დაავადებები, ენდოკრინოლოგია

ტოქსიკური ჩიყვი

დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი (ასევე ცნობილია, როგორც ფლაიან-ბაზედოვ-გრეივსის დაავადება) ხასიათდება ფარისებრი ჯირკვლის გადიდების ფონზე მისი ფუნქციის არანორმალური გაძლიერებით, კერძოდ თირეოიდულ ჰორმონთა ჭარბი გამომუშავებით. ყველაზე ხშირად ამის მიზეზი აუტოიმუნური დარღვევებია.

დიფუზური ტოქსიური  ჩიყვისთვის დამახასიათებელია:

  • ემოციური აგზნებადობის გაძლიერება,
  • კიდურებისა და სხეულის კუნთების ცახცახი;
  • გაძლიერებული  ოფლიანობა;
  • სითბოს  აუტანლობა;
  • გულისცემის  სიხშირის  სტაბილური  მატება;
  • დეფეკაციის გახშირება;
  • სხეულის  მასის  შემცირება;
  • საერთო სისუსტე;
  • შრომის უნარის მნიშვნელოვნად დაქვეითება;

ცვლილებები მხედველობის ორგანოების  მხრივ:

  • თვალის  ნაპრალების გაფართოება;
  • ქუთუთოების  შეშუპება;
  • თვალის კაკლების წინ წამოწევა;
  • თვალებიდან ცრემლდენის  მომატება;
  • წვის  შეგრძნება;
  • გაწითლება და ა.შ.
  • გულის  რიტმის  მოშლა,  ძირითადად მოციმციმე არითმიის სახით;
  • სისხლის მიმოქცევის უკმარისობა.

დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება:

  • ულტრაბგერითი გამოკვლევის მეთოდი – ექოსკოპია – ის ფარისებრი  ჯირკვლის  გადიდების  ნებისმიერი  ხარისხის  შესაფასებლად  ყველაზე საიმედო თანამედროვე საშუალებაა;
  • ლაბორატორიული გამოკვლევები ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე;
  • ანამნეზი — კლინიკური ნიშნების არსებობა, განსაკუთრებით მისთვის

დამახასიათებელი ძირითადი ტრიადა (სიმპტომთა სამეული):

  • ჩიყვი (ფარისებრი ჯირკვლის გადიდება);
  • გადმოკარკლული თვალები;
  • თაქიკარდია;

დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის სამკურნალოდ აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა არ მოხდეს მდგომარეობის დამძიმება და რაიმე გართულებები.

ტოქსიკური ჩიყვი ხშირად აღმოცენდება ფსიქიკური ტრავმის, მწვავე ინფექციის და სტრესული სიტუაციების შემდეგ.