ბავშვთა ენდოკრინოლოგია, ექიმები

ირაკლი ფაღავა

სპეციალობა: ბავშვთა ენდოკრინოლოგია
ტელ: 577 425 426

ირაკლი ფაღავა – ბავშვთა ენდოკრინოლოგი.  
აქვს მედიცინის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი – სადისერტაციო ნაშრომი ტანმაღლობით მანიფესტირებულ იშვიათ დაავადებებს განიხილავდა. სამედიცინო თემატიკის 28 ნაშრომის ავტორია. „პედიატრიული ენდოკრინოლოგიის ქართული საზოგადოების“ ფუძემდებელი წევრია. „ბავშვთა ახალი კლინიკის“ ენდოკრინოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელად ყოფნისას პირველმა მასობრივად დაიწყო: ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების გადაყვანა ინსულინის ანალოგებზე; პირველმა, საქართველოსა და ამიერკავკასიაში, გადაიყვანა პაციენტი მონოგენური/ნეონატალური შაქრიანი დიაბეტით ინსულინიდან ტაბლეტირებულ პრეპარატზე. შაქრიანი დიაბეტის გარდა, კლინიკური და სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ისეთ პათოლოგიებს, როგორიცაა სქესობრივი მომწიფებისა და ფიზიკური ზრდა-განვითარების დარღვევები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ჰიპოგლიკემია და სიმსუქნე.
ერთმანეთს უთავსებს მუშაობას ბავშვთა ენდოკრინოლოგიის სტაციონარში და ამბულატორიულ გასინჯვებს.

კლინიკა: “ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა BAC”
მისამართი: ქ. თბილისი, ლუბლიანის №21
ტელ: 995 32 2470401
ელ. ფოსტა: info@bac.ge
ვებ-გვერდი: bac.ge