კლინიკები, სტომატოლოგია

სტომატოლოგიური კლინიკა „დენსი“

მისამართი:  ჯანაშიას ქ # 18
ტელ: (032) 2915060
ცხელი ხაზი. : (0341)  28 54 55
ელ-ფოსტა: info.dens@yahoo.com
ვებ-გვერდი: www.dens.ge

კლინიკის შესახებ:
„დენსის“ სათაო ოფისი დაარსდა 1998 წლის 23 ნოემბერს ქალაქ რუსთავში, დღეს კი წარმოდგენილია 4 ფილიალით და ითვლის 100-ზე მეტ თანამშრომელს.  „დენსი“ მოიცავს ორ მიმართულებას: სტომატოლოგიასა და კოსმეტოლოგიას. კლინიკურ მუშაობასთან ერთად მიმდინარეობს სამედიცინო ტურიზმის განვითარება, დიპლომისშემდგომი უმაღლესი განათლების პროგრამა და სასწავლო ტრენინგ-კურსები.

მიზანი
„გ. ქოჩიაშვილის კლინიკა დენსის“ მიზანია საქართველოში მკურნალობის თანამედროვე მეთოდებისა და სტანდარტების მუდმივი დანერგვა და მათი ხელმისაწვდომობა ყველა მომხარებლისათვის. ახალგაზრდების განათლება და პროფესიონალთა აღზრდა. მომხმარებელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
საქმიანობა

კლინიკა დენსის საქმიანობა ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს, რომლებსაც ყველა თანამშრომელი თანაბრად იზიარებს:

  • პაციენტზე ორიენტირებულობა,
  • პროფესიული ზრდა-განვითარება,
  • გუნდურობა,
  • ნოვატორობა,
  • კონტრაქტისადმი ერთგულება,
  • შრომისმოყვარეობა,
  • სამართლიანობა,
  • ქველმოქმედება.

კლინიკა დენსის დამფუძნებელია მედიცინის დოქტორი, საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის რეგიონალური მენეჯერი, ორთოპედიული სტომატოლოგიის რეზიდენტურის ლოკალური ხელმძღვანელი (FDA, ADA- ის წევრი), ექიმი იმპლანტოლოგ-ორთოპედი, ბატონი გიორგი ქოჩიაშვილი.

სიმბოლიკა
DENS- ლათინურად კბილს ნიშნავს . თეთრი ფერი ასახავს სისპეტაკეს და პატიოსნებას. ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი პროფესიაა, ამიტომ ამ საქმეს დიდი მოწიწებით, პატიოსნებითა და სისპეტაკით ვასრულებთ. ლურჯი- ბედნიერებისა და ოპტიმიზმის ფერია. სწორედ ოპტიმიზმი გვაძლევს განვითარებისა და წინსვლის ძალას. ყოველი წარმატებული მკურნალობა ბედნიერებაა. ჩვენ ბედნიერებას ვანიჭებთ ყველა მომხმარებელს გაწეული მომსახურებით.  სლოგანი- „მე ვენდობი დენსს“ ასახავს თითოეული ჩვენთაგანის დამოკიდებულებას კომპანიისადმი. ჩვენს საკუთარ თავს, მომავალს და შვილებს ვანდობთ „დენსს“, რადგან აქ მთელი გუნდი ერთად მუშაობს, ფიქრობს და მოქმედებს წარმატებული შედეგის მისაღებად.

მომსახურეობა

  • თერაპია
  • ორთოპედია
  • ორთოდონტია
  • იმპლანტაცია
  • პაროდონტოლოგია
  • ესთეტიკური სტომატოლოგი
  • ბავშვთა სტომატოლოგია
  • ქირურგია