდა გახსოვდეთ, რომ ფეიხოას კანი არის განსაკუთრებული – სწორედ ის შეიცავს ყველაზე ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, რისი მეშვეობითაც აფერხებს ორგანიზმში დაბერების პროცესებს, ეწინააღმდეგება კიბოს უჯრედების ფორმირებას.

ცნობისთვის:

ფეიხოას სამშობლო სამხრეთ ამერიკაა.

სწორედ იქ აღმოაჩინა ეს მცენარე XIX საუკუნეში მეცნიერმა სელოვმა. თუმცა მისი დასახელება ბრაზილიელ მეცნიერს ჯოან დე სილვა ფეიხოს გვარს უკავშირდება.

ევროპაში ფეიხოა პირველად საფრანგეთში გამოჩნდა 1890 წელს. იქიდან კი 1900 წელს კავკასიისა და ყირიმის შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელდა.