დიეტა, სიახლეები

ორგანიზმის გაწმენდა საზამთროთი

ორგანიზმის გაწმენდა საზამთროთიშხაპი ორგანიზმს გარედან წმენდს, ხოლო ტკბილი და წყლიანი საზამთრო შიგნიდან.

საზამთრო შარდგამომყოფ გზებს, თირკმლებსა და მთლიანად ორგანიზმს ეფექტურად წმენდს. მოაწყვეთ საზამთროს დღე, ერთი ან რამდენიმე, მაგრამ არაუმეტეს ერთი კვირისა. უმჯობესია გაწმენდა დასვენების დღეებში ჩაიტაროთ. ამ კენკრას მეტად ძლიერი შარდმდენი მოქმედება აქვს.

საზამთროს დიეტით ერთდროულად ხდება წონაში კლებაც, შლაკებისა და მარილების გამოდევნაც, სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირება.

შედეგი შთამბეჭდავია: შეშუპება და მაღალი წნევა ქრება, სახსრების მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება, მთელ სხეულში სიმსუბუქე და აქტივობის მომატება შეიგრძნობა.

საზამთროს დღეები თქვენი ორგანიზმისთვის ნაკლებად დაძაბული იქნება, თუ მის წინ რამოდენიმე დღით ადრე ვეგეტარიანულ დიეტაზე გადახვალთ. შეგიძლიათ მარტო საზამთრო ან საზამთრო შავ პურთან ერთად მიირთვათ.