გრიპის სეზონური აცრები დაიწყო
1 ოქტომბრიდან გრიპის სეზონური აცრები დაიწყო. პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინაცია წარმოებს ინფლუვაკით, ეს არის სამკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც იცავს 2 A და 1 B ვირუსისგან.
ვაქცინაციის ფასი 35 ლარია.
ოთხკომპონენტიანი ვაქცინით აცრები რომელიც იცავს 2A და 2B ტიპის ვირუსისგან, სავარაუდოდ, ნოემბრიდან დაიწყება.