სასარგებლო რჩევები

რჩევები სურდოსა და გრიპის დროს

სურდო და გრიპითუ გინდათ, რომ სწრაფად გამოჯანმრთელდეთ სურდოსა და გრიპის დროს, აუცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რჩევები.

  1. არომათერაპია და ინჰალაცია. აეროფიტოთერაპია -გაცივების მკურნალობის ახალი მეთოდია. ოთახში აანთეთ ევკალიპტის ან თავშავას ზეთის არომატული ლამპა. სწრაფად გამოჯანმრთელდებით. ეპიდემიის დროს ისუნთქეთ რეჰანისა და ქინძის ზეთის ნარევი. ამ ნაერთს 30-ჯერ მეტი ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს.
  2. სიცხემ აგიწიათ, გამცივნებთ, სახსრები გტეხთ – სურდოს ამ სიმპტომების გამოვლინებისთანავე ორგანიზმს სჭირდება წოლითი რეჟიმი და სრულფასოვანი ძილი.
  3. დღის განმავლობაში მიიღეთ 8-10 ფინჯანი ცხელი სითხე – ეს ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა გაცივების დროს, პიტნის ჩაის დაამატეთ 1 ჩ/კ თაფლი და ლიმონის წვენი. ხველა გაგივლით.
  4. ყელის ტკივილის დროს: ა) მიიღეთ 1ჩ/ჭ თაფლიანი თბილი რძე. ეს მოგიხსნით ტკივილს და ფხაჭნის შეგრძნებასაც.ბ) ყელში გამოივლეთ თაფლიანი წყალი (1 ჩ/ჭ თაფლი: 0,5 ლ წყალი) ყოველ 0,5 საათში ერთხელ. ეს სითხე მოსწონს პატარასაც, რადგან ის ბევრად გემრიელია, ვიდრე მარილის, სოდისა და იოდის ნაერთი.
  5. სურდოს დროს ცხვირის გაჭედვა არცთუ იშვიათია, ამ დროს სასარგებლოა არა უმეტეს 5-წუთიანი ფეხების აბაზანა. სისხლი გადადის ფეხებში, ცხვირის ძარღვები კი ვიწროვდება და სურდოც ქრება…
  6. გაცივების დროს აუცილებელია ოთახის განიავება. სუფთა ჰაერი საჭიროა თქვენთვის და ახლობლებისთვისაც. თუ სიცხე არა გაქვთ, შეგიძლიათ 5-10 წუთი გაისეირნოთ (არა თოვასა და ქარ-წვიმაში).