დაავადებები, რევმატული დაავადებები

ართრიტი

ართრიტიართრიტი არის სახსრების ანთება, რომელიც სხვადასხვა სიმძიმის, ეტიოლოგიის ანუ წარმომავლობის და სიმპტომატიკის პათოლოგიას აღნიშნავს.

მისი ძირითადი ნიშანია სახსრების ტკივილი მოძრაობის ან სიმძიმის აწევისას. რაც შეეხება ანთებით პროცესს, რომელიც ხასიათდება ტკივილით, ტემპერატურის მომატებით, შეწითლებით და შეშუპებით, შესაძლოა საერთოდ არ აღინიშნებოდეს.

ართრიტის დროს სახსარი კარგავს მოძრაობის უნარს და სივდება რის გამოც კარგავს ფორმას. ერთი სახსრის ანთებას უწოდებენ მონოართრიტს, ხოლო რამოდენიმე სახსრისას კი – პოლიართრიტს.
მიმდინარეობის მიხედვით ართრიტი არის ორი სახის:

  • მწვავე ართრიტი – როდესაც სახსრის ანთება ვითარდება უეცრად;
  • ქრონიკული ართრიტი – პროცესი ვითარდება თანდათან.

არსებობს ართრიტის განვითარების სხვადასხვა მიზეზები:

  • ინფექცია;
  • ალერგია;
  • აუტოიმუნურუ;
  • სახსრების კვების დარღვევა.

შესაძლოა ართრიტი მიმდინარეობდეს თავისთავად, თუმცა იგი ხშირად წარმოადგენს სხვა რომელიმე დაავადების ერთ-ერეთ გამოვლინებას. ართრიტით ავადდებიან ძირითადად საშუალო ხნის ქალები, ან უკვე ხანშიშესული ადამიანები.

არსებობს მისი ხელშემწყობი გარკვეული რისკ-ფაქტორები:

  • გენეტიკური წინასწარგანწყობა;
  • პროფესიული და სპორტული დატვირთვა სახსრებზე;
  • ცხოვრების არაჯანსაღი წესი.

ართრიტის ყველაზე ხშირი და გავრცელებული ფორმებია: რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი და პოდაგრა ანუ ნიკრისის ქარი. თითოეულ მათგანს ახასიათებს განსხვავებული წარმოშობა, მიმდინარეობა და შედეგები. სხვადასხვაა მათი მკურნალობის მეთოდებიც.თუ აგტკივდათ და შეგისივდათ სახსრები ან მოძრაობაში რაიმე შეზღუდვა შენიშნეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან თანდათან შესაძლოა სახსრების შეუქცევადი ცვლილებები განვითერდეს.