მედიკამენტები, ეი-ბი-სი

ალკობენი®

ალკობენი®

შემადგენლობა: ალკობენი®-ს 300 მგ კაფსულა შეიცავს: 65% (195 მგ)კუძუს ფესვებს (Daidzin,Daidzein,Puerarin),25%(75 მგ) კრაზანას (Hiperforin) 10%(30 მგ) მშრალი ღვინის ფხვნილს (Resveratrol).

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალკოჰოლური დამოკიდებულების სამკურნალო საშუალება. ჰეპატოპროტექტორი, ალკოჰოლის დეტოქსიკაციური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ალკობენი® წარმოადგენს ალკოჰოლური დამოკიდებულების ნატურალურ სამკურნალო საშუალებას. კუძუს ფესვების იზოფლავონები (დაიძინი, დაიძეინი, პუერარინი) თრგუნავენ ფერმენტ ალკოჰოლდე ჰიდროგენაზას აქტივობას, რომელიც ალკოჰოლს გარდაქმნის მაღალტოქსიურ აცეტალდეჰიდად და ახდენენ ეთილის სპირტის მეტაბოლიზმის ოპტიმიზაციას ღვიძლში. ალკოჰოლის ტოქსიური ზემოქმედება მცირდება და ეიფორიის ეფექტი იზრდება, რაც ამცირებს და საბოლოოდ თრგუნავს ალკოჰოლის მიღების სურვილს. კუძუს გამოყენების შემდეგ ალკოჰოლისადმი აუტანლობა არ ვითარდება. კუძუ აფერხებს ალკოჰოლისადმი ფიზიკური დამოკიდებულების განვითარებას.
თანამედროვე კვლევებით დამტკიცებულია კუძუს უსაფრთხოება და ეფექტურობა სპირტიანი სასმელებისადმი დამოკიდებულების მოსახსნელად.
ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს კუძუ ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას ორგანიზმიდან, ხსნის ნაბახუსევის სინდრომს, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას, აუმჯობესებს ზოგად მდგომარეობას. კუძუს გააჩნია ანტიოქსიდანტური, ჰეპატოპროტექტული მოქმედება.
კრაზანას ფლავონოიდები (ჰიპერფორინი) არეგულირებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას, ხსნიან სანაღვლე გზების და ნაწლავურ სპაზმს, აღადგენენ პერისტალტიკას, აუმჯობესებენ მონელების პროცესს.
კრაზანას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედება. გამოიყენება კუჭ-ნაწლავის და ღვიძლის დაავადებების დროს.
რესვერატროლი: მშრალი ღვინის ფხვნილიდან უახლესი ბიოტექნოლოგიით მიღებული ნივთიერება, ტოქსიური ქიმიური რეაგენტების გარეშე. რესვერატროლი ძლიერი ანტიოქსიდანტია, მისი ანტიოქსიდანტური მოქმედება 10-ჯერ აღემატება ვიტამინი E ანტიოქსიდანტურ მოქმედებას. ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს და გამოაქვს ორგანიზმიდან. არეგულირებს ლიპიდების (ქოლესტერინი) კონცენტრაციას სისხლში. ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას სისხლძარღვებში. ხელს უწყობს სისხლძარღვების კედლების ელასტიურობის შენარჩუნებას და შესაბამისად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. რესვერატროლი აფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ღვიძლის დაავადებების განვითარებას.
რესვერატროლი ხასიათდება ძლიერი ანტიკანცეროგენული (სიმსივნის საწინააღმდეგო) მოქმედებით, იცავს ორგანიზმს სტრესით გამოწვეული პათოლოგიური რეაქციებისგან.
ჩვენებები:

  • ალკოჰოლური დამოკიდებულების მკურნალობა;
  • ნაბახუსევის სინდრომი;
  • დეპრესია ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში;
  • ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანება.

დოზირება და მიღების წესი:
ალკოჰოლური დამოკიდებულების მკურნალობა: 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე.
ნაბახუსევის სინდრომის პროფილაქტიკა: 2 კაფსულა ალკოჰოლის მიღებამდე, მეორე დღეს 2 კაფსულა კვების წინ.

უკუჩვენება: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტებისადმი. ორსულობა და ლაქტაცია.

გვერდითი მოვლენები:
არ არის გამოვლენილი.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:
არ არის აღწერილი.
შენახვის ვადა და პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა- 2 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:
300მგ კაფსულები # 30 შეფუთვაში.
წარმოებულია კომპანია ,,IVERTA NUTRACEUTICALS 23 DUKE STREET WINDSOR SLR4 1 SH, LONDON, United Kingdomტექნოლოგიით და ზედამხედველობის ქვეშ შპს ,,ივერთა -ს მიერ, საქართველოში.