თორმეტი კვირის ჩანასახი იღიმება და ამთქნარებს
ულტრაბგერითი კვლევის ცენტრები მეცნიერებს საშოში 12 კვირის ჩვილის უნიკალური ფოტოსურათების გადაღების საშუალებას აძლევს.
ამ ასაკში ნაყოფი პირველ მოძრაობებს აკეთებს, ამთქნარებს, თვალებს ისრესს. ლონდონის კლინიკა CRATE- ის პროფესორმა ფოტოზე ამ ასაკის ჩანასახის ღიმილიც აღბეჭდა.
ჩვეულებრივი ულტრაბგერითი კვლევები, რომლებიც ორსულობის მე-12 და მე-20 კვირაზა ტარდება, ნაყოფის ორგანიზმობილებიან გამოსახულებას იძლევა. მეცნიერის თქმით, ეს სურათები ამტკიცებს, რომ განვითარების ადრეულ ეტაპზე ნაყოფს რთული ქცევა ახასიათებს.
ეკრანზე კარგად ჩანს, თუ როგორ მოძრაობს ჩვილი, ამასთანავე, გაცილებით ადრე, ვიდრე ამას დედა შეიგრძნობს.
18 კვირის ნაყოფი თვალებს ახელს, ხოლო 26 კვირისა ახალშობილივით იქცევა: იღიმება, ტირის, და ისეთ მოძრაობებს აკეთებს თითქოს ძუძუს წოვს.