პროექტის შესახებ

ჯანმრთელობაინფო

სამედიცინო საინფორმაციო სააგენტო “ჯანმრთელობაინფო”

სამედიცინო საინფორმაციო სააგენტო “ჯანმრთელობაინფო” შეიქმნა 2009 წლის აგვისტოში. მას შემდეგ ჩვენი საინიციატივო ჯგუფი სისტემეტურ რეჟიმში განაგძობს მუშაობას. ჩვენი საიტის მეშვეობით საზოგადოება ამომწურავ ინფორმაციას იღებს სამედიცინო სფეროში არსებული ყველა სიახლისა და ცვლილებების შესახებ.სამედიცინო საინფორმაციო სააგენტო “ჯანმრთელობაინფო” უაღრესად ჰუმანურ მიზანს ისახავს: საჭიროა, რომ ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც არ აქვს სამედიცინო განათლება, პოპულარულ ენაზე მივაწოდოთ ინფორმაცია ნებისმიერი დაავადებების სიპტომატიკის, მისი მკურნალობისა და პროფილაქტიკური საშუალებების, ჯანმრთელი კვების, მედიკამენტების, დიეტების, სილამაზის რეცეპტების, კურორტული მკურნალობის, ხალხური მედიცინისა და მავნე ჩვევების შესახებ. ჩვენი სააგენტო არც მომავალ დედებს ტოვებს უყურადრებოთ, მათ ამომწურავ ინფორმაციას ვაწოდებთ ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემების, მშობიარობისა და ახალშობილთა მოვლის შესახებ. გარდა ამისა, დაინტერესებული მომხმარებელი ყველაფერს შეიტყობს რელიგიისა და მედიცინის ურთიერთკავშირის, ჯგუფური თუ ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული სეანსებს, არტთერაპიის არსისა და მკურნალობის ამგვარი ფორმის უდიდესი მნიშვნელობის თაობაზე.

ჩვენი საიტის უპირატესობა:

ჩვენი საიტი ყოველთვის ღიაა მომხმარებლისთვის. დაინტერესებულ ადამიანს, რეგისტრაციის გარეშე, შეუძლია დღე –ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ისარგებლოს ჩვენი მომსახურებით და, შესაბამისად, მოგვმართოს დახმარებისთვის.

  1.  მომხმარებლისთვის ბევრად უფრო იოლია ერთი საიტის დამახსოვრება, ვიდრე ინტერნეტით სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების მოძიება. ადამიანი ზოგავს დროს და დაგვიანების გარეშე მოგმართავთ საჭირო სამედიცინო დახმარებისთვის, რაც მისი წარმატებული მკურნალობის საწინდარია.
  2.  მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ერთად და კომპაქტურად მიიღოს მისთვის საინტერესო ნებიამიერი სახის ინფორმაცია სამედიცინო სფეროში: დაავადებების სიპტომატიკის, მათი მკურნალობისა და პროფილაქტიკური საშუალებების, სილამაზის რეცეპტების, ხალხური მედიცინის, მავნე ჩვევებისა და მათთან ბრძოლის მეთოდების, მედიცინისა და რელიგიის ურთიერთკავშირის, ართთერაპიის, ფსიქოთერაპიის, იოგას, ვარჯიშებისა და სხვადასხვა დანიშნულების მასაჟის შესახებ. რაც მთავარია, მისთვის აუცილებელი ეს ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდება პოპულარულ ენაზე და საშუალება ეძლევა, ზუსტად შეარჩიოს საჭირო სამედიცინო დაწესებულება. იგი სწრაფად, უშეცდომოდ იღებს გადაწყვეტილებას და უპირატესობას გააზრებულად განიჭებთ. შესაბამისად,თქვენ დროულად მოგმართავთ მოტივირებული პაციეტნი.
  3.  უამრავი სამედიცინო დაწესებულების არსებობა, სამწუხაროდ, ხშირად განაპირობებს არაჯანსაღ კონკურენციას და უსაფუძვლო ჭორების გავრცელებას. ჩვენი საიტის მეშვეობით მომხმარებელი პირველწყაროსთან გადაამოწმებს ნებისმიერ ინფორმაციას და ეჭვებისათვის ადგილი აღარ დარჩება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

“სიცოცხლის ძალა ჯანმრთელობაშია”