დაავადებები, სისხლის დაავადებები

ვიტამინ B12 დეფიციტური ანემია

ვიტამინ B12 დეფიციტური ანემიავიტამინ B12 დეფიციტური ანემია მიეკუთვნება მეგალობლასტურ ანემიათა ჯგუფს, რომლებიც გამოწვეულია ერითროკარიოციტებში დნმ-ის სინთეზის დარღვევით.

ის უპირატესად განპირობებულია ვიტამინ  B12 და/ან ფოლიუმის მჟავის დეფიციტით. ლიტერატურაში ხშირად ვხვდებით განსაზღვრებას ვიტამინ  B12  (ფოლიუმის) – დეფიციტური ანემია. თუმცა ამ ორი ვიტამინის კომბინირებული დეფიციტი იშვიათია.

ვიტამინ B12 დეფიციტური ანემია სისხლის დაავადებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. უმეტესად ავადდებიან 60 წელზე მეტი ასაკის ორივე სქესის წარმომადგენლები, უპირატესად ქალები. ახალგაზრდათა შორის ავადობა შეადგენს 0,1%. მოხუცებში — 1%, 75 წელზე მეტ  ასაკში კი გვხვდება 4%-ში.

ვიტამინ B12 დეფიციტის გამომწვევი მიზეზებია:

I. საკვების არასაკმარისი რაოდენობით მიღება: ვეგეტარიანელობა — როდესაც ავადმყოფი არ იღებს ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს (ხორცს, თევზს, ღვიძლს, თირკმელს და სხვა), ასევე რძის პროდუქტებს და კვერცხს. ახალგაზრდებში ძალიან იშვიათად ვითარდება მხოლოდ ხანგრძლივი ვეგეტერიანელობის პირობებში.

II.  შეწოვის დარღვევა:
ა)  კასლის შინაგანი ფაქტორის დეფიციტ – რომელიც ვლინდება შემდეგი მდგომარეობების დროს:

  1.  ადისონ-ბირმერის დაავადება;
  2.  გასტრექტომია;
  3.  შინაგანი კასლის ფაქტორის თანდაყოლილი არარსებობა ბიოლოგიურად არააქტიური კასლის ფაქტორის სეკრეცია (იშვიათად);

ბ) მლივი ნაწლავის დისტალური ნაწილის დაზიანება – რომელიც ვლინდება შემდეგი მდგომარეობების დროს:

  1.   სპრუ
  2.  ცელიაკია
  3. კრონის დაავადება
  4.  ნაწლავის რეზექცია.
  5. სიმსივნეები და გრანულომატოზი (იშვიათად)
  6.  იმერსლუნდ-გრესბეკის სინდრომი (იშვიათად)

გ) ვიტამინ B12 კონკურენტული მოხმარება:

  1. დიფილობოტრიოზი
  2. წვრილი ნაწლავის მრავლობითი დივერტიკული.

დ) სამკურნალო საშუალებები ამილოსალიცილის მჟავა, კოლხიცინი,  ნეომიცინი.

III. სხვა მიზეზები:
ა)  აზოტის ზეჟანგი
ბ)  ტრანსკობალამინ II ნაკლებობა (იშვიათად)
გ) ციროზი
დ) ქრონიკული ჰეპატიტი

ვიტამინ B12 დეფიციტური ანემიისთვის დამახასიათებელია შემდეგი კლინიკური სიმპტომატიკა:

  •  საერთო სისუსტე;
  •  ქოშინი;
  •  ტკივილ გულის არეში;
  •  ქვედა კიდურების შეშუპება;
  • თავბრუსხვევა;
  •  ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება ხელებზე და ქვედა კიდურებზე;
  •  სიარულის გაძნელება;
  • ტკივილი ენის წვერის არეში;
  • უმადობა;
  • ფაღარათი;
  • კანის და ხილული ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე, პერგამენტისებური, მოყვითალო ელფერით;
  • შებიჟვინებული სახე;
  •  შეშუპებული ქვედა კიდურები — შეშუპებას შეიძლება ახლდეს ასციტი;
  •  ”ლაკირებული”  ენა, ატროფიული დვრილებით, ზოგჯერ წყლულებით (უნტერ-ის გლოსიტი). ზოგჯერ ვითარდება აფტოზური სტომატიტი;
  •  ავადმყოფები უფრო ხშირად ჭარბი წონის მქონენი არიან;დაავადების დიაგნოზი ემყარება:
  • მთავარ კლინიკურ სიმპტომებს;
  • ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ მონაცემებს;
  •  სისხლის ბიოქიმიურ გამოკვლევას;
  • შარდის და განავლის ანალიზს;
  • დამატებით დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს.

ვიტამინ B12 დეფიციტური ანემიის მკურნალობისთვის მიაკითხეთ ექიმს.