მედიკამენტები, სანოფი-ავენტის

ამარილი მ® Amaryl M

ამარილი მ® Amaryl M
2/500 მგ, შემოგარსული ტაბლეტები
ერთი ტაბლეტი შეიცავს 2 მგ გლიმეპირიდს და 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.

ჩვენება:
ამარილი მ წარმოადგენს ორალურ ანტიდიაბეტურ პრეპარატს.
რეკომენდებულია დიეტასა და ფიზიკურ დატვირთვასთან მისი კომბინირება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ:
– თუ სულფონილშარდოვანას და მეტფორმინის საშუალებით ჩატარებული მონოთერაპია არ იწვევს შესაბამის გლიკემიურ კონტროლს.
– თუ საჭიროა სულფონილშარდოვანას და მეტფორმინის
მეშვეობით თავისუფალი კომბინირებული თერაპიის (როდესაც ცალ-ცალკე იღებენ სულფონილშარდოვანას და მეტფორმინს) ჩანაცვლება.

უკუჩვენება:
– შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1;
– დიაბეტური კეტოაციდოზი;
– მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გლიმეპირიდის, მეტფორმინის, სულფონამიდების ან სულფონილ-შარდოვანას სხვა წარმოებულების მიმართ.
– ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდი;
– ლაქტაციდოზი;
– თირკმელების და ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
– ალკოჰოლის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება;
– მწვავე ინფექცია ან გაუწყლოება;
– არასაკმარისი კვება.
განსაკუთრებული მითითებები:
ამარილი მ-ის მიღება ხდება დღეში ერთხელ ან ორჯერ, უშუალოდ კვების წინ ან მისი მიღების დროს, დაუღეჭავად, დაახლოებით ნახევარი ჭიქა წყლის მიყოლებით.
მისამართი:
სანოფი ავენტის ჯგუფის წარმომადგენლობა საქართველოსა და სომხეთში
თბილისი 0103, მეტეხის ქ # 22
ტელ:227 36 91;227 36 92;227 36 93
ფაქსი:277 16 02